“ბიანკოჩელესტეს” ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი, სტეფან რადუ დაუშავდა და მინიმუმ ერთი თვე ვერ დაეხმარება

“ლაციოს” მთავარი მწვრთნელის, ედუარდო რეიას აზრით, მისი გუნდის წარმატებული ასპარეზობა ფეხბურთელთა ფუნქციონალურად კარგი მომზადების და ნაკლებად ტრავმიანობის დამსახურებაა. ამის თქმა იყო და “ბიანკოჩელესტეს” ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი, სტეფან რადუ დაშავდა. რუმინელი მცველი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობს, ოპტიმალურ ფორმაში გახლდათ და სრულიად უწყინარ სიტუაციაში, ვარჯიშისას დაშავდა. ექიმების პირველი დასკვნა მეტად მძიმეა - რადუს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება და როგორც მინიმუმ, ორი თვით მოუწევს უქმად ყოფნა.

რეიამ გამოსავალი უნდა იპოვნოს, რადგან “ლაციოს” დიდი საკადრო რესურსი არ აქვს. მიმდინარე სეზონში, გუნდის დაცვის ხაზი მაღალ დონეზე ასპარეზობს, რაც პირველ რიგში შემდეგი ოთხი ფეხბურთელის ურთიერთგაგების დამსახურებაა: ლიხტშტაინერი, ბიავა, დიასი, რადუ. ეს უკანასკნელი მინიმუმ ორი თვით ჩამოშორდა ფეხბურთს და რეიას მისი შემცვლელის მოძებნა მოუწევს.

თუ ამ ოთხეულიდან რომელიმე ტრავმის, ან დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა თამაშს, რეია ლუის პედრო კავანდას რთავდა საქმეში, თუმცა ანგოლური წარმოშობის ბელგიელმა არცთუ დამაჯერებელი ასპარეზობით დაგვამახსოვრა თავი და რამდენად გაკეთდება მასზე აქცენტი, დღეს ძნელი სათქმელია. მოკლედ, “ლაციოს” თავკაცს პრობლემა შეექმნა და ვნახოთ, რა გამოსავალს მოძებნის.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა