რეგიონებიდან ჩამოსაულ ჭაბუკთა უპირატესობა აშკარაა და ქართულმა ფეხბურთმა ამით უნდა ისარგებლოს

გურული ვოიაჟი სფფ-ის თავკაცმა ლანჩხუთში, რეგიონული ფედერაციის ოფისში დაასრულა. მანამდე იგი ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზეც მივიდა და "გურიას" მესვეურებს ესაუბრა. "ლელომ" ისარგებლა შემთხვევით და სფფ-ის პრეზიდენტს რამდენიმე კითხვა დაუსვა:

- ბატონო ზვიად, გურიაში თქვენი ვიზიტის მიზანი რა არის?

- მხოლოდ გურია არაფერ შუაშია, ჩვენ რეგიონებში დავდივართ, რათა სახელმწიფოს მივაწოდოთ ის პრობლემები, რომელთა ერთობრლივი ძალებით გადაწყვეტა უმნიშვნელოვანესია რეგიონებისთვის, შესაბამისად, ქართული ფეხბურთისთვის. ახლა ჭაბუკთა შერჩევებს ვაწარმოებთ და რეგიონებიდან ჩამოსულების უპირატესობა აშკარაა. ქართულმა ფეხბურთმა ეს უნდა გამოიყენოს.

- დღეს თქვენ "დინამოს" ახალ მფლობელზე გაკვრით თქვით, ორშაბათიდან კლუბს მეპატრონე ეყოლებაო. ხომ ვერ დაგვიკონკრეტებთ, ვინ?

- ნამდვილად ვერ გეტყვით, რადგან, როცა ასეთი რაღაცები ვთქვით, ცუდად დავცადეთ.

- ბატონო ზვიად, "ლელოში" დაბეჭდილი ლევან ყიფიანის ინტერვიუს გაეცნობოდით. მიიჩნევთ, რომ პროფლიგა ფინანსური მოსაზრებით დაშალეთ - როცა სახელმწიფომ უმაღლესლიგელების დაფინანსება გადაწყვიტა, ფედერაციამ პფლ-ის ფუნქცია შეითავსაო...

- ვინ არის ლევან ყიფიანი? არ ვიცი...

- "ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

- არ ვიცი ასეთი არავინ, ვინ არის საერთოდ ლევან ყიფიანი?!

- ბატონო ზვიად, დღეს თქვენ განაცხადეთ, რომ სახელმწიფო დაფინანსება, ანუ უკვე გაჟღერებული 7 მილიონი, არა კლუბებს, არამედ ძირითადად ნაკრებებს შეეხება, მაგრამ ოპონენტები პროფლიგის უფლებამოსილების შეთავსების სხვა საფუძველსაც "ხედავენ" - ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს.

- რა არჩევნები, კაცო... სად არის ჯერ არჩევნები?

- ისე, მონაწილეობას აპირებთ?

- არ ვიცი, ჯერ არ გადამიწყვეტია და ვერაფერს გეტყვით.

- როდის უნდა ჩატარდეს არჩევნები, სავარაუდოდ, მაისში?

- არა, ასე განსაზღვრული არ არის! ჩვენ გვაქვს უფლება, 2011 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე ნებისმიერ დროს ჩავატაროთ!

საუბრის დასასრულს სფფ-ის პრეზიდენტი დაინტერესდა, "ლელოს" რომელ ნომერში იყო ლევან ყიფიანთან ინტერვიუ.

თუ რა საკითხებზე ისაუბრა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გურიის ფეხბურთის მესვეურებთან, რა ბედის ელის "გურიას", გრიგოლეთის საწვრთნელ ბაზას და რატომ არ მიჰყიდეს თავის დროზე სიჭინავას ბაზა გურულებმა, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ხვალინდელ ნომერში მოგითხრობთ.

თომა ჩალაძე ლანჩხუთიდან

Shoda
მეგობარო, ეგენი ფედერაციაში იმიტომ ზოგიერთების გასაგონად ვამბობ: ეს ხალხი ფედერაციაში იმისთვის კია არ მოსულან, რომ ფედერაციის ვალები იხადონ! იმიტომ მოვიდნენ, რომ რაც შეიძლება მეტი ვინმე გაყიდონ და გაქსუვდნენ! ზღაპრებს თავი დაანებეთ თუ ძმა ხარ, თორემ თქვენს კეთილსინდისიერებაში ეჭვი შემეპარება!
boomer
ამ კაცს ვინც აკრიტიკებს ის ქართული ფეხბურთის მტერია, როდის იყო ქართულ ფეხბურთს 2010 წელზე მეტი შედეგები ჰქონდა? თან ფედერაცია ყელამდე ვალებში ჩაფლული დახვდა. მომავალი წელი უკეთესი იქნება.
gff
ამარზენია დღეს ფეხბურთის ფედერაციაში მომუშავე პიროვნებები, ცირკს დაამსგავსეს, დომენტი მთავარი კლოუნი მერე დანარჩენი ის ძროხა ბურდულიც, უნდა მოშორდნენ ეს ვიერთხები ქართულ ფეხბურთს
Gerogiano
სიჭინავა ჩემთვის ამ ცინიზმის გამოა მიუღებელი. და კიდევ იმის გამო, რომ აშკარად გამოხატულია მისი ცალმხრივი დამოკიდებულება - შეიძლება სამსახურში მხოლოდ შენი კუთხის შვილი მიიღო? მეგრელებს ენაცვალოს ჩემი თავი, უმაგრესი ხალხია, მაგრამ ამ საქციელით ისევ სამეგრელოს აყენებს ჩრდილს. კარგი მეგრელი ასე არ მოიქცევა, ის სხვა კუთხის შვილს თავისიანივით დააფასებს.
gykl
ეს დემაგოგი გარეწარი რა დღეშია?!!!! მაგრამ საიდან უნდა იცოდეს ვინ არის ყიფიანი ამ კლოუნმა ამან!!!
ramo
მართლა ვინ არი რო ლევან ყიფიანი? მე წავიკითხე მისი ინტერვიუ, სუფთადემაგოგიაა. ეგრე ყველას მოდებ შარს.
gff
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpb ჯამბაზის ფორმა გამოკოლილი აკვს :))
sandro
სუფთა კლოუნია წავიდეს, ცირკს მიხედოს, ნამდვილად ჭირდება დახმარება
vaxo
აცალეთ ამ კაცს ყველაფერს აკეთებს რაც შესაძლებელია ეხა. ყველაზე მეტად ისმომეწონა მოსვლის დღიდან ასაკობრივ ნაკრებებს დიდი ყურადრება მიაქცია და კაი პირობები შეუქმნა. ნელ ნელა ყველაფერს მიხედავს აცალეთ ასე უცებ არაა ყვეკაფერი
gff
ეს კაცი ვერ არის ნორმალური რამ გააბოროტა რა ლევანს არ იცნობს ეს კლოუნი ? სირცხვილია ქართულ ფეხბურთს რო უდგას სათავეში
gff
ქქქ
baraka
ეს კაცი ვერაა. რა ლევან ყიფიანს არ იცნობს??? არ მევასება ესეთი გნიდური ლაპარაკი.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა