ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა კალათბურთელმა ზურაბ საკანდელიძემ კარიერა 1973 წლის ევრობასკეტის შემდეგ დაასრულა

გასულ შაბათს 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადის ამბავი გაგახსენეთ. გერმანიაში ამერიკელების მძლეველი საბჭოელები 1973 წლის ევროპის ჩემპიონატზე უპირობო ფავორიტები იყვნენ. თანაც, მანამდე სსრკ-ს ევრობასკეტი ზედიზედ 8-ჯერ ჰქონდა მოგებული (ოთხჯერ ზურაბ საკანდელიძესთან ერთად).

ჰოდა, შეიძლება სწორედ ასეთმა გარემოებებმა განაპირობა საბჭოთა ნაკრების წევრების თავდაჯერება. მათ ნახევარფინალში ესპანეთთან 4 ქულის სხვაობით წააგეს - 76:80. არადა, ზუსტად ორი წლის წინათ სსრკ-მ იმავე ესპანეთს გამანადგურებელი ანგარიშით მოუგო - 118:58.

1973 წლის ევროპის ჩემპიონატზე ქართველთაგან მხოლოდ ზურაბ საკანდელიძემ ითამაშა, რომელმაც ევრობასკეტის შემდეგ საკალათბურთო კარიერა დაასრულა. ასე და ამგვარად, იგი ისტორიაში ყველაზე ტიტულოვან ქართველ კალათბურთელად ჩაიწერა: მოიგო 1972 წლის ოლიმპიადა, ხოლო 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს დაეუფლა; 1967 წელს მისი დახმარებით სსრ კავშირის ნაკრებმა მონტევიდეოში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა; საკანდელიძე ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1965, 1967, 1969, 1971) და ბრინჯაოს პრიზიორია (1973).

თუ, 1973 წელს იუგოსლავიამ ევროპის ჩემპიონატი ისე მოიგო, რომ საბჭოელებს არ შეხვედრია, 1975 წელს ფინალის დარ მატჩში სსრკ 90:84 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. ეს უკვე ახალი ეპოქის დასაწყისის მომასწავებელი იყო: თუ 60-იან წლებამდე საბჭოელებს მეტ-ნაკლებ წინააღმდეგობას პოლონელები, უნგრელები და ჩეხოსლოვაკიელები უწევდნენ, შემდეგ სერიოზული პროგრესი განიცადა იუგოსლავიურმა სკოლამ და საბჭოელების უმთავრეს კონკურენტად იქცა.

1975 წლის ევრობასკეტზე ითამაშა მიხეილ ქორქიამ, რომელიც საშუალოდ 6.8 ქულას აგროვებდა. მასზე ვრცლად მომდევნო შაბათს მოგითხრობთ.

ევრობასკეტი-1973

ბადალონა, ბარსელონა (ესპანეთი)

I ეტაპი

A ჯგუფი

სსრკ-პოლონეთი 104:83

საკანდელიძე: 4 ქულა.

სსრკ-ჩეხოსლოვაკია 77:55

საკანდელიძე: 2ქ, 2ფ.

სსრკ-თურქეთი 79:53

საკანდელიძე: 2ქ, 3ფ.

სსრკ-ისრაელი 101:78

საკანდელიძე: 3ფ.

სსრკ-რუმინეთი 98:84

საკანდელიძე: 2ქ, 4ფ.

თ მ წ სხ ქ

1. სსრკ 5 5 0 459/353 10

2. ჩეხოსლოვაკია 5 4 1 364/370 9

3. თურქეთი 5 2 3 345/386 7

4. ისრაელი 5 2 3 443/451 7

5. პოლონეთი 5 1 4 376/408 6

6. რუმინეთი 5 1 4 369/388 6

1/2 ფინალი

სსრკ-ესპანეთი 76:80

საკანდელიძე: 2ფ.

იუგოსლავია-ჩეხოსლოვაკია 96:71

ფინალი

იუგოსლავია-ესპანეთი 78:67

III ადგილისთვის

სსრკ-ჩეხსლოვაკია 90:58

საკანდელიძე: 0ქ.

ევრობასკეტი-1975

იუგოსლავია

I ეტაპი

B ჯგუფი

სსრკ-პოლონეთი 79:72

მ. ქორქია: 13ქ, 4ფ.

სსრკ-ჩეხოსლოვაკია 91:81

მ. ქორქია: 6ქ, 4ფ.

სსრკ-ისრაელი 85:71

მ. ქორქია: 7ქ, 3ფ.

თ მ წ სხ ქ

1. სსრკ 3 3 0 255/224 6

2. ჩეხოსლოვაკია 3 2 1 261/252 5

3. ისრაელი 3 1 2 246/255 4

4. პოლონეთი 3 0 3 232/263 3

ფინალური ეტაპი

სსრკ-იტალია 69:65

მ. ქორქია: 8ქ, 3ფ.

სსრკ-ბულგარეთი 92:79

მ. ქორქია: 6ქ.

სსრკ-ესპანეთი 94:80

ქორქია: 2ქ, 3ფ.

სსრკ-იუგოსლავია 84:90

ქორქია: 5ქ, 4ფ.

1. იუგოსლავია 5 5 0 460/373 10

2. სსრკ 5 4 1 432/395 9

3. იტალია 5 2 3 381/364 7

4. ესპანეთი 5 2 3 397/422 7

5. ბულგარეთი 5 1 4 386/444 6

6. ჩეხოსლოვაკია 5 1 4 358/416 6

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა