სხვა რომ არაფერი ყოფილიყო, მარტო თენგიზ ჩიკვილაძის გოლის სანახავად ღირდა სტადიონზე მისვლა

"ტორპედოს" რომ გოლის გატანა უჭირს, ცნობილი ამბავია. ქუთათურებს ამ შეხვედრაშიც გაუძნელდათ კარის აღება. შანსები ვერ გამოიყენეს ცხინვალელებმაც და თითქოს გუნდები უგოლო ფრეს იყვნენ შეგუებულნი, როცა დამატებულ დროში თენგიზ ჩიკვილაძემ დაახლოებით ორმოცი მეტრიდან სასწაულებრივი დარტყმით ისეთი გოლი გაიტანა, ქუთაისელ ქომაგებთან ერთად ცხინვალელებიც კი აღტაცებაში მოიყვანა. სხვა რომ არაფერი ყოფილიყო, მარტო ამ გოლის სანახავად ღირდა სტადიონზე მისვლა. ჩიკვილაძის გოლმა "ტორპედოს" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოაპოვებინა და წლეულს მისთვის ყველაზე მაღალ - მეხუთე ადგილზე აანაცვლა. არადა, სტუმრები მარცხს ნამდვილად არ იმსახურებდნენ. "სპარტაკი" რომ აუტსაიდერობას არ ურიგდება და ხელწამოსაკრავი გუნდია არ არის, წინა ტურებშიც დაამტკიცა.

მატჩი ქუთაისელთა შეტევებით დაიწყო, მაგრამ მათი უნდილი იერიშები ცხინვალელთა საჯარიმოსთან იფუშებოდა. კარის მიმართულებით პირველი დარტყმა სტუმრებმა განახორციელეს, მე-15 წუთზე მაისურაძის შორიდან დარტყმულმა ბურთმა ხარიხას გადაუქროლა. მასპინძლებმა მე-20 წუთზე უპასუხეს, როცა ფოფხაძის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ჩიკვილაძე შეუჩერებლად ურტყამდა და ბურთი მეკარე გრიშიკაშვილმა ფეხით მოიგერია. მანვე ცოტა ხანში კვარაცხელიას ძლიერი საჯარიმო დარტყმა უკუაგდო. ამას ცხინვალელთა მწვავე კონტრშეტევა მოჰყვა, ქუთაისელი მცველების შეცდომის შემდეგ მაისურაძე ურტყამდა, მაგრამ კარს საკმაოდ ააცილა. 33-ე წუთზე გია გიგატაძის შეგირდებმა მწვავედ შეუტიეს, კვარაცხელიას პასით კვასხვაძე მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ გამოცდილმა გრიშიკაშვილმა დაასწრო.

მეორე ტაიმის პირველი რეალური საგოლე მომენტი სტუმრებმა შექმნეს, მაგრამ კლოვისი თამაშგარეში იმყოფებოდა და მის მიერ გატანილი გოლი არ ჩაითვალა. ქუთათურები კვლავ ერთფეროვნად უტევდნენ და გიგატაძემ მოედანზე მეორე ფორვარდი ნიკა საბანაძე გამოიყვანა. მე-60 წუთზე დათუნაიშვილი ურტყამდა თავით, მაგრამ გრიშიკაშვილმა ივარგა. თამაში რომ არ წაუვიდათ, მასპინძლებს მღელვარება დაეტყოთ და შეცდომებს უხშირეს.

როგორც ჩანს, ცხინვალელები ფრეზე ყაბულს იყვნენ და დროის გაყვანა დაიწყეს. ქუთათურების უკბილო შეტევები კი სტუმრებისთვის ხიფათს არ წარმოადგენდა. საჯარიმოში რომ ვერ შეაღწიეს მასპინძლებმა შორეული დარტყმებით სცადეს ბედი. 85-ე წუთზე დიღმელაშვილის ყუმბარისებული დარტყმა ხარიხას გადასცდა. ჩიკვილაძის ბრწყინვალე და გამარჯვების მომტან შორეულ დარტყმაზე კი ზემოთაც ვთქვით...

გელა ინალიშვილი (სპარტაკი): "კარგი თამაში გამოვიდა, ჩიკვილაძის გოლი კი მატჩის გვირგვინი იყო. გოლის მეტი რა მინახავს, მაგრამ ასეთ არასახარბიელო მოედანზე შესრულებული ასეთი ულამაზესი დარტყმა პირველად ვიხილე. ვულოცავ "ტორპედოს" გამარჯვებას. თამაშის სცენარიდან გამომდინარე მარცხს არ ვიმსახურებდით. მომენტები გვქონდა და გამოუცდელობის გამო ვერ გამოვიყენეთ. დღეს ფორტუნა "ტორპედოს" მხარეს იყო.... ცხოვრება გრძელდება, წინ "კოლხეთთან" მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. ზამთრის შესვენებისას კი ფეხბურთელებს დავიმატებთ და უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას შევეცდებით."

გია გიგატაძე (ტორპედო): "მიმდინარე ჩემპიონატს აუტსაიდერი არ ჰყავს. ყველა გუნდს შეუძლია ბრძოლა. "სპარტაკი" ცხრილში ბოლო ადგილზეა, მაგრამ დღევანდელ მატჩში მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. ცხინვალელებმა კარგად ითამაშეს, მაგრამ დღეს იღბალი ჩვენს მხარეს იყო."

ტორპედო-სპარტაკი 1:0

05.12.10 ქუთაისი. ცენტრალური. 4000 მაყურებელი

1:0 ჩიკვილაძე (90)

ტორპედო სპარტაკი

4-4-2

4-5-1

მიგინეიშვილი გრიშიკაშვილი

ფოფხაძე აქუბარდია

თოდუა ტეტუნაშვილი

ფარულავა ბოიომო

ჩიკვილაძე ჭაფოძე

დიღმელაშვილი ჩალაძე

ნ.კვასხვაძე შ.კაშია

დათუნაიშვილი შონია

თარხნიშვილი მაისურაძე

გ.ჩხეტიანი ზ.ძაგანია

კვარაცხელია კლოვისი

მწვრთნელი:გ.გიგატაძე მწვრთნელი: ბ.კვარაცხელია

ტორპედო

46. გ.ჩხეტიანი - საბანაძე

53. თარხნიშვილი - გიგაური

81. დათუნაიშვილი - ლომაშვილი

სათადარიგოები: ქვილითაია, მაჭავარიანი, კვერნაძე,გურული

სპარტაკი

81. ზ.ძაგანია - ბაბულაიძე

89. კლოვისი - კაკაშვილი

90. შ.კაშია - ზერეკიძე

სათადარიგოები: დაუშვილი, მამუდოვი, ლობჟანიძე, ბუზალაძე

გაფრთხილება: ფოფხაძე (70), გრიშიკაშვილი (78), დიღმელაშვილი (80)

არბიტრი: თ.გვანცელაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...