“კატანიასთან” გასვლაზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ “იუვენტუსისის” თავკაცმა ბრიფინგი გამართა

“კატანიასთან” გასვლაზე მოპოვებული გამარჯვება “იუვენტუსისთვის” მართლაც რომ უმნიშვნელოვანესი იყო - ტურინულმა გრანდმა 27 ქულას მოუყარა თავი, ლიდერს ექვსი ქილით ჩამორჩება და შეიძლება თამამად ითქვას, რომ საჩემპიონო მარათონშია ჩაბმული. მართალია, ექვსი ქულა ცოტა არ არის, მაგრამ ამ სეზონში არც ერთი გუნდი ტოვებს უძლეველის შთაბეჭდილებას და მათ შორის, არც “მილანი”. ყოველ შემთხვევაში, “იუვეს” ტიფოზებს სჯერათ, რომ მათ გუნდს სკუდეტოსთვის ბრძოლა ხელეწიფება. სიცილიაზე გამარჯვება მნიშნელოვანი იყო ფსიქოლოგიური კუთხითაც, ვინაიდან ევროპის ლიგაზე შერცხვენის შემდეგ გუნდში არც თუ სასიამოვნო ატმოსფერო იყო. ლუიჯი დელ ნერიმ ბრიფინგი მოაწყო და საინტერესო საკითხებზე ისაუბრა...

ევროპის ლიგა

გამოგიტყდებით და, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ჯგუფურ ეტაპს ვერ გადავლახავდით. ფეხბურთელებიც დარწმუნებულნი იყვნენ საკუთარ თავში და, შესაძლოა, ასეთმა მიდგომამ თავისი შედეგი გამოიღო. მეტოქეს თუ ჯეროვნად არ აფასებ, აუცილებლად დაისჯები და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ჩვენი დიდი სურვილია, რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ვიასპარეზოთ და ევროარენაზე სწორედ ამ ტურნირზე მოვახდინოთ რეაბილიტაცია. კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ევროპის ლიგაზე მთელი იტალია გვგულშემატკივრობდა, ჩვენ კი უსახელოდ ვემშვიდობებით ამ გათამაშებას. თუმცა, “იუვენტუსისთვის” უფრო ორგანული ტურნირი სწორედ ჩემპიონთა ლიგაა და მჯერა, მომდევნო სეზონში ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირში გაცილებით უკეთ გამოვალთ. თუმცა, ამ საგზურს მოპოვება უნდა და ჯერ, მთავარი ამოცანა გადასაჭრელი გვაქვს. საამსეზონო მიზანიც ეს არის - აუცილებლად უნდა მოვხვდეთ ოთხეულში და თუ მეტს შევძლებთ, ამაზე უკეთესი არაფერი იქნება.

სატრანსფერო გეგმები

ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ იმდენი ფეხბურთელი დაგვიშავდეს, რამდენიც რაფაელ ბენიტესს ჰყავს ლაზარეთში... საშინელ დღეში ჩავვარდები, რადგან “ინტერის” მთავარი მწვრთნელისგან განსხვავებით, 15-16 ფეხბურთელზე ვარ დამოკიდებული. ამიტომ, ზამთარში რამდენიმე მაღალკვალიფიციური ფეხბურთელის გადაბირება არა თუ სასურველი, აუცილებელია. თუ გვინდა რომ მხოლოდ უმაღლესი ადგილებისთვის ვიბრძოლოთ, სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობაა საჭირო. რა რგოლებს გავაძლიერებდი? - დიდი სიამოვნებით დავიმატებდი ერთ ან ორ მოთამაშეს ყველა რგოლში. როგორ ფიქრობთ, გვაწყენდა ერთი ექსტრა კლასის მცველი, ნახევარმცველი, ან თავდამსხმელი? - მე ვიტყოდი, რომ ჰაერივით გვესაჭიროება. ამიტომ, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობ და დიდი იმედი მაქვს, რომ კლუბის მესვეურებისგან მხარდაჭერა მექნება. ანტონიო კასანო? - მოდით, გვარების დასახელებისგან დღეს თავს შევიკავებ. კასანო თავისთავად ბრწყინვალე ფეხბურთელია და მის დამატებაზე უარს არ ვიტყოდი, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. ანტონიოსთან ურთიერთგაგების პრობლემა არასდროს მქონია და ვფიქრობ, “იუვეს” კონცეფციაშიც ჯდება, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი არ არის.

კატანიასთან შეხვედრა

პირველ თხუთმეტ წუთში მეტოქემ აქტიუად შეგვიტია და ნათლად გამოჩნდა, რომ მათი მიზანი სწრაფი გოლის გატანა იყო. სქემა მალევე გავშიფრეთ და ყველანაირად ვეცადეთ, რომ ეს გოლი არ გაგვეშვა. როდესაც მეტოქე თხუთმეტწუთიან შტურმზე გადმოდის, ამაზე დიდ ენერგიას კარგავს, რაც მხოლოდ გატანილი გოლით შეიძლება დაფასდეს. ამიტომ, თუ შენ კარგად ჩაიკეტები საკუთარ საჯარიმოში და კარს მშრალად შეინახავ, ავტომატურად უპირატესობას მოიპოვებ როგორც ფიზიკური მომზადების, ისე ფსიქოლოგიური კუთხით. ერთი, რომ მეტოქემ ძალები დახარჯა და მეორე, მიზანს ვერ მიაღწია. “კატანია” რისკზე წავიდა და ხელმოცარული დარჩა, რამაც გარკვეულწილად განაპირობა კიდეც თამაშის შემდგომი ხასიათი. ნებისმიერ შემთხვევაში, სიცილიელები საკუთარ მოედანზე ძალიან კარგად ასპარეზობენ და მათი დამარცხებისთვის ფეხბურთელებს განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო. ხასიათის სიმტკიცე გამოავლინეს და დაგვანახვეს, რომ არაფრის დათმობას აღარ აპირებენ.

დელ ნერის სიტყვები სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობის შესახებ იტალიელ ჯურნალისტებს განსაკუთრებით დააინტერესათ და ინფორმაციების მოძიება დაიწყეს. “გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, დელ ნერის “კატანიას” თავდამსხმელის, მაქსი ლოპესის გადაბირება სურს და ამას ზამთარშივე შეეცდება. თავად არგენტინელი ფორვარდი ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს: “ოფიციალური წინადადებით ტურინელებს ნამდვიოლად არ მოუმართავთ, ასე რომ, კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. თუმცა, ჩემით “იუვეს” მესვეურთა დაინტერესების შესახებ მეც გავიგე და გარკვეული ინფორმაციებიც მომივიდა. ვნახოთ, თუ ტურინელები დამიკავშირდნენ, ნამდვილად არ დაგიმალავთ”.

მაქსი ლოპესს “იუვენტუსთან” მატჩის შესახებაც მოუხდა საუბარი: “ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია და ალბათ შედარებით სუსტ მეტოქეს დავამარცხებდით კიდეც, მაგრამ “იუვენტუსისთან” ჭიდილი რთული აღმოჩნდა. ვფიქრობ, დელ ნერი სწორად მუშაობს და სეზონის მეორე ნახევარში კიდევ უფრო ძლიერი გუნდი ეყოლება. ამიტომ, ნამდვილად არ გამიკვირდება თუ “ვეკია სენიორა” სკუდეტოსთვის იბრძოლებს”.

juba
ასეთი დაბალი დონის იუვეს რა უნდა ლიგაზე...
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა