ბრაზილია. სერია A: "ფლუმინენსე" ისტორიაში მეორედ და 1984 წლის შემდეგ კი პირველად გახდა ჩემპიონი

მურისი რამალიოს გუნდს ჩემპიონობის მოსაპოვებლად შინ "გუარანის" დამარცხება სჭირდებოდა, რომელიც უკვე კარგა ხანია გავარდა სერია B-ში. მასპინძლები პირველი ტაიმის მსვლელობისას განსაკუთრებით არ აქტიურობდნენ და მშვიდად აგორებდნენ ბურთს მეტოქის ნახევარზე. მით უმეტეს, რომ პარალელურად მიმდინარე მატჩიდან მოვიდა შეტყობინება - "ფლუმინენსეს" მთავარმა კონკურენტმა "კორინთიანსმა" მოულოდნელად გოლი გაუშვა "გოიაშისგან". თუმცა მან მალე აღადგინა თანაფარდობა, ხოლო "ფლუმ" პირველი გოლი მხოლოდ მეორე ტაიმში გაიტანა. ამ გუნდის კაპიტანმა ფრედმა ვერ გამოიყენა რამდენიმე მომენტი, სამაგიეროდ, თავი გამოიჩინა ემერსონმა, რომელმაც ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი ახლო მანძილიდან შეაგდო კარში.

ანგარიში - 1:0 სრულად აკმაყოფილებდათ მასპინძლებს, ამიტომაც ისინი უბრალოდ ბურთის დაჭერით იყვნენ დაკავებულნი და არც "გუარანი" აპირებდა მეტოქისთვის მოსალოდნელი ზეიმის ჩაშლას. ამასობაში, "კორინთიანსმა" მაინც ვერ გაუტანა მეორე გოლი "გოიაშს", მესამე პრეტენდენტმა "კრუზეირომ" კი 0:1-დან შეძლო "პალმეირასის" დამარცხება - 2:1, თუმცა ეს მხოლოდ მეორე ადგილის დასაკავებლად აღმოჩნდა საკმარისი.

"ფლუმინენსე" ისტორიაში მეორედ და 1984 წლის შემდეგ კი პირველად გახდა ჩემპიონი. მურისი რამალიომ კიდევ ერთი გუნდი მიიყვანა ქვეყნის ჩემპიონის ტიტულამდე. ყველას ახსოვს მისი ფანტასტიკური სერია "სან პაულუში" მუშაობისას, როცა ეს გუნდი ზედიზედ სამჯერ გახდა ბრაზილიის ჩემპიონი.

"კორინთიანსი" მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა, კოპა ლიბერტადორესის ბოლო მონაწილე კი "გრემიო" გახდა, რომელმაც საკუთარ მოედანზე 3:0 გაანადგურა პირდაპირი კონკურენტი - "ბოტაფოგო". რაც შეეხება ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ბრძოლას, აქ "გრემიო პრუდენტესთან", "გოიაშთან" და "გუარანისთან" ერთად ქვედა ლიგაში გაემგზავრა "ვიტორია", რომელმაც ვერ შეძლო უშუალო კონკურენტის "ატლეტიკო გოიანენსეს" დამარცხება.

მაშ ასე, კოპა ლიბერტადორესზე ბრაზილიას ექვსი წარმომადგენელი ეყოლება: "ფლუმინენსე", "კრუზეირო", "კორინთიანსი", "გრემიო", "სანტოსი" (ბრაზილიის თასის მფლობელი) და "ინტერნასიონალი" (ლიბერტადორესის თასის მოქმედი მფლობელი).

ატ. პარანაენსე-ავაი 1:0

გოლი: 1:0 პაულო ბაიერი (6)

კრუზეირო-პალმეირასი 2:1

გოლები: 0:1 რივალდო (54), 1:1 ენრიკე (63), 2:1 ვალისონი (90+1)

ფლუმინენსე-გუარანი 1:0

გოლი: 1:0 ემერსონი (62)

გოიაში-კორინთიანსი 1:1

გოლები: 1:0 ფელიპე ამორიმი (19), 1:1 დენტინიო (28)

გრემიო-ბოტაფოგო 3:0

გოლები: 1:0 ანდრე ლიმა (21), 2:0 ჟონასი (39), 3:0 დუგლასი (52)

სანტოსი-ფლამენგო 0:0

სან პაულუ-ატ. მინეირო 4:0

გოლები: 1:0 ილსინიო (27), 2:0 ლუკას სილვა (30), 3:0 მარლოსი (42), 4:0 რენატო სილვა (48)

ვასკო და გამა-სეარა 2:0

გოლები: 1:0 დედე (32), 2:0 ერიველტონი (46-საკ. კარში).

ვიტორია-ატ. გოიანიენშე 0:0

თ მ ფ წ ბ ქ

1. ფლუმინენსე 38 20 11 7 62-36 71

2. კუზეირო 38 20 9 9 53-38 69

3. კორინთიანსი 38 19 11 8 65-41 68

4. გრემიო 38 17 12 9 68-43 63

5. ატ. პარანაენსე 38 17 9 12 43-45 60

6. ბოტაფოგო 38 14 17 7 54-42 59

7. ინტერნასიონ 38 16 10 12 48-41 58

8. სანტოსი 38 15 11 12 63-50 56

9. სან პაულუ 38 15 10 13 54-54 55

10. პალმეირასი 38 12 14 12 42-43 50

11. ვასკო და გამა 38 11 16 11 43-45 49

12. სეარა 38 10 17 11 35-44 47

13. ატ. მინეირო 38 13 6 19 52-64 45

14. ფლამენგო 38 9 17 12 41-44 44

15. ავაი 38 11 10 17 49-58 43

16. ატ. გოიანენსე 38 11 9 18 51-57 42

17. ვიტორია 38 9 15 14 42-48 42

18. გუარანი 38 8 13 17 33-53 37

19. გოიაში 38 8 9 21 41-68 33

20. გრემიო პრ 38 7 10 21 39-64 28

ბომბარდირები: 23 - ჟონასი (გრემიო); 17 - ნეიმარი (სანტოსი); 14 - ბრუნო სესარი (კორინთიანსი); 12 - ობინა (ატ. მინეირო), ელიაში (ატ. გოიანენსე); 11 - აბრეუ (ბოტაფოგო), ანდრე ლიმა (გრემიო).

წინა მიმოხილვისას ვწერდით ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის ელანოს შესახებ, რომელმაც "გალათასარაის" დატოვება და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. ტრანსფერი შედგა და ელანო 2.9 მილიონ ევროდ "სანტოსის" მოთამაშე გახდა.

"გალათასარაი" მოელაპარაკა "სანტოსს" ელანოს გაყიდვის თაობაზე. გარიგების თანხაა - 2.9 მილიონი ევრო. მადლობას ვუხდით ელანოს ჩვენი გუნდის განვითარებისთვის და მომავალ კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ", - წერია "გალათასარაის" ოფიციალურ განცხადებაში.

სავარაუდოდ, სულ მალე განხორციელდება ტრანსფერი საპირისპირო მიმართულებით (ბრაზილია-ევროპა). კერძოდ, მადრიდის "ატლეტიკო" პრაქტიკულად მოელაპარაკა "კორინთიანსს" ნახევარმცველ ელიაშის შეძენაზე.

გასულ კვირას "კორინთიანსის" ბოსი "ბენფიკას" პრეზიდენტ ლუის ფელიპე ვიერას შეხვდა, მაგრამ მხარეებმა ვერ მოილაპარაკეს ელიაშის სატრანსფერო ღირებულებაზე. ასე რომ, "ატლეტიკომ", რომელმაც ორჯერ სცადა ამ ფეხბურთელის გადაბირება, ბოლო კონკურენტი ჩამოიშორა და სულ მალე გაიფორმებს ბრაზილელს.

ვარაუდობენ, რომ 25 წლის ნახევარმცველის (სამი მატჩი ბრაზილიის ნაკრებში) ტრანსფერის თანხა შვიდი მილიონი ევრო იქნება.

საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
[VIDEO] სოხუმის "ცხუმი" ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა