"რედ ბულის" პილოტმა მარკ უებერმა 2010 წლის ჩემპიონატის ბოლო ოთხი რბოლა მძიმე ტრავმით ჩაატარა

"რედ ბულის" პილოტმა მარკ უებერმა 2010 წლის ჩემპიონატის ბოლო ოთხი რბოლა მძიმე ტრავმით ჩაატარა - ავსტრალიელს მხარი ჰქონდა მოტეხილი. ამის შესახებ პილოტმა თავის ახალ წიგნში (Up front: a season to remember) დაწერა. უებერის თქმით, "რედ ბულის" ხელმძღვანელობამ ამ დაზიანების შესახებ არაფერი იცოდა.

უებერმა მხარის ტრავმა იაპონიის გრან-პრის წინ, სამთო ველოსიპედით სეირნობისას მიიღო. პილოტის მეგობარი, რომელიც წინ მიდიოდა, მოულოდნელად დაეცა, რის გამოც მარკმა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ველოსიპედიდან გადავარდა. სუზუკაში ჩასულმა უებერმა გადაწყვიტა ხელმძღვანელობისთვის არაფერი ეთქვა. ტრავმის შესახებ მხოლოდ მისმა პირადმა მწვრთნელმა როჯერ კლერლიმ და ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის ექიმმა გერი ჰარშტეინმა იცოდნენ. ეს უკანასკნელი იაპონიისა და კორეის ეტაპების დროს ტკივილგამაყუჩებოებს უკეთებდა ავსტრალიელს.

"სუზუკა - ურთულესი ტრასაა და მოხარული ვიყავი, რომ ამინდის გამო კვალიფიკაცია ერთი დღით გადადეს, - წერს უებერი. - ამის წყალობით დამატებითი დასვენების დღე მივიღე და ყველაფერი კარგად დასრულდა". იაპონიაში უებერმა მეორე ადგილი დაიკავა სებასტიან ფეტელის შემდეგ.

ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ეტაპით ადრე უებერი ლიდერობდა საერთო ჩათვლას, მაგრამ კორეაში ტრასიდან გადავარდა და უპირატესობა გაფლანგა. ჩემპიონატი მან მესამე ადგილზე დაასრულა.

2008 წლის ბოლოს ასევე სამთო ველოსიპედიდან გადმოვარდნის შემდეგ უებერმა ფეხი და მხარი მოიტეხა. ამის გამო მან 2009 წლის სეზონი დიდი გაჭირვებით ჩაატარა. სხვათა შორის, ავსტრალიელმა მაშინაც დამალა მხარის ტრავმა, რადგან ამას, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა მისი მომავალი კარიერა.

juba
მასზე მეტი რბოლა მოიგო...მეტი პოული,მასზე მეტი სცრაფი ცრე ქონდა,მეტი კულა აბა ერტი კრიტერიუმი დამისახელეთ რომლითაც ვებერი ჯობდა,ციფრები ყველაფერს თვალნათლივ ამბობენ....მოდით ახლა შევეშვათ ამ უაზრო თემას მხარდაცერასთან დაკავშირებით....სიმპათია გუნდის მხრიდან იყო რადგან ყველამ იცოდა საკმე მომავალ ჩემპიონთან ქონდათ და ამ დროს პენსიონერის გულისათვის არავინ გაიხარჯებოდა...მაგ გაჭირვებულმა იმაზეც უნდა თქვას მადლობა კარიერის ბოლოს მე - ადგილზე რომ გავიდა....
avtuko
ნამდვილად, ფეტელს უდუდესი მხარდაღერა ქონდა გუნდის და გამოიყენა კიდეც, მარკ ყოჩაღ , ჯერ სრულ ფორმაში როგორი ჩასატარებელია რბოლა უდუდესი დატვირთვა მოდის პილოტზე , მით უმეტეს ტრამვირებული მხარიი, სასწაულია ეს პიროვნება იმედია მომავალ სეზონს გამოიყენებს, ისე ამხელა გუნდში ხარ და იბრძვი ტიტულისთვის რადროს ველოსიპერია :)
baraka
რატო უნდა თქვას რო ძლიერთან წააგო??? როცა რეალუად არც ყოფილა ფეტელი მასზე ძლიერი. მანქანა ყავდა უკეთესი და გუნდის ბოსებისგან მეტი ხელშეწყობა ქონდა "პატარა" გერმანელს.
juba
რომ წააგო ახლა აღმოაჩნდა ყველაფერი...არა რომ თქვას ჩემზე ძლიერთან დავმარცხდიო....
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს