"ზესტაფონი" აღარ ხუმრობს - გეგუჩაძის გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ორ ტურში 13 გოლი გაიტანა, თავად კი ერთიც არ მიუღია

"ზესტაფონი" აღარ ხუმრობს - გია გეგუჩაძის გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ორ ტურში 13 გოლი გაიტანა, თავად კი ერთიც არ მიუღია. "სამტრედიას" 7:0 განადგურების შემდეგ, ფეროელებმა "სიონიც" მძიმე დღეში ჩააგდეს და ამ გამარჯვებით სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცნენ.

"ზესტაფონმა" უპირატესობა პირველივე წუთებიდან იგდო ხელთ და, მართალია, სწრაფი გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ იგრძნობოდა, რომ ანგარიშის გახსნა დროის საქმე იყო. განსაკუთრებით მძლავრად "ზესტაფონის" ნახევარდაცვა მოქმედებდა, რომელმაც სწრაფი და ტექნიკური თამაშით მეტოქის შუა ხაზი უბურთოდ დატოვა და "სიონის" საჯარიმოში სიმშვიდე ერთი წუთითაც არ იყო.

იმერელთა ყველაზე პროდუქტიული ფეხბურთელი ჯაბა დვალი იყო, რომელმაც ქვემოქართლელთა დაცვის ხაზს საზრუნავი არ მოაკლო. "სიონის" დაცვა ვახსენეთ, აქვე ვთქვათ, რომ სტუმრები, უპირველესად, უკანახაზელების არადამაჯერებელი თამაშისა და უხეში შეცდომების გამო დამარცხდნენ. პირველივე ტაიმში "სიონის" კაპიტანი სერგი ორბელაძე დაშავდა და შეცვალეს, რამაც სტუმრებს ამ რგოლში კიდევ უფრო გაურთულა საქმე. დვალის დუბლით ნათელი გახდა, რომ ბოლნისელები ზესტაფონიდან ხელცარიელნი გაბრუნდებოდნენ.

სტუმართა განაცხადში გიორგი ნოდარის ძე ჭელიძის გვარს ამოიკითხავდით. ერთ დროს იმედისმომცემმა ფორვარდმა "სიონის" შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და იქ იჯარით, სავარაუდოდ, სეზონის პირველი ნახევრის ბოლომდე ითამაშებს.

შესვენების შემდეგ ჭელიძის ნაცვლად მოედანზე რევაზ გოცირიძე გამოჩნდა, რომელმაც თავისიანების თამაში შედარებით გამოაცოცხლა და 2:0-ზე მის წინააღმდეგ უხეშობისთვის "სიონის" ბანაკი თერთმეტმეტრიანის დანიშვნას ითხოვდა.

ეს "სიონის" ბოლო გაბრძოლება იყო, "ზესტაფონმა" კი საქმე აუღელვებლად მიიყვანა სასურველ დასასრულამდე. მატჩის მიწურულს შეცვლაზე შესული რატი წინამძღვრიშვილის ჯერი დადგა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მის გუნდს სამი ძლიერი თავდამსხმელი ჰყავს.

ზესტაფონი-სიონი 4:0

5.12. ზესტაფონი. დ. აბაშიძე. 1 000 მაყურებელი

1:0 დვალი (29), 2:0 დვალი (65), 3:0 წინამძღვრიშვილი (86), 4:0 წინამძღვრიშვილი (90)

4-4-2 ზესტაფონი სიონი

4-5-1

რ. კვასხვაძე მერლანი

ალადაშვილი ქურასბედიანი

გ. ონიანი ორბელაძე

ხიდეშელი გ. თარგამაძე

ელიავა ლ. ჭელიძე

დაუშვილი ლ. ნოზაძე

გორგიაშვილი ნემსაძე

აფციაური ჩივაძე

გრიგალაშვილი მ. ოქროპირიძე

დვალი უგრეხელიძე

გელაშვილი გ. ნოდ. ჭელიძე

მწვრთნელი მწვრთნელი

გ. გეგუჩაძე გ. ყიფიანი

ზესტაფონი

46. ელიავა - ბაბუნაშვილი

71. გელაშვილი - წინამძღვრიშვილი

80. დვალი - ბენაშვილი

სათადარიგოები: მამალაძე, მ. კობახიძე, გ. მიქაბერიძე, ფიფია

სიონი

35. ორბელაძე - ლ. ვაშაკიძე

46. გ. ნოდ. ჭელიძე - რ. გოცირიძე

65. მ. ოქროპირიძე - ისიანი

სათადარიგოები: ბობღიაშვილი, გ. ოქროპირიძე, სანიკიძე, გ. მელქაძე

გაფრთხილება: მ. ოქროპირიძე (25)

არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა