Gazzetta dello Sport-ის მონაცემებით, ფიფას გამოკითხვაში პირველი ადგილი ინიესტამ დაიკავა
იტალიურმა სპორტულმა გაზეთმა Gazzetta dello Sport-მა დაწერა, რომ 2010 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელი ესპანეთის ნაკრების და "ბარსელონას" ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა გახდება. გაზეთის მონაცემებით, სწორედ ინიესტამ დაიკავა პირველი ადგილი ფიფას გამოკითხვაში, რომლის შედეგმაც წლის საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გამოავლინოს. საიში მეორე ადგილი, გაზეთის ცნობით, ხავიმ დაიკავა, მესამე კი არგენტინელმა ლიონელ მესიმ.

2010 წელს ინიესტა "ბარსელონას" შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი, ესპანეთის ნაკრებში კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ფინალში ინიესტამ დამატებით დროში ჰოლანდიის ნაკრების კარში მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა.

Gazzetta dello Sport აღნიშნავს, რომ მილანის "ინტერის" ჰოლანდიელი ნახევარმცველი უესლი სნეიდერი პრიზიორთა სამეულშიც კი ვერ მოხვდა. 2010 წელს "ინტერთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა, იტალიის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო. ამასთან სნაიდერი ჰოლანდიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გასვლაში დაეხმარა.

2010 წლიდან "ოქროს ბურთი", რომელსაც ადრე ფრანგული ჟურნალი France Football წლის საუკეთესო მოთამაშეებს გადასცემდა, "ბრილიანტის ბურთთან" გაერთიანდა, რომელიც ბოლო წლებში ფიფას მიერ იყო დაწესებული. "ახალ" ხმის მიცემაში ყველა ეროვნული ნაკრების კაპიტანი და მთავარი მწვრთნელი მონაწილეობს, ასევე იმ გამოცემების ჟურნალისტები, რომლებიც ადრე ირჩევდნენ "ოქროს ბურთის" მფლობელს.

დღეს ფიფამ ოფიციალურად უნდა გამოაცხადოს სამი ფეხბურთელი, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მოაგროვეს. ამ სამიდან გამარჯვებულის ვინაობა კი 10 იანვარს სპეციალური ცერემონიის მსვლელობის დროს გახდება ცნობილი.

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა