საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პლეი ოფში მოხვედრისთვის ერთბაშად ოთხი "ქართული გუნდი" იბრძვის

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში პირევლი წრის ბოლო, მე-13 ტურის შეხვედრები გაიმართა. პირველი წრე ქართველ მორაგბეთა გუნდებმა მეტ-ნაკლები წარმატებით ჩაატარეს. პლეი ოფში მოხვედრითვის ერთბაშად ოთხი "ქართული გუნდი" იბრძვის. ლიდერების მარაქაში გაერია "მონპელიე", რომელიც წლეულს თავის ისტორიაში საუკეთესო სეზონს ატარებს.

სამწუხაროდ, დივიზიონში დარჩენისთვის იბრძვის ქართვეელ მორაგბეთა ორი გუნდი, "ბრივი" და "აჟენი". შეიძლება ითქვას, რომ პირველი დივიზიონის ერთი ხელმოცარულის ვინაობა ცნობილია. "ბურგუენს" წლეულს ფინანსურად ძალიან გაუჭირდა, რაც გუნდის თამაშზეც აისახა და, სავარაუდოდ, უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება გაუჭირდება. კიდევ ერთ უიღბლოს მეორე წრე გამოავლენს. ამ ბრძოლაში ჩვნებურთა გუნდების კონკურენტი დივიზიონის დებიუტანტი "ლა როშელია".

ტურის ცენტრალური მატჩი კლერმონში გაიმართა, სადაც ქვეყნის ჩემპიონებმა გათამაშების ლიდერსა და ფრანგული რაგბის გრანდ "ტულუზს" უმასპინძლეს. დავით ზირაქაშვილმა და კომპანიამ, როგორც ჩემპიონებს შეეფერებათ, მთელი მატჩის განმავლობაში უმაღლესი დონის თამაში აჩვენეს და ლიდერი 32:25 დაამარცხეს.

გამორჩეული იყო "ვულკანებისა" და "ლე ბლეს" ცხრა ნომერი მორგან პარა, რომელიც გუნდის თამაშს უნარინად ხელმძღვანელობდა და თავი ფეხჩუბინობითაც გამოიჩინა, მის ანგარიშზე 22 ქულაა (ექვსი საჯარიმო და ორი გარდასახვა). ზირაქაშვილმა სრულად ითამაშა.

აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა" შინ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა ვიცე ჩემპიონ "პერპინიანთან" - 23:13. კასტრელები, შარშანდელი ჩემპიონატის მსგავსად, ამჯერადაც მაღალი მიზნებისთვის იბრძვიან. მე-13 ტურში ძლიერი მეტოქის დამარცხებით ჩვენებურთა გუნდმა სატურნირო მდგომარეობა განიმტკიცა და საპლეიოფო ექვსეულში მოხვედრის შანსი ერთი-ორად გაეზარდა.

ფეიქრიშვილი თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო, გიორგაძე კი, ტრავმის მოშუშების შემდეგ, "კასტრის" შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა და ოთხი წუთი ითამაშა.

არანაკლებ საინტერესო გამოდგა მატჩი ტულონში, სადაც დავით ქუბრიაშვილის "ტულონი" ყველაზე "ქართულ ფრანგულ კლუბს", მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გიორგი ჩხაიძის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს" დაუპირისპირდა და 29:13 მოუგო.

თამაშს წინ უძღოდა "ტულონის" მულტიმილიონერი პრეზიდენტის მურად ბურჯელალის განცხადება, მომავალი სეზონიდან გუნდის მსოფლიო დონის ვარსკვლავებით გაძლიერებასთან დაკავშირებით. ბურჯელალს საქართველოს ნაკრებისა და "მონპელიეს" მესამეხაზაელ მამუკა გორგოძეზე დიდი ხანია თვალი აქვს დადგმული, რომლის "ტულონში" გადაბარგება, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ამბავია. ბურჯელალი არჩევანში არ შეცდება, რადგან გორგოძე "ტულონთან" მატჩში საუკეთესო იყო.

ანგარიშიდან გამომდინარე, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ "ტულონმა" მეტოქეს იოლად სძლია, მაგრამ სინამდვილეში, მონპელიელებმა მასპინძლებს უშეღავათო ბრძოლა გაუმართეს და თავსატეხიც ბლომად გაუჩინეს. სტუმრებს აშკარად ეტყობოდათ, გუნდის ლიდერის, "ლე ბლეს" მგეზავის ფრანსუა ტრინ-დუკის არყოფნა.

გორგოძემ სრულად ითამაშა, ჟღენტი თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო, ექვს წუთში კი მოედანზე ქუბრიაშვილიც გამოჩნდა, ჩხაიძეს, შველიძეს და ნარიაშვილს არ უთამაშიათ.

დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივმა" შინ წააგო დივიზიონში დარჩენისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ, ბექა შეყლაშვილის "აჟენთან" - 12:30 და სატურნირო ცხრილში ადგილი გაუცვალა. ბრიველები 19 ქულით ახლა ბოლოსწინა ადგილზე არიან.

შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს, კაკოვინი თამაშში მე-40 წუთიდან ჩაერთო და 70- წუთზე არბიტრმა 10 წუთით გააძევა, ხინჩაგიშვილი განაცხადში არ იყო.

საფრანგეთი. I დივიზიონი

XIII ტური

ტულონი-მონპელიე 29:13, მეტრო რასინგი-სტად ფრანსე 15:13, კასტრი-პერპინინი 23:13, ბაიონი-ლა როშელი 23:14, ბრივი-აჟენი 12:30, კლერმონი-ტულუზი 32:25, ბიარიცი-ბურგუენი ?:?

სატურნირო მდგომარეობა

1. ტულუზი - 43 ქულა, 2. მონპელიე - 41, 3. მეტრო რასინგი - 39, 4. ტულონი - 36, 5. კასტრი - 35, 6. კლერმონი - 34, 7. ბიარიცი - 33, 8. ბაიონი - 32, 9. სტად ფრანსე - 29, 10. პერპინიანი - 28, 11. აჟენი - 20, 12. ლა როშელი - 19, 13. ბრივი - 19, 14. ბურგუენი - 10.

XIV ტური

მონპელიე-ბიარიცი, მეტრო რასინგი-ბრივი, ბაიონი-ტულონი, აჟენი-ტულუზი, კასტრი-ლა როშელი, ბურგუენი-სტად ფრანსე, კლერმონი-პერპინიანი.

მეორე დივიზიონში პლეი ოფში მოხვედრის შანსი ქართველ მორაგბეთა ორ გუნდს, "ლიონსა" და "ტულონს" აქვს. გურამ კავთიძის "ლიონს" სულაც პირველი ადგლის დაკავება და პირევლ დივიზიონში პლეი ოფის გარეშე გადასვლა შეუძლია. ლონელებმა მე-13 ტურში, სტუმრად უძნელეს ბრძოლაში "ოიონაქსს" მოუგეს - 18:15 და ახლა 43 ქულით მეორე ადგილზე არიან. მათ ლიდერი "ალბი" ორი ქულით უსწრებს. კავთიძეს არ უთამაშია.

მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბი" სტუმრად მინიმალური სხვაობით 12:13 დამარცხდა "კოლომიესთან". მაგრაქველიძე თამაშში 51-ე წუთზე ჩაერთო, მირცხულავა განაცხადში არ იყო.

გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლმა" სტუმრად მოუგო "ორიაკს" - 16:15. მენაბდიშვილს არ უთამაშია.

II დივიზიონი

XIII ტური

კოლომიე-ტარბი 13:12, ნარბონი-ბორდო 27:28, პო-ექსი 28:26, კარკასონი-სენტ ეტიენი 50:14, ოში-ალბი 32:32, ორიაკი-გრენობლი 15:16, მონ დე მარსანი-დაქსი 25:21, ოიონაქსი-ლიონი 15:18.

სატურნირო მდგომარეობა

1. ალბი - 45 ქულა, 2. ლიონი - 43, 3. ბორდო - 38, 4. გრენობლი - 37, 5. კარკასონი - 37, 6. ორიაკი - 36, 7. პო - 33, 8. ტარბი - 29, 9. ოიონაქსი - 28, 10. ნარბონი - 28, 11. მონ დემარსანი - 28, 12. კოლომიე - 26, 13. ოში - 26, 14. ექსი - 22, 15. დაქსი - 17, 16. სენტ ეტიენი - 10.

XIV ტური

მონ დე მარსანი-ორიაკი, პო-ლიონი, ტარბი-ბორდო, ექსი-ოიონაქსი, დაქსი-გრენობლი, სენტ ეტიენი-ოში, კოლომიე-ნარბონი, კარკასონი-ალბი.

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა