წელს ინტერნეტ-მომხმარებლები ყველაზე ხშირად მსოფლიოს 165-ე ჩოგანით, ინდოელი სანია მირზათი ინტერესდებოდნენ

უმსხვილესი საძიებო სისტემის - Google-ის მონაცემებით, 2010 წელს ინტერნეტ-მომხმარებლები ყველაზე ხშირად მსოფლიოს 165-ე ნომერზე, ინდოელ სანია მირზაზე ცდილობდნენ ინფორმაციას მიღებას.

24 წლის სანია ინდოეთში ყველაზე პოპულარული სპორტსმენია და იქაური თაყვანისმცემლების მრავალრიცხოვანმა არმიამ Google.com-ში სპორტსმენის გვარის მითითების სიხშირით უკან ჩამოატოვა "დიდი სლემის" 13-გზის ჩემპიონი სერენა უილიამსი, წლის ჩოგბურთელად აღიარებული კიმ კლაისტერსი და მსოფლიოს პირველი ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი.

მირზაზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნილება აპრილში იყო, როცა ჩოგბურთელმა კრიკეტში პაკისტანის ნაკრების ყოფილ კაპიტანთან შოაიბ მალიკზე იქორწინა. პაკისტანი, ინდოეთი, საუდის არაბეთი და პოლონეთი ყველაზე ხშირად "ეძებდნენ" სანიას.

Google-ში პოპულარობით მეორე ადგილი სერენა უილიამსმა მოიპოვა, რომელიც ამ მაჩვენებლით შარშან პირველი იყო. ამერიკელის პოპულარობის პიკი იანვარსა და ივლისში დაფიქსირდა, როცა სერენამ ავსტრალიის ღია პირველობასა და უიმბლდონზე გაიმარჯვა. 2010 წლის უიმბლდონის მოგების შემდეგ უმცროს უილიამსს WTA-ის ტურნირებზე აღარ უთამაშია, ცოტა ხნის წინ კი განაცხადა, რომ არც 2011 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოვა.

საძიებო სისტემაში მესამე ადგილზეა რუსი ვარსკვლავი მარია შარაპოვა. მისი პოპულარობა განსაკუთრებით ოქტომბერში გაიზარდა, როცა "ლეიკერსის" კალათბურთელ საშა ვუიაჩიჩთან ნიშნობის შესახებ გაჩნდა ინფორმაცია.

სრულად Google.com-ის პოპულარობის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

1. სანია მირზა

2. სერენა უილიამსი

3. მარია შარაპოვა

4. ვენუს უილიამსი

5. ანა კურნიკოვა

6. ანა ივანოვიჩი

7. კაროლინ ვოზნიაცკი

8. ნა ლი

9. კიმ კლაისტერსი

10. ჟუსტინ ანენი

ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია