კალათბურთი. NBA. რეგულარული ჩემპიონატი

ცოტა ვინმეს თუ ეგონა, რომ სეზონის მძიმე დასაწყისის შემდეგ "ნიუ იორკ ნიქსი" ასე შეიცვლებოდა და ერთი მეორის მიყოლებით დაიწყებდა მეტოქეების დამარცხებას, მით უმეტეს, რომ ამ გუნდში ერთადერთი უმაღლესი დონის შემსრულებელია, რომელიც გუშინ "ტორონტოსთან" გასვლითი შეხვედრის გმირი გახდა - ამარე სტაუდმაიერმა 31 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა. "ნიუ იორკი" მხოლოდ 143 წამი იყო მდევრის როლში, დანარჩენი დრო კი დამაჯერებლად აკონტროლებდა თამაშს და დიდი ანგარიშით დაამარცხა კანადური კლუბი - 116:99.

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში "ნიქსმა" 10 შეხვედრიდან ცხრა მოიგო, კანადაში კი ზედიზედ მეშვიდე გასვლით გამარჯვებას მიაღწია. უფრო გრძელი სერია ნიუიორკელებს 1969 წელს ჰქონდათ, თუმცა ამ მიღწევის გამეორება რთული იქნება, რადგან ვაშინგტონსა და კლივლენდში ვიზიტის შემდეგ, "ნიქსს" გასვლითი მატჩები ელის "მაიამისთან" და "ორლანდოსთან", რომლებთანაც მოგება ძალიან რთული იქნება.

რთული წარმოსადგენი იყო, რომ "სან ანტონიო სპურსსა" და "ნიუ ორლეან ჰორნეტს" შორის შეხვედრა ასეთი სხვაობით დასრულდებოდა. ორლეანელები საერთოდ არ აღმოჩნდნენ მზად საბრძოლველად და მატჩის ბედი პირველი 24 წუთის შემდეგ გარკვეული იყო. ტეხასელები ფანტასტიკური განწყობით გავიდნენ მოედანზე. პარკერი, დანკანი და ჯეფერსონი ისე დამაჯერებლად და მშვიდად გამოიყურებოდნენ, თითქოს რიგით ვარჯიშს ატარებენო. ხოლო, როცა მეორე მეოთხედის სტარტზე "სპურსს" სამქულიანი ტყორცნები წაუვიდა, "ჰორნეტსის" მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე გახდა. ბონერმა, ჯინობილიმ და ნილმა შვიდი შორეული ტყორცნა ჩააგდეს და ანგარიშში სხვაობამ 30 ქულას მიაღწია. დიდი შესვენებისთვის ანგარიში 68:41 იყო, მაგრამ "სან ანტონიო" ამაზე არ შეჩერდა და შეტევა გააგრძელა. მაქსიმალური სხვაობა მესამე მეოთხედის დასრულებამდე 4 წუთითა და 41 წამით ადრე დაფიქსირდა - ჯეფერსონის სამქულიანის შემდეგ "სპურსი" 38 ქულით იგებდა. თამაში ფორმალობად გადაიქცა და საბოლოოდ გრეგ პოპოვიჩის შეგირდებმა 25 ქულით გაიმარჯვეს, რაც მათთვის ამ სეზონში ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებაა, "ნიუ ორლეანი" კი დასავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილამდე დაეშვა.

გუშინ მნიშვნელოვანი დღე ჰქონდა "დენვერ ნაგეტსის" დამრიგებელ ჯორჯ კარლს. "მემფის გრიზლისის" ძლევის შემდეგ მისმა გუნდმა ზედიზედ მეშვიდე გამარჯვებას მიაღწია, კარლისთვის კი ეს იყო 999-ე მოგება სამწვრთნელო კარიერაში. 59 წლის მწვრთნელს ხვალ შეუძლია მე-1000 გამარჯვების გაფორმება - ამისთვის სტუმრად "შარლოტის" დამარცხებაა საჭირო. ასეთი შედეგით NBA-ის ისტორიაში მხოლოდ ექვსი ადამიანი დაიკვეხნის: დონ ნელსონი, ლენი უილკინსი, პატ რაილი, ჯერი სლოუნი, ფილ ჯექსონი და ლარი ბრაუნი.

ტორონტო-ნიუ იორკი 99:116

18:33, 32:27, 25:22, 24:34

ტ: ბეილესი (23+6 პასი), ჯონსონი (22+16 მოხსნა), ბარნიანი (16+7 მოხსნა), კალდერონი (13+6 პასი), დეროზანი (12).

ნ-ი: სტაუდმაიერი (31+16 მოხსნა), ჩენდლერი (21), ფელტონი (18+8 პასი), ფილდსი (15+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), უილიამსი (14).

ნიუ ჯერსი-ბოსტონი 75:100

25:27, 12:30, 16:23, 22:20

ნ-ჯ: ფარმარი (16+3 ჩაჭრა), ფეივორსი (10), მოროუ (10).

ბ: რობინსონი (21+6 მოხსნა+6 პასი), დევისი (16+9 მოხსნა), ალენი (13+5 მოხსნა), გარნეტი (13+14 მოხსნა), დენიელსი (10).

დეტროიტი-კლივლენდი 102:92

19:24, 32:22, 27:21, 24:25

დ: ჰემილტონი (27), სტაკი (24+6 მოხსნა+11 პასი), პრინსი (20), გორდონი (12+6 მოხსნა).

კ: ჯეიმისონი (22+6 მოხსნა), უილიამსი (14+10 პასი), გიბსონი (12), ვარეჟაო (11+14 მოხსნა), პარკერი (11).

ს. ანტონიო-ნ. ორლეანი 109:84

34:23, 34:18, 22:18, 19:25

ს-ა: პარკერი (19+6 პასი), ბონერი (14), ჯეფერსონი (13), დანკანი (11+9 მოხსნა), ნილი (11+5 მოხსნა+5 პასი), ბლეირი (10+8 მოხსნა).

ნ-ო: პოლი (16+5 მოხსნა+8 პასი), უესტი (13+5 მოხსნა), არიზა (13), გრინი (10), პონდექსტერი (10).

ოკლაჰომა-გ. სტეიტი 114:109

32:17, 22:25, 36:28, 24:39

ო: დურანტი (28+7 მოხსნა), უესტბრუკი (19+7 მოხსნა+13 პასი), იბაკა (19+8 მოხსნა+3 დაფარება), გრინი (17+8 მოხსნა+4 ჩაჭრა), ჰარდენი (12).

გ-ს: კარი (39+6 პასი), ელისი (29+5 მოხსნა), რაიტი (12+11 მოხსნა), უილიამსი (11).

დენვერი-მემფისი 108:107

33:16, 29:31, 14:39, 32:30

დ: ნენე (27+11 მოხსნა+6 პასი), აფლალო (25), ენტონი (13+6 მოხსნა), ბილაპსი (11).

მ: გეი (24+5 დაფარება), კონლი (19+5 მოხსნა+9 პასი), რენდოლფი (18+12 მოხსნა), ჰენრი (17), მ. გასოლი (10+6 მოხსნა).

ფინიქსი-ვაშინგტონი 125:108

28:31, 36:30, 31:17, 30:30

ფ: უორიკი (26+6 მოხსნა), რიჩარდსონი (21), ნეში (20+17 პასი), ჰილი (11).

ვ: ბლეტჩი (24), იანგი (20), არენასი (14+6 პასი), იანლიანი (13+9 მოხსნა), ჰოლი (12+12 პასი+3 ჩაჭრა).

პორტლენდი-კლიპერსი 100:91

30:15, 29:22, 17:27, 20:27, 24:27

პ: მეტიუზი (26), როი (14), ბატუმი (13+14 მოხსნა), მილერი (13+6 პასი), კემბი (12+19 მოხსნა).

კ: გორდონი (24), გრიფინი (21+15 მოხსნა), დევისი (14+6 მოხსნა+8 პასი).

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა