"ფილადელფიასთან" მატჩის ბოლო წამებზე ზაზა ფაჩულიამ "ოქროს" მოხსნა მიითვალა და "ატლანტას" გაამარჯვებინა

1972 წლის ოლიმპიადის ფინალის ბოლო წამებზე დაგ კოლინზმა ბურთი ჩაჭრა და ის იყო უნდა ჩაეგდო, რომ ზურაბ საკანდელიძემ მიასწრო და დაჯარიმდა. საბჭოთა კალათბურთის ისტორიაში ეს ჯარიმა ოქროს ფოლადაა შესული. სწორედ ამის შემდეგ დარჩენილ 3 წამში ჩააგდო ბელოვმა ოქროს მომტანი ორქულიანი.

მას მერე გავიდა სამი ათეული წელიწადი და დაგ კოლინზს თავი კვლავ ქართველმა გაახსენა, ოღონდ, ამჯერად კოლინზის გაწვრთნილ "ფილადელფიასთან" მატჩის ბოლო წამებზე ზაზა ფაჩულიამ "ოქროს" მოხსნა მიითვალა და "ატლანტას" გაამარჯვებინა. ამ ეპიზოდს ქვემოთ კიდევ დავუბრუნდებით, მანამდე მატჩის ქრონოლოგიას შევეხოთ.

"ფილადელფიასთან" შეხვედრამდე "ატლანტას" ექიმებმა ხელის ტრავმის გამო 4-5 კვირიანი დასვენება გამოუწერეს კაპიტან ჯო ჯონსონს. იმის, გათვალისწინებით, რომ შეტევაში "ჰოქსის" მწვრთნელს მხოლოდ ექვსი კალათბურთელის იმედი აქვს, სნაიპერი ჯონსონის დაკლება გუნდს ნამდვილად უნდა დატყობოდა. ასეც მოხდა: "ატლანტას" "ფილადელფიასთან" ძალიან გაუჭირდა, მესამე პერიოდის მე-5 წუთზე 50:65 ჩამორჩა. მწვრთნელმა ლარი დრიუმ შეატყო, საქმე დაცვაშიც ცუდად მიდიოდა, მოედანზე ჯოშ სმიტის ნაცვლად ფაჩულია შეიყვანა. სხვათა შორის, ზაზამ ჯოში მას მერეც არაერთხელ შეცვალა. ერთ ეპიზოდში სმიტმა ზედიზედ ორჯერ ააცილა და მწვრთნელმა იგი სათადარიგოთა სკამზე დასვა, რამაც ჯოში ძალიან გააბრაზა, მაისურიც უხეშად დააგდო და დასამშვიდებლად მისული თანაგუნდელებიც არ მიიკარა.

- ვიცი, რომ შეტევაში ყველაფერი წესრიგში არ იყო, მაგრამ ძალიან მინდოდა მოედანზე ყოფნა. ამიტომაც გავბრაზდი. მინდა მადლობა გადავუხადო ზაზა ფაჩულიას, რომელიც ჩემს მაგივრად შევიდა და დიდებულად ითამაშა. ბოლოს ვუთხარი კიდეც - გამარჯვებაში თუ ვინმეს მიუძღვის დიდი წვლილი, ეს შენ ხარ-მეთქი.

გაგრძელებას SBNation-ში ვკითხულობთ: "ეს გახლდათ გაკვეთილი მწვრთნელისთვის: ლარი დრიუმ გაბედა, მოედანზე ლიდერის ნაცვლად სათადარიგო შეიყვანა. ზაზამ კი მატჩი მოაგებინა." ქვემოთ წაიკითხავთ, რომ მწვრთნელმა ეს გაკვეთილი კარგად ვერ აითვისა. დავუბრუნდეთ სმიტთან დაკავშირებულ ინციდენტს:

- ნამატჩევს ჯოშმა მომიბოდიშა, თავადაც მიხვდა, რომ არასწორად მოიქცა, - იხსენებს ლარი დრიუ.

მატჩის მეორე ტაიმში მწვრთნელი ზაზა ფაჩულიას ენდო, 18 წუთი ათამაშა. მართალია, ქართველმა ცენტრმა თავისი ბომბარდირული თვისებები ბოლომდე ვერ გამოამჟღავნა, მაგრამ გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო, დაცვაშიც ნაყოფიერად გაისარჯა, შეტევისას კი პასებიც არიგა და მეტოქის ფარიდანაც ორჯერ მოხსნა.

შეხვედრის დასრულებამდე 8:32 წუთით ადრე "ფილადელფია" 11 ქულით დაწინაურდა - 85:74. სწორედ ამის შემდეგ ამოქმედდნენ "მიძინებული" ჯორჯიელები - ბიბის, უილიამსისა და კროუფორდის ზუსტი ტყორცნების წყალობით სხვაობა 6 ქულამდე შემცირდა, ამას მოჰყვა ფაჩულიას ორი ზუსტი საჯარიმო (რის შემდეგაც ზაზამ ამ სეზონში ჩაგდებული ქულების რაოდენობა დაამრგვალა - 100) და "ატლანტას" მატჩის შემობრუნების იმედი გაუჩნდა (84:88). სირენამდე 31 წამით ადრე ზაზამ სწრაფი პასით ელ ჰორფორდს ორქულიანი ჩააგდებინა და ტაბლოზე ოთხი რვიანი გაჩნდა - 88:88. ელმა ერთი საჯარიმოც გამოიყენა და "ატლანტა" პირველად დააწინაურა. მატჩის დასრულებას 18 წამი უკლდა, როცა "ფილიპს არენაზე" შეკრებილმა 12 ათასმა ქომაგმა ზაზას ოქროს მოხსნა იხილა: კროუფორდმა ორივე საჯარიმო ააცილა და ფარიდან ასხლეტილი ბურთი ფაჩულიამ ანდრე იგუოდალას როგორ აართვა, თავად ანდრე, ალბათ, ახლაც ვერ ხვდება. ბურთი ქართველ ცენტრს ჩაუვარდა და "ატლანტამ" წამოიწყო ბოლო იერიში, რომელიც კრუუფორდმა ზუსტი საჯარიმოებით დააგვირგვინა და - 91:88. სირენამდე დარჩენილი 12 წამი რჩებოდა, რაც "ფილადელფიას" მდგომარეობის გამოსასწორებლად არ ეყო. 93:88 "ჰოქსის" სასარგებლოდ.

ნამატჩევს ჯორჯიელები უმთავრესად ზაზა ფაჩულიას მოხსნაზე ლაპარაკობდნენ:

- მადლობა ზაზას, ორი საჯარიმოს აცილების შემდეგ ფაჩულიას ბურთი რომ არ მოეხსნა და "ფილადელფიას" მოეგო, ალბათ, მომდევნო მატჩზე სირცხვილით ვერ გავიდოდი, - შვებით ამოისუნთქა ჯამალ კროუფორდმა.

- ზაზას მოხსნა მატჩის საკვანძო მომენტი იყო, - ამბობს 22 ქულის მომტანი მერვინ უილიამსი.

- როცა თამაში ქულა-ქულაში მიდის, ნებისმიერი დეტალი მნიშვნელოვანია, ერთი მოხსნა, ჩაჭრა, პასი... მეც ჩემი საქმე გავაკეთე, ავხტი და ბურთი მოვხსენი. როცა დავინახე, ჯამალმა ააცილა, ბურთისკენ წავედი და საბედნიეროდ, იგუოდალასთან ორთაბრძოლა მოვიგე, - ეს უკვე საქართველოს ნაკრების ცენტრის ნათქვამია.

მწვრთნელმა, ლარი დრიუმ განაცხადა:

- მატჩის დასაწყისში მეტოქემ აშკარად გვაჯობა. ამიტომ, ისეთ სათადარიგოებს ვენდე, რომლებსაც თამაშში ენერგიის შეტანა შეუძლიათ. ცენტრის ფუნქციებს ზაზა ფაჩულია ასრულებდა, შესაბამისად მძიმე ფორვარდად თამაშობდა ელ ჰორფორდი. საბოლოოდ ასეთი ტაქტიკური ცვლილება მატჩის გასაღები გამოდგა...

გამოცემა SBNation-ში ჩამოთვლილია ნიუანსი, რამაც "ატლანტას" გამარჯვება განაპირობა: ბიბის დაფარება, ფაჩულიას მოხსნა, ჰორფორდის ჩაჭრა. იქვე ქვესათაურია - "სამი ვარსკვლავი": 1. ელ ჰორფორდი, რომელმაც ბოლო წუთებზე 7 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. 2. მერვინ უილიამსი, რომელმაც შეხვედრა სტაბილურად ჩაატარა და 22 ქულას მოუყარა თავი. 3. ზაზა ფაჩულია, რომელიც მატჩში სმიტის ნაცვლად შევიდა, დაცვაში არაერთი მნიშვნელოვანი მოხსნა მიითვალა, ჩააგდო საჯარიმოები და შედეგიანი გადაცემით ჰორფორდს გაათანაბრებინა. გადამწყვეტ მოხსნაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია."

"ფილადელფიასთან" მატჩის მომდევნო საღამოს "ატლანტა" მაიამიში ჩავიდა და "ჰიტთან" 77:89 დამარცხდა. გადახედეთ ამ მატჩის ოქმს, ამოიკითხეთ, რამდენი წუთი ითამაშა ფაჩულიამ და მიხვდებით ზემოთ რატომ დავწერეთ: მწვრთნელმა გაკვეთილი ვერ აითვისაო.

6 დეკემბერს "ატლანტა" "ორლანდოსთან" სტუმრად ითამაშებს.

ატლანტა-ფილადელფია 93:88

ზაზა ფაჩულია: 25:55 წუთი, 8 ქულა (7-დან 3 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 6 მოხსნა, 2 პასი, 2 ფოლი, 1 შეცდომა.

ქრონოლოგია

I პერიოდი

02:29 ზაზამ სმიტი შეცვალა

02:16 ორქულიანი: არაზუსტი

01:18 ორქულიანი: არაზუსტი

01:09 მოხსნა: შეტ-0, დაც-1

II პერიოდი

07:57 ორქულიანი: 2ქ (27:36)

06:23 სმიტმა ზაზა შეცვალა

00:51 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა

00:03 ორქულიანი: 4ქ (46:54)

III პერიოდი

06:24 ზაზამ სმიტი შეცვალა

06:02 მოხსნა: შეტ-1, დაც-1

05:25 ორქულიანი: არაზუსტი

04:24 ორქულიანი: არაზუსტი

02:51 ორქულიანი: 6ქ (60:70)

01:24 მოხსნა: შეტ-1, დაც-2

01:09 პასი: 1 (კროუფორდი 2ქ, 67:72)

IV პერიოდი

09:33 ფოლი: 1

09:33 შეცდომა: 1

08:45 ფოლი: 2

08:45 მოხსნა: შეტ-1, დაც-3

07:18 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა

06:04 ზაზამ სმიტი შეცვალა

02:17 მოხსნა: შეტ-1, დაც-4

02:08 საჯარიმოები: 2/2 (8ქ, 84:88)

00:31 პასი: 2 (ჰორფორდი 2ქ, 88:88)

00:15 მოხსნა: შეტ-2, დაც-4

00:12 კროუფორდი: 2/2 (91:88)

00:12 სმიტმა ზაზა შეცვალა

მაიამი-ატლანტა 89:77

ზაზა ფაჩულია: 5:22 წუთი, 0 ქულა (3-დან 0 ორქულიანი), 1 მოხსნა.

ქრონოლოგია

I პერიოდი

01:22 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა

01:08 ორქულიანი: არაზუსტი

II პერიოდი

11:41 მოხსნა: შეტ-1, დაც-0

10:00 ორქულიანი: არაზუსტი

08:16 ორქულიანი: არაზუსტი

08:00 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ და "ბარსელონას" რთული გამარჯვება
[VIDEO] მთავარი მწვრთნელის რანგში მარკოიშვილმა მონაკოს საფრანგეთის თასი მოაგებინა
თოკო VS მანუ: "ბარსამ" მოიგო და ევროლიგის პლეი-ოფის საგზურისთვის "მონაკოს" შეხვდება
გულიაშვილს ორი გოლი გაუუქმეს - "რასინგმა" მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა
მიქაუტაძის 85 წუთი - "ვილიარეალმა" "სელტას" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა