2010 წელს "ოქროს ბურთს" ანდრეს ინიესტა, ლიონელ მესი ან ხავი მიიღებს
"ოქროს ბურთს" 2010 წელს ანდრეს ინიესტა, ლიონელ მესი ან ხავი მიიღებს. სამი პრეტენდენტის სახელი დღეს პარიზში, სპეციალურ პრესკონფერენციაზე გამოცხადდა, რომლის პირდაპირი ტელეტრანსლაცია ფიფას ოფიციალურ საიტზე მიმდინარეობდა. "ოქროს ბურთის" მფლობელი 10 იანვარს საზეიმო ცერომონიალზე, ციურიხში გაირკვევა.

2010 წლიდან "ოქროს ბურთს" ფიფა და ფრანგული ყოველკვირეული ჟურნალი France Football ერთობლივად გადასცემენ. ოქტომბრის ბოლოს მსოფლიო ფეხბურთში მთავარი ინდივიდუალური ჯილდოს 23 პრეტენდენტი დასახელდა. წლის საუკეთესო ფეხბურთელი ხმის მიცემის შედეგად გამოირკვევა, რომელშიც მონაწილეობას ეროვნული ნაკრებების კაპიტნები და მთავარი მწვრთნელები, ასევე ჟურნალისტები მიიღებენ.

5 დეკემბერს იტალიურმა გამოცემა Gazzetta dello Sport-მა დაწერა, რომ "ოქროს ბურთს" 2010 წელს ინიესტა მიიღებს. გაზეთმა ზუსტად დაასახელა ის სამი ფეხბურთელი, რომლებიც წლის საუკეთესო ფეხბურთელობის პრეტენდენტთა სამეულში გავიდნენ.

6 დეკემბერს ასევე საუკეთესო მწვრთნელის სამი პრეტენდენტიც დაასახელეს. ესენი ესპანელები ვისენტე დელ ბოსკე, ხოსე გვარდიოლა და პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო არიან.

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა