თურქეთში მიმდინარე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მაია ამერიკელ ანა ზატონსკიხთან დამარცხდა - 0:2

თურქულ ანტალიაში შაბათს სტარტი აიღო მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატმა, რომელშიც 64 დიდოსტატი და საერთაშორისო ოსტატი ჩაება მედლებისთვის ნოკაუტსისტემით საბრძოლველად. მონაწილეთა შორის იყო ოთხი ქართველი მოჭადრაკე. პირველ ეტაპზე მაია ჩიბურდანიძემ (2502) ორი პარტიისგან შემდგარ მინიმატჩში მშრალი ანგარიშით აჯობა ინდოელ მეენაკში სუბარამანს (2328). ნანა ძაგნიძემ (2551), ასევე, 2:0 მოუგო კანადელ დინა კაგრამანოვას (2101), სოფიო ხუხაშვილს (2430) რუსეთის თასის მფლობელი ირინა ტუროვა (2439) მეტოქეობდა. პირველი პარტია ყაიმით დამთავრდა, მეორეში ჩვენებურმა შავი ფიგურებით აჯობა ჩრდილოელ მეზობელს და მეორე რაუნდში ტუროვას თანამემამულეს, მსოფლიოს ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკს (რუსეთი, 2507) შეხვდება. ამ უკანასკნელმა შაბათ-კვირას ამინა მეზიუდი (ალჟირი, 2029) დაამარცხა 2:0.

ძაგნიძის მეტოქე დღეს ტაიბრეიკებში გაირკვევა, რადგან ძირითადმა პარტიებმა ელმირა სკრიპჩენკოსა და ადელა-კრისტინა ფოიშორს შორის გამარჯვებული ვერ გამოავლინა. ჩიბურდანიძეს მარტა ფიეროს მძლეველი ჟაო სიუ დაუპირისპირდება. ვინც ამ ჩემპიონატს ინტერნეტით ადევნებს თვალს, შენიშნავდა, რომ ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი უცნაურად ჩაცმული ზის დარბაზში. საქმე ის არის, რომ მაია ჩიბურდანიძე თურქეთს ფილტვებისანთებიანი გაემგზავრა და, ცხადია, თავს უფრთხილდება.

გუშინ საქართველოს ქალთა კვარტეტს მაია ლომინეიშვილი გამოაკლდა - ამერიკელ ანა ზატონსკიხთან დამარცხდა 0:2. მომდევნო ეტაპზე უბრძოლველად გავიდნენ ჩინელი იუ ვენიუნი და ინგლისელი იოვანა ჰოუსკა, რომლებსაც მეტოქეები-ავსტრიელი არიან გაოილი და პოლონელი ივეტა რაილიჩი არ გამოუცხადდნენ. ალბათ, მოულოდნელი იყო ორგზის ევროპის ჩემპიონ პია კრამლინგის (შვედეთი) წაგება თურქ ბეთულ ილდიზთან. მსოფლიო რეიტინგში მათ შორის სხვაობა ხომ 301 პუნქტს შეადგენს. ილდიზს, ეტყობა, მშობლიური კედლები დაეხმარა.

აქვე პირველი რაუნდის პაექრობათა შედეგებს გაგაცნობთ:

ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2600)-მელისა გრიჰი (სამხრეთ აფრიკა, 2082) 2:0 (1:0, 1:0);

ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2591)-კარლა ჰერედია (ეკვადორი, 2087) 2:0 (1:0, 1:0);

ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2581)-ჰალედ მონა (ეგვიპტე, 2093) 2:0 (1:0, 1:0);

ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2548)-ინგრიდ ალიაგა (პერუ, 2154) 2:0 (1:0, 1:0);

ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2530)-მარისა ზურიელი (ალჟირი, 2208) 2:0 (1:0, 1:0);

პია კრამლინგი (შვედეთი, 2526)-ბეთულ ილდიზი (თურქეთი, 2225) 0,5:1,5 (0,5:0,5, 0:1);

ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი, 2525)-კრუტიკა ნადიგი (ინდოეთი, 2230) 1,5:0,5 (0,5:0,5, 1:0);

იუ ვენიუნი (ჩინეთი, 2524)-არიან გაოილი (ავსტრია, 2242) + + - -;

კატერინა ლაჰნო (უკრაინა, 2522)-კუბრა ოზთურქი (თურქეთი, 2264) 1:5:0,5 (1:0, 0,5:0,5);

ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2514)-იულია დიომინა (რუსეთი, 2323) 2:0 (1:0, 1:0);

მონიკა სოჩკო (პოლონეთი, 2495)-სოუმია შვამინათანი (ინდოეთი, 2332) 1,5:0,5 (1:0, 0,5:0,5);

რუან ლუფი (ჩინეთი, 2480)-გამილა ბაგინსკაიტე (აშშ, 2336) 1:1 (1:0, 0:1);

ლილით მკრტიჩიანი (სომხეთი, 2479)-სიაოვენ ჟანი (ჩინეთი, 2339) 1:1 (0,5:0,5, 0,5:0,5);

ჟუ ჩენი (ყატარი, 2477)-ნაფისა მუმინოვა (უზბეკეთი, 2360) 2:0 (1:0, 1:0);

ელიზაბეტ პეტცი (გერმანია, 2474)-იოლანტა ზავადსკა (პოლონეთი, 2368) 1:1 (0,5:0,5, 0,5:0,5);

თრანგ თან ჰუანგი (უნგრეთი, 2473)-ისინ დინი (ჩინეთი, 2370) 1:1 (0:1, 1:0);

ნატალია პოგონინა (რუსეთი, 2472)-ბაირა კოვანოვა (რუსეთი, 2380) 1:1 (0:1, 1:0);

ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2466)-ტატიანა შადრინა (რუსეთი, 2384) 0:2 (0:1, 0:1);

მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2462)-დეიზი კორი (პერუ, 2384) 2:0 (1:0, 1:0);

შენ იანი (ჩინეთი, 2461)-ევგენია ოვოდი (რუსეთი, 2387) 0:5:1,5 (0:1, 0,5:0,5);

ანა უშენინა (უკრაინა, 2460)-ჰუან ქიანი (ჩინეთი, 2402) 1:1 (0,5:0,5, 0,5:0,5);

ელენა დემბო (საბერძნეთი, 2454)-ბათუიანგ მონგონტუული (მონგოლეთი, 2409) 1:1 (0,5:0,5, 0,5:0,5);

ნატალია ჟუკოვა (უკრაინა, 2447)-მარია რომანკო (რუსეთი, 2414) 0,5:1,5 (0,5:0,5, 0:1);

ივეტა რაილიჩი (პოლონეთი, 2446)-იოვანა ჰოუსკა (ინგლისი, 2421) -- ++;

ელმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი, 2460)-ადელა-კრისტინა ფოიშორი (რუმინეთი, 2403) 1:1 (0,5:0,5, 0,5:0,5);

ჟაო სიუ (ჩინეთი, 2474)-მარტა ფიერო (ეკვადორი, 2363) 1,5:0,5 (1:0, 0,5:0,5);

მარი სებაგი (საფრანგეთი, 2494)-ირინა ვასილევიჩი (რუსეთი, 2333) 2:0 (1:0, 1:0);

ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2507)-ამინა მეზიუდი (ალჟირი, 2029) 2:0 (1:0, 1:0).

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"