სანდრო კობახიძესა და ბექა გოცირიძეს "დნიპროში" უქმად ჯდომას, სუსტ გუნდში შრომა ურჩევნიათ

ახლახან "კრივბასის" გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრ ზატულკომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სხვა ორ ფეხბურთელთან ერთად კლუბს დატოვებენ, ნახევარმცველი სანდრო კობახიძე და თავდამსხმელი ბექა გოცირიძე. შეგახსენებთ, რომ ისინი კონტრაქტით "დნიპროს" ეკუთვნიან და კრივოიროგელთა გუნდში ოჯარით იყვნენ. ორიოდე დღეში დნეპროპეტროვსკელთა კლუბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თქვა, რომ "დნიპრო" განათხოვრებულ ფეხბურთელებს დაიბრუნებს და მათ ბედს რამდენიმე კვირაში გადაწყვეტს.

საინტერესოა, რა ბედი ელით გოცირიძესა და კობახიძეს, რომლებიც ზამთრის არდადეგებზე ორივე სამშობლოში ჩამოვიდნენ და მათ ამის თაობაზე ველაპარაკეთ.

ბექა გოცირიძე: რამოსთან თუ არა, მაშინ...

- უკრაინულ ვიშა ლიგაში პირველ წრე უკვე დასრულდა. სულ 5 მატჩი ითამაშეთ. "კრივბასში" გატარებული პერიოდით კმაყოფილი არ უნდა იყოთ.

- პირველი წრე მართლაც ჩამივარდა. ხშირად მსმენია, ჩვენი ფეხბურთელები უთამაშებლობას მწვრთნელს აბრალებენო. არ მინდა, ასე გამიგონ, მაგრამ, მერწმუნეთ, ალალად ვამბობ - ხუთ მატჩზე მეტ შეხვედრაში ვიმსახურებდი თამაშს. თავად განსაჯეთ, დონეცკის "შახტართან" მწვრთნელმა 26-ე წუთზე შეცვლაზე შემიშვა მოედანზე. კარგად ვითამაშე, ამ მატჩზე ინტერნეტში ჟურნალისტების აზრიც შეგიძლიათ ნახოთ, მაგრამ რად გინდა, გუნდის თავკაცმა ანდრეი მაქსიმოვმა მომდევნო ორ ტურში არ მათამაშა. მერეც კარგად ვითამაშე და ისევ სკამზე დამსვა. მაქსიმოვი"კრივბასამდე" "ობოლონში" მუშაობდა, იქიდან წამოიყვანა ფეხბურთელები და მათ ათამაშებდა. მატჩებს რომ ვერ იგებდა, ხან მე მებუზღუნებოდა, ხან კობახიძეს და ხანაც ვინმე სხვას, რომელიც გუნდში მისი მიყვანილი არ იყო და ჩვენსავით იჯარით თამაშობდა. მოკლედ, გერებივით გვექცეოდა.

- "კრივბასში" ბოლოს 31 ოქტომბერს კიევის "არსენალთან" ითამაშეთ. მე-17 წუთზე შეცვლაზე შეხვედით, 41-ე წუთზე კი გამოგცვალეს. მას მერე აღარ გითამაშიათ.

- იმ შეხვედრაში ფეხის კუნთი გამიწყდა და ამ ტრავმის გამოც გარკვეული პერიოდი გამიცდა. სარეაბილიტაციო კურსი უკვე გავიარე, ახლა მსუბუქად ვვარჯიშობ და ნელ-ნელა დატვირთვებსაც გავზრდი.

- უკვე გაირკვა, რომ შენ და კობახიძე "კრივბასში" აღარ იქნებით და "დნიპროში" ბრუნდებით.

- ჯერჯერობით გარკვეული მხოლოდ ის არის, რომ მე და კობახიძეს "კრივბასში" განათხოვრების ვადა დაგვიმთავრდა და ეს კლუბი დავტოვეთ. თვის ბოლომდე თუ არა, იანვრის დასაწყისში ყველაფერი გაირკევა. კონტრაქტით "დნიპროს" ვეკუთვნი და ჯერ უნდა გავიგო, ვჭირდები თუ არა ამ კლუბს. "დნიპროში" ახალი მწვრთნელია, ცნობილი ხუანდე რამოსი. თუ მას სჭირდება ჩემი სტილისა და მონაცემების მოთამაშე, მაშინ, რა თქმა უნდა, დავრჩები. თუ არა, ზამთრის შეკრებაზე გუნდთან ერთად არ ვიქნები და სხვა კლუბში გამიშვებენ იჯარით.

- ვთქვათ ასე მოხდა. სად გიხილავთ, უკრაინაში თუ სხვა ქვეყანაში?

- ალბათ, უკრაინაში. იქ მიცნობენ და იციან ჩემი შესაძლებლობები. საქართველოში დაბრუნებას და ჩვენს ჩემპიონატში თამაშსაც არ გამოვრიცხავ.

- ისევ "ზესტაფონში"?

- ვნახოთ, ჯერ არ ვიცი.

- რამდენიმე დღეა, სამშობლოში ხართ და აქაური კლუბებიდან ვინმე ხომ არ დაგკავშირებია?

- არავინ დამლაპარაკებია, თუმცა, ჯერ ხომ "დნიპროსთან" უნდა გავარკვიო ჩემი საკითხი.

- თუ "დნიპრომ" თქვენი განათხოვრება გადაწყვიტა, სხვა გუნდს თავად მოგიძებნიან?

- არა, ეს საკითხი ჩემი მოსაგვარებელი იქნება.

- ანუ თქვენი აგენტის.

- არა, აგენტი არ მყავს. თუ "დნიპროში" არ დავრჩები, გუნდი თავად უნდა მოვძებნო სხვა გუნდი.

სანდრო კობახიძე: "დნიპროში" ჯდომას, სუსტ გუნდში თამაში მიჯობს

- გოცირიძის მსგავსად, თქვენს მკურნალობდით.

- ლავიწი იყო დაზიანებული, სასწრაფო ოპერაცია დამჭირდა. ახლა კარგად ვარ, მაგრამ ორი თვე გამიცდა.

- "კრივბასი" თქვენთვისაც წარსულია...

- ჯერჯერობით ჩემი საკითხიც გასარკვევია. "კრივბასში" სულ ერთი მატჩი ვითამაშე, ისიც სექტემბერში. მწვრთნელმა მეორე ტაიმი სრულად მომცა. კარგად კი ვითამაშე, მაგრამ... არადა, სკამზე ჯდომით რა გამოვა, თამაში მინდა და სწორედ ეს უნდა გავარკვიო. თუ "დნიპროს" ახალ მწვრთნელს ვჭირდები, სეზონის მეორე ნახევრისთვის გუნდთან ერთად მოვემზადები. თუ არა და სკამზე ჯდომა ნამდვილად არ მინდა, თავად მოვძებნი გუნდს.

- აგენტები გაიმედებენ?

- კონტრაქტი არც ერთ აგენტთან არ მაკავშირებს, მაგრამ რამდენიმეს ვიცნობ და უკვე მესაუბრნენ. მთავარია, "დნიპროს" პასუხი გავიგო.

- რა ვარიანტები შემოგთავაზეს?

- კლუბები არ დაუსახელებიათ, მაგრამ მითხრეს, უკრაინულ, რუსულ ან გერმანულ გუნდში შეგვიძლია ტრანსფერის მოგვარებაო.

- თუ თქვენი გასხვისება დააპირეს, "დნიპრო" ბევრს მოითხოვს თქვენს სანაცვლოდ?

- გარკვეული თანხა გადასახდელი იქნება, მაგრამ არ ვიცი, რამდენი. "დნიპროს" კიდევ ერთი წელი ვეკუთვნი და ვნახოთ, რას მეტყვიან.

- პასუხს როდის გაიგებთ?

- 10 იანვარს ვიკრიბებით, გუნდში დარჩენაზე კი ვფიქრობ, მაგრამ, თუ თამაში არ მომიწევს, მაშინ ამას აზრი არ აქვს. სჯობს, სხვა, "დნიპროზე" უფრო სუსტ გუნდში ვიყო და თამაშმა მომიწიოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?