რვაფეხა "პაულის" (რომელმაც გერმანიის ნაკრების ექვსივე მატჩის შედეგი გამოიცნო) გარშემო ატეხილ საერთაშორისო ისტერიას ახლა ნიანგი "ჰარიც" დაემეტა...

რვაფეხა "პაულის" (რომელმაც გერმანიის ნაკრების ექვსივე მატჩის შედეგი გამოიცნო) გარშემო ატეხილ საერთაშორისო ისტერიას ახლა ნიანგი "ჰარიც" დაემეტა. ეს უკანასკნელი სიდნეის (ავსტრალია) ზოოპარკის ბინადარია. ეტყობა, ამ ზოოპარკის მფლობელმა მიკ ბერნსმა გადაწყვიტა, ყურადღების მიღმა არ დარჩენილიყო და "ჰარის" "წინასწარმეტყველური" შესაძლებლობების დემონსტრირება მოეხდინა.

700-კილოიან ნიანგს არჩევანის სახით ორი წიწილა შესთავაზეს: ერთი - ესპანეთის დროშით, მეორე - ჰოლანდიის. "ჰარიმ" "ესპანური" წიწილა შესანსლა, რაც თურმე იმას ნიშნავს, რომ კვირას ფინალს ესპანეთის ნაკრები მოიგებს. ზოოპარკის მფლობელმა კი, ჩემი რაღა მიდისო და, ანგარიში იწინასწარმეტყველა - 1:0 ესპანეთის ნაკრების სასარგებლოდო. მერე ესეც არ იკმარა და თამაშის შინაარსიც "გაგვიმხილა" - ძალიან დაძაბული და აგრესიული ბრძოლა იქნებაო.

ერთი სიტყვით, ფაუნის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულნი მსოფლიოს ჩემპიონატში და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მომავალი მუნდიალისთვის ეს კიდევ უფრო აქტიურ ხასიათს მიიღებს. ჩვენ რა, ტოტალიზატორის მეპატრონეებმა იკითხონ...

MyFifa.tk Admin
hmmm hahaaaaaaaa ნეტა რამდენად გაიყიდება ან ერთი ან მეორე?
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ინგლისის ნაკრებმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
"აი, ასე დავამარცხეთ ესპანეთის ნაკრები" - თომას ტუხელი
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] სანდროს 21 წუთი, დონჩიჩის ბრწყინვალე მატჩი და "ლეიკერსის" ზედიზედ მერვე გამარჯვება
საფრანგეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფში გაიმარჯვა - ბელგიამ იტალიას დიდი ანგარიშით სძლია
[VIDEO] დიდი ფეხბურთი მადრიდში - ინგლისმა ესპანეთს დრამატულ მატჩში სძლია
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
[VIDEO] 46 წლის რონალდინიომ 11-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
მეთოთხმეტედ! - ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი