„ლივერპულის“ ახალი პატრონები მზად არიან მხარში ამოუდგნენ მწვრთნელს როი ჰოჯსონს და „იფსვიჩის“ ყმაწვილკაცი კონორ უიკჰემი აყიდინონ.

„ლივერპულის“ ახალი პატრონები მზად არიან მხარში ამოუდგნენ მწვრთნელს როი ჰოჯსონს და „იფსვიჩის“ ყმაწვილკაცი კონორ უიკჰემი აყიდინონ. ჩემპიონშიფის მე-17 ადგილზე მყოფმა გუნდმა 17 წლის თავდამსხმელში შეიძლება 10 მილიონი ფუნტი მიიღოს.

საინტერესოა, რომ „ლივერპულამდე“ ვუნდერკინდად მონათლული ფეხბურთელის შეძენას ცდილობდნენ „არსენალი“, „ჩელსი“ და „ტოტენჰემი“, რომლებიც იფსვიჩელთა თავკაცმა როი კინმა უარით გაისტუმრა. „პორტმენ როუდზე“ ტრავმების გამო შემადგენლობა ისედაც შესუსტებული ჰყავთ და ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გაშვება აღარ უნდოდათ - მითუფრო რომ მას თავად ტრავმები მოსძალებია - მაგრამ მერსისაიდელების წინადადება მეტად მომხიბვლელი გამოდგა. აი, მაგალითად, „სფურზს“ უნდოდა 8,5 მილიონი გადაეხადა და ისიც იმის მიხედვით, გამოიჩენდა ფორვარდი მის შემადგენლობაში თავს თუ ვერა, „ლივერპულმა“ კი გაცილებით მარტივი და სარფიანი სიტყვა თქვა – მისი ახალი მეპატრონეები ჯონ ჰენრი და ტომ უერნერი ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე მოკაშკაშე ვარსკვლავბიჭუნას გადაბირებას, როგორც ჩანს, კატეგორიულად აპირებენ.

კონორ უიკჰემი თავადაც „ლივერპულის“ დიდი ქომაგია. მისი საყვარელი ფეხბურთელი გახლავთ ფერნანდო ტორესი, ასე რომ, საქმე გარდა მატერიალურისა, ფსიქოლოგიური კუთხითაც უპრობლემოდ უნდა აეწყოს. ჰოჯსონს 191 სანტიმეტრი სიმაღლის ფორვარდი ჯერ კიდევ იმ დროიდან მოსწონს, „ფულჰემს“ რომ წვრთნიდა და „ენფილდ როუდზე“ გადაბარგების მერეც არ აცილებდა ყმაწვილის განვითარებას თვალს. უიკჰემმა მაისში, 17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის თანატოლთა ნაკრებშიც გამოიჩინა თავი და ახლა, თურმე 21 წლამდელთა გუნდში გადასაყვანად ამზადებენ.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მიმდინარე სეზონში უიკჰემს ტრავმები მოეძალა. „იფსვიჩის“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჯერჯერობით მხოლოდ სამ შეხვედრაში შეძლო მონაწილეობა. ვერც გუნდი მიდის ყოჩაღად: „ქარლინგის თასზე“ ნახევარფინალში კი გავიდა, მაგრამ ჩემპიონშიფის ცხრილში მეჩვიდმეტეა. „იფსვიჩს“ ასეთი რამ აგერ უკვე 15 წელიწადია არ დამართნია: ზედიხედ ხუთი თამაში წააგო. ასე და ამგვარად, „ლივერპულისთვის“ კონორ უიკჰემი შესაძლოა კარგი შენაძენი იყოს და კლუბის მიერ გამოცხადებულ „ინგლისელთა შეძენის პოლიტიკაშიც“ საუცხოოდ ჯდებოდეს, მაგრამ „იფსვიჩს“ დიდი ძალა დააკლდება.

ინგლისელთა შეძენაო... „ლივერპულს“ „სტოკ სიტისგან“ 23 წლის მცველის, რაიან შოუკროსის ყიდვაც გადაუწყვეტია. მერსისაიდელთა სკაუტები ბოლო შეხვედრებში შოუკროსის ერთ ნაბიჯს არ სტოვებენ უყურადღებოდ. „ენფილდზე“ მცველის შეძენის აუცილებლობის წინაშე მას მერე დადგნენ, რაც ჯეინი კარაგერი დაშავდა და საექიმო კაბინეტში დანიელ აგერს შეუერთდა, მაგრამ სტოკელის ყიდვა მთლად იოლი საქმეც არ არის – ის „მანჩესტერ იუნაიტედსაც“ მოსწონს და „რიგში პირველია“.

რაც შეეხება აგერს, მასზე ამბობენ იტალიაში, კერძოდ „ინტერში“ მიდისო. რაღაც ჭორი გერმანიაზე, „ვოლფსბურგზეც“ დაიყარა, თუმცა დანიელი ამბობს, რომ „ლივერპულიდან“ წასვლას არ აპირებს:

„ძალიანაც რომ უნდოდეს, „ლივერპულიდან“ წასვლას ვერავინ მაიძულებს – მე აქ კონტრაქტი მაქვს გაფორმებული და ოთხი წელიწადი კიდევ „ენფილდზე“ უნდა დავყო. თუ როი ჰოჯსონს ჩემი თამაში აღარ მოსწონს და გაყიდვას მიპირებს, პირადად მეტყვის ამას. ყოველ შემთხვევაში, მე მისგან ასეთ საქციელს ველოდები“.

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა