"დენვერ ნაგეტსის ხელმძღვანელობამ მოლაპარაკებები დაიწყო მთავარ მწვრთნელ ჯორჯ კარლთან მომავალი სეზონისთვის კარიერის გაგრძელების თაობაზე

"დენვერ ნაგეტსის ხელმძღვანელობამ მოლაპარაკებები დაიწყო მთავარ მწვრთნელ ჯორჯ კარლთან მომავალი სეზონისთვის კარიერის გაგრძელების თაობაზე - წერს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი.

59 წლის კარლის მოქმედი კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს იწურება. მწვრთნელმა, რომელიც 2003 წლიდან უდგას სათავეში "დენვერს", 2008-09 წლების სეზონში გუნდი დასავლეთი კონფერენციის ფინალში გაიყვანა.

კლუბის გეგმებს, შესაძლოა, ხელი შეუშალოს კარლის ჯანმრთელობის მდგომარეობამ. სულ ცოტა ხნის წინ ჯორჯმა ყელის კიბო დაამარცხა და კვლავაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

"მაიამი ჰიტის" არადამაჯერებელი თამაშის გამო სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ ამ გუნდის მწვრთნელის ერიკ სპოელსტრას სავარაუდო წასვლის შესახებ. ასევე ხშირად მის შემცვლელად "ბოსტონ სელტიქსის" დამრიგებელ დოკ რივერსს ასახელებენ. თუმცა ეს სპეციალისტი ფლორიდაში გადასვლასთან დაკავშირებით ყველანაირ ჭორს უარყოფს.

"ამაზე არ ვფიქრობ. ახლა "ბოსტონში" ვარ და იმაზე ვზრუნავ, რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე აქ", - განაცხადა რივერსმა.

დოკს ჰკითხეს, რატომ ვერ აჩვენებს სრულად თავის შესაძლებლობებს "მაიამის" "დიდი ტრიო" - ლებრონ ჯეიმსი, დუეინ უეიდი და კრის ბოში: "ამ შემთხვევაში შეიძლება ოლიმპიადასთან ანალოგის გავლება - მცირე დრო გაქვთ, მოთამაშეებს შეთამაშება აკლიათ, მაგრამ შედეგის მიღწევა აუცილებელია.

ვარსკვლავებს დრო სჭირდებათ. ჩვეულებრივი მოთამაშეები აკეთებენ იმას, რასაც დაავალებ. მაგრამ ვარსკვლავებიც ხანდახან მათ უნდა დაემსგავსონ. წინააღმდეგ შემთხვევაში დისბალანსს მივიღებთ, რადგან არც ერთი მათგანი არაფერზე არ აგებს პასუხს", - ამბობს "ბოსტონის" მთავარი მწვრთნელი.

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა