ზვიად სიჭინავა იმერლებს აიმედებს, თუმცა მწვრთნელი და ფეხბურთელები კარგს არაფერს ელიან

გუშინ გურიაში სტუმრად მყოფმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ გაისად უმაღლესლიგელებს ფინანსური პრობლემა არ შეექმნებათ.

"უკვე ორშაბათიდან "დინამოს" ახალი პატრონი ეყოლება. იგივე ითქმის "სამტრედიასთან" მიმართებაში, ანუ, ფაქტობრივად, საკითხი იქაც გადაწყვეტის ფაზაშია. როგორც სპონსორი მივიდა ქუთაისში და როგორც გადაწყდა ფოთში... ჩემპიონატს ჩაშლა არ ემუქრება" - განაცხადა სიჭინავამ. "ლელოს" კითხვაზე მან დაკონკრეტება და დეტალების გამხელა არ ისურვა. სავარაუდოდ, სფფ-ს პრეზიდენტმა ფოთთან დაკავშირებით პორტთან გაფორმებული ხელშეკრულება იგულისხმა, რომელიც აქამდე არ შესრულებულა, რამაც "კოლხეთის" ფაქტობრივი დაშლა გამოიწვია.

რა ხდება სამტრედიაში? რა იციან ახალი შესაძლო მეპატრონისა თუ სპონსორის შესახებ? როგორც გავიგეთ, არც არაფერი. ფეხბურთელები უიმედოდ არიან და სეზონის პირველ ნახევარს მხოლოდ ენთუზიაზმით ჩაამთავრებენ.

"დაპირებასაც კი არავინ გვაძლევს. ნამდვილად არ ვიცი, ასე გაგრძელება როგორ შეიძლება? ამის შედეგი ის იქნება, რომ ეს გუნდი არ იარსებებს, ამ შემადგენლობას ვგულისხმობ. ალბათ, დუბლებით თუ გააგრძელებენ და სამტრედიაშიც წააგებს გუნდი 0:8-ს... მერე გვიანი იქნება. დაპირება ხომ მაინც უნდა იყოს? სამომავლო გეგმა, რას ვაპირებთ, რისი იმედი გვაქვს? არც არაფრის!" - ეს "სამტრედიას" მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ გვითხრა.

გუშინ მისმა კლუბმა ამ წლის ბოლო საშინაო შეხვედრა გამართა. ნამატჩევს ქომაგები მას მადლობას უხდიდნენ და იმედს გამოთქვამდნენ, რომ მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. იმედია, სფფ-ის პრეზიდენტის მიერ ნახსენები მოლაპარაკებაც კარგად დასრულდება და იმერული კლუბი სახელმწიფო პატრონაჟით სეზონს ღირსეულად გააგრძელებს. გუშინდელი ვიზიტისას, ზვიად სიჭინავამ კლუბებისთვის სახელმწიფო დახმარების შესაძლებლობაც არ გამორიცხა, მეტიც, დაადასტურა, რომ ამ საკითხზე მთავრობის ეკონომიკურ და საფინანსო სტრუქტურებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

თომა ჩალაძე

სამტრედიიდან

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს