ტურის საუკეთესო კალათბურთელად ქუთაისელი გიგი ბარბაქაძე დასახელდა, რომელმაც 33 წუთში 23 ქულა მიითვალა

31, 32, 33... და 35!

სუპერლიგის ქულათა რეკორდი ნელ-ნელა უმჯობესდება: ტუღუშმა 31 ქულა ჩააგდო, ფანჩულიძემ - 32, ფარღალავამ - 33... და მე-7 ტურში მიხეილ ფანჩულიძემ ახალი რეკორდი გამოაცხო: 35 ქულა მოაგროვა. საჯარიმო ტყორცნებს თუ არ ჩავთვლით, მიშამ შესაშური სიზუსტით ისროლა: 11-დან 8 ორქულიანი და 10-დან 5 სამქულიანი.

სწორედ მისი დამაჯერებელი თამაში გახდა თსუ-ს ბათუმური გამარჯვების საწინდარი. სტუდენტებს მომდევნო ტურში გაცილებით სერიოზული გამოცდა ელით: ჯერაც დაუმარცხებელ შსს-ს დაუპირისპირდებიან.

3 დეკემბერი, ბათუმი

ბათუმი-თსუ 86:100

28:22, 11:29, 31:19, 16:30

ბათუმი: ვ. მაისურაძე (22ქ), მიქელაძე (9ქ, 3პ), ელიაძე (15ქ, 8მ), თენიეშვილი (18ქ, 3პ), კეშელავა (14ქ, 16მ, 5პ), ჩხატარაშვილი (6ქ), რამიშვილი (2ქ, 3პ), ნინუა, ჩხაიძე.

თსუ: გაფრინდაშვილი (9ქ, 7მ, 5პ), ფანჩულიძე (35ქ, 6მ, 3პ, 6ჩ), მარხვაშვილი (5ქ, 4პ, 4ჩ), ლონდარიძე, მათიაშვილი (18ქ, 7მ), კორკოტაძე (10ქ, 8მ), ჩიტაშვილი (12ქ, 5მ, 4პ, 3ჩ), ყველაშვილი (11ქ, 5მ, 5ფ).

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, მ. ანდღულაძე

კომისარი: ა. კაზანჯიანი

ასი, ასი!

მატჩის ბოლო წუთებზე ტრიბუნები სკანდირებდნენ: ასი, ასი! შსს-მ "აგრარულთან" თამაშის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა და შეხვედრას ბოლო პერიოდში ერთი ინტრიგაღა შერჩა - ავიდოდა თუ არა შსს 100 ქულამდე. მატჩის დასრულებას 20 წამი უკლდა, ტაბლოზე შსს-ს სასარგებლოდ 97 ქულა ეწერა. გადამწყვეტი ტყორცნა დავით ბარბაქაძემ ითავა, სამქულიანით ანგარიში დაამრგვალა (100:66) და აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

4 დეკემბერი, თბილისი. სპორტის სასახლე

შსს-აგრარული 100:66

27:9, 30:10, 22:21, 21:26

შსს: დ. ბერიშვილი (5ქ, 4პ), ლაფანაშვილი (12ქ, 7მ, 5პ, 2დ), ლეჟავა (5ქ, 3პ), ნიკოლაძე (10ქ, 5მ, 5პ), კოტონი (8ქ), მარკოიშვილი (16ქ), დ. ბარბაქაძე (17ქ, 5მ), იმნაძე (11ქ, 7მ, 3ჩ, 2დ), შერმადინი (10ქ, 8მ), ტომარაძე (2ქ, 7მ), სუხიშვილი (4ქ, 5მ), დეკანოიძე.

აგრარული: ტეტელაშვილი (6ქ, 5პ), ნანიტაშვილი (5ქ), სიგუა (5ქ, 3პ), ჩაჩანიძე (3ქ), ხანიაშვილი (5ქ, 3პ), ჯავახიშვილი (22ქ, 2დ), მუმლაძე (8ქ, 5მ, 5ფ), გემაზაშვილი (2ქ), ბააკაშვილი (10), ამირხანაშვილი.

მსაჯები: ხ. გაბედავა, დ. არეშიძე.

კომისარი: თ. ქიქოძე.

ნოკაუტი ბოლო რაუნდში

"სოხუმი"-"ქუთაისის" შეხვედრის პირველ მეოთხედს თვალი ლიტველი კალათბურთელის, პეტრას ბალოჩკას გვერდით ტრიბუნაზე მჯდომმა მივადევნე. იგი ლაშა ფარღალავასთანაა ჩამოსული და საქართველოთი მეტად მოხიბლული ჩანს, თუმცა ითამაშებს, თუ არა "სოხუმში" ჯერ არ გარკვეულა. პეტრასი სოხუმელთა თამაშითაც მოიხიბლა. ამის საფუძველიც ჰქონდა: პირველ ტაიმში ფარღალავას გუნდი "ქუთაისს" მოხსნებშიც სჯობდა (23:16) და ანგარიშიც მიჰყავდა...

თუმცა მეორე ტაიმიდან ქუთათურებმა დაცვაში თამაში გააუმჯობესეს. მათი მთავარი ამოცანა "სოხუმის" ლიდერის ფარღალავას გაუვნებელყოფა იყო. თავიდან მას ბუბა ბერიშვილი მეურვეობდა და მას მერე, რაც 4 ჯარიმა მიიღო, ფარღალავა ბუბა კვიმსაძემ ჩაიბარა, ხოლო ბოლო მეოთხედში ლაშას შეჩერება გიგი ბარბაქაძეს დაეკისრა. მეოთხე პერიოდში "სოხუმს" შეტევაში ძალიან გაუჭირდა, სამაგიეროდ ქუთათურებმა დაალაგეს, ბარბაქაძისა და ბერიშვილის შედეგიანი თამაშის წყალობით სტუმრებმა მეოთხე პერიოდი 27:4 მოიგეს. არ უნდა გამოგვრჩეს მამუკა ბოლქვაძის გარჯის აღნიშვნა, რომელიც სოხუმელ-ამერიკელ მეფარეებს არაფერს უთმობდა. საბოლოოდ 91:66 იმერელთა სასარგებლოდ.

- ძალიან გაგვიჭირდა უკანა ხაზში. ამას თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა - ტრავმები აქვთ ფარღალავასა და სორდიას. ვიმედოვნებ, შემდეგი ტურისთვის მომჯობინდებიან, - აღნიშნა "სოხუმის" თავკაცმა ვაჟა კვარაცხელიამ.

"ქუთაისის" რიგებში 23 ქულის ავტორი გიგი ბარბაქაძე გახარებული იყო:

- ჩვენი გუნდი ფიზიკურადაც კარგადაა მომზადებული. ეს დღევანდელმა მატჩმაც დაადასტურა - მეოთხე პერიოდი დამაჯერებლად მოვიგეთ. ვულოცავ ამ გამარჯვებას ქუთაისის გულშემატკივრებს.

ჟურნალისტებმა ტურის საუკეთესო კალათბურთელად სწორედ ბარბაქაძე დავასახელეთ, რომელმაც 33 წუთში 23 ქულა (7-დან 3 სამქულიანი, 9-დან 6 ორქულიანი, 5-დან 2 საჯარიმო), 6 მოხსნა, 1 პასი და 2-2 ჩაჭრა-დაფარება მოაგროვა.

სოხუმი-ქუთაისი 66:91

20:21, 22:17, 20:26, 4:27

სოხუმი: ფარღალავა (28ქ, 6პ, 5ფ), შანიძე (4ქ), სორდია (12ქ, 6მ, 5ფ), კანკია, მაქქერი (2ქ), კ. დამუსი (8ქ, 12მ), რ. დამუსი (12ქ, 10მ, 2დ), კვარაცხელია.

ქუთაისი: ბაბუნაშვილი, დიდია (17ქ, 4პ, 11მ), ბ. ბერიშვილი (24ქ, 3პ), კვიმსაძე (15ქ, 5პ, 3ჩ), ბოლქვაძე (11ქ, 8მ, 5პ), გ. ბარბაქაძე (23ქ, 6მ, 2დ), კოღუაშვილი (1ქ), ქორიძე.

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, მ. კუპატაძე.

კომისარი: მ. რატიშვილი.

ხუთი წუთი და...

"სამედიცინო" "არმიას" თანაბრად საწყის 5 წუთში ებრძოლა, თუმცა შემდეგ ლევან მოსეშვილის შეგირდებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს და დამაჯერებლადაც გაიმარჯვეს.

სამედიცინო-არმია 73:92

17:23, 13:25, 20:27, 23:17

სამედიცინო: გულისაბედაშვილი (11ქ, 7პ, 3ჩ), ყიფიანი, ჩაჩიბაია (4ქ, 7მ), ს. ლეჟავა (5ქ, 3პ), თავართქილაძე (3პ), ბექაური (12ქ, 7მ, 3დ), ახალაია (5ქ), ნინიაშვილი (16ქ, 6მ, 5ფ), კეიდია (1ქ), როდუმტა (8ქ, 10მ, 3ჩ), ჭოჭუა (6ქ), ფაიქრიძე (5ქ).

არმია: ბაქრაძე (12ქ, 5პ), ბაბიაშვილი (13ქ, 8მ), ბოისა (12ქ, 5მ, 3პ), მინაშვილი (23ქ, 9მ, 3პ), მ. ბერიშვილი (8ქ), ვახანია (5მ), ტუღუში (9ქ, 4პ), პირველაშვილი (3ქ), მოსეშვილი, უგრეხელიძე (4ქ, 5მ), ათანელიშვილი (8ქ).

მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი.

კომისარი: რ. გელოვანი.

აქაც ლოგიკა

წინა ტურში დასვენებული "ენერჯი" "დინამოს" რომ დაამარცხებდა, წინასწარ შეიძლებოდა ვარაუდი. ასეც მოხდა - 92:64 რუსთაველთა სასარგებლოდ. მატჩს სათადარიგოთა სკამიდან თვალს ადევნებდა ყოფილი დინამოელი დუდა სანაძე, რომელიც ახლახან ესპანეთიდან ჩამოვიდა (კანარის კუნძულებზე თამაშობდა). იგი კარიერას "ენერჯიში" გააგრძელებს.

დინამო-ენერჯი 64:92

14:23, 13:17, 20:25, 17:27

დინამო: ივანეიშვილი (4ქ, 4ჩ), ეძგვერაძე (11ქ, 5პ), პატარაია, თვაური (5ქ, 6მ), გლუნჩაძე, ალხანაიძე (16ქ, 8მ, 3პ), თავამაიშვილი (6ქ), ჩაველაშვილი (5ქ), გულდედავა (3ქ), კუჭავა (6ქ, 5ფ), წიკლაური (8ქ, 5მ).

ენერჯი: მაჭავარიანი (14ქ, 3პ), გ. ბერუაშვილი (2ქ), მებურიშვილი, ცეკვავა (19ქ, 7ჩ), წივწივაძე (18ქ, 6პ, 3ჩ), აბაიშვილი (6ქ, 4პ), გუგავა (6ქ), ტუჯანი (21ქ, 6მ, 5ჩ), ლამუ (6ქ, 5მ).

მსაჯები: გ. მიქელაძე, ვ. კიკოტი

კომისარი: გ. სანაძე.

გუნდი თ მ წ სხ ქ

1. შსს 6 6 0 583/443 12

2. თსუ 7 5 2 619/562 12

3. არმია 6 5 1 548/439 11

4. სოხუმი 7 4 3 566/569 11

5. ენერჯი 6 4 2 479/443 10

6. ქუთაისი 6 4 2 498/453 10

7. აგრარული 7 2 5 491/586 9

8. სამედიცინო 6 2 4 437/455 8

9. ბათუმი 6 2 4 476/503 8

10. დინამო 7 1 6 472/631 8

11. სტუ 6 0 6 493/578 6

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"