ლაშას "გისენმა" გერმანიის ჩემპიონატში ზედიზედ მეექვსე მატჩი წააგო - ამჯერად შინ, "გოტინგენთან" - 79:85

ლაშა გამყრელიძის "გისენმა" გერმანიის ჩემპიონატში ზედიზედ მეექვსე მატჩი წააგო. ამჯერად შინ, "გოტინგენთან", 79:85.

შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ მცირე უპირატესობა სტუმრებმა მოიპოვეს და მეოთხე პერიოდამდე 4-5 ქულის სხვაობით ლიდერობდნენ. ბოლო რაუნდში "გოტინგენის" უპირატესობა 10 ქულამდე გაიზარდა - 79:69. ამ ეპიზოდის "გისენის" გამოცოცხლება მოჰყვა და გრიფინის ზუსტი თამაშის წყალობით ანგარიშიც გათანაბრდა - 79:79. სირენამდე 26 წამი რჩებოდა, როცა გოტინგენელებმა ბურთი ააცილეს და გადამწყვეტი იერიშის უფლება გისენელებს დარჩათ, რომლებმაც ნაჩქარევად ისროლეს და... მატჩის დასრულებამდე 18 წამით ადრე მასპინძელთა კალათი დუეინ ანდერსონმა დალაშქრა, რამაც "გოტინგენს" გამარჯვება განაპირობა.

ლაშა გამყრელიძემ 28 წუთში 5 ქულა, 8 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ნამატჩევს მან გვითხრა:

- დასანანია, თითქმის მოგებული მატჩი წავაგეთ. ბედი არ გვწყალობს. ბოლოს არაერთი ასეთი შეხვედრა დავთმეთ, არადა, სეზონის დასაწყისში პირიქით იყო...

ლაშამ წაგების კონკრეტული მიზეზიც დაასახელა:

- ტრავმირებულია გუნდის ერთ-ერთი ლიდერი სმიტი. მთელი დატვირთვა ხუთ კალათბურთელზე მოდის და ბოლო წუთებისთვის ენერგია აღარ გვყოფნის. დარწმუნებული ვარ, მეორე წრიდან თამაშსაც გამოვასწორებთ და სატურნირო მდგომარეობასაც.

გამყრელიძემ ერთი სიახლე გაგვაცნო:

- გისენში დღეს დილას ჩამოვიდა იაკობსენი, რომელიც კარგი მსროლელია და გუნდის შეტევით პოტენციალს საგრძნობლად გააუმჯობესებს. მეორე წრიდან კი სმიტიც დაგვიბრუნდება...

მანამდე "ტიუბინგენია", რომელსაც "გისენი" სტუმრად 11 დეკემბერს ეთამაშება:

- "ტიუბინგენი" ლიდერთა კატეგორიას არ განეკუთვნება, შესაბამისად მისი სტუმრად დამარცხება წარმოუდგენელი სულაც არ არის. ვეცდებით წარუმატებელი სერია სწორედ 11 დეკემბერს შევწყვიტოთ, - დასძინა ლაშამ.

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა