ბოლონიური პრესა ჩივის: ვიქტორ სანიკიძეს მკურნალობისთვის 20 დღე დარჩა, რა ეშველება ამ პერიოდში "ვირტუსსო"

იტალიურ გამოცემა ილმონდოდელლოსპორტ-ში დაიწერა: "კანტუელებმა "დინამო ჩისარის" იოლად მოუგეს, რაც უმთავრესად ქართველი მანუჩარ მარკოიშვილის დამსახურება იყო. იგი საკალათბურთო მოედანზე დარტსს თამაშობდა - ახლო თუ შორი მანძილიდან ტყორცნას "ათიანში" არტყამდა."

შეგახსენებთ, დარტსი სპორტის ის სახეობაა, კედელზე მრგვალ სამიზნეს რომ ჩამოკიდებენ და პატარა ისრებს ათიანში ესვრიან.

ახლა კალათბურთზე. "კანტუმ" სტუმრებს 98:77 მოუგო. მანუჩარის მონაგარი ასე გამოიყურებოდა: 25 წუთი, 22 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი. მანუს 4 სამქულიანის ჩასაგდებად ხუთი მცდელობაც ეყო, ხოლო 10 ორქულიანიდან 5 გამოიყენა.

იტალიური გაზეთები მანუჩარის მიერ ზედიზედ ჩაგდებულ სამ სამქულიანზეც წერენ: მან მეორე პერიოდის წუთნახევრიან მონაკვეთში სამი შორეული ტყორცნა გამოიყენა და დინამოელებს თამაშის ხალისი დაუკარგა - 33:10.

- ეს იყო მნიშვნელოვანი გამარჯვება. ბოლო ორი კვირის განმავლობაში თამაში ისე არ გამოგვდიოდა, როგორც გვსურდა. წავაგეთ რამდენიმე მატჩი. მოხარული ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენი თამაში ვიპოვეთ და დიდი სხვაობით მოვიგეთ, - განაცხადა კანტუელთა დამრიგებელმა ანდრეა ტრინჩიერიმ.

ბოლონიური პრესა კი ჩივის: ვიქტორ სანიკიძეს მკურნალობისთვის 20 დღე დარჩა, რა ეშველება ამ პერიოდში "ვირტუსს", რომელსაც ფარქვეშ სერიოზული პრობლემები აქვსო. ბოლონიელებმა ტრევიზოს "ბენეტონთან" შინ 10 ქულის სხვაობით დათმეს (69:79) და სატურნირო ცხრილში საპლეიოფო ზონას ჩამოსცილდნენ: 4-4 მოგება-წაგება აქვთ. "კანტუ" პირიქით, ცხრილის სათავისკენ მიიწევს - "სკავოლინისთან" და "ვანოლისთან" მეოთხე-მეექვსე ადგილებს ინაწილებს. სამივეს 5-5 მოგება და 3-3 მარცხი უწერია. მომავალ უქმეებზე "კანტუ" "მონტეგრანაროს" ეწვევა, "ვირტუსი" - "დინამო ჩისარის". მანამდე მანუს თანაგუნდელებს საპასუხისმგებლო მატჩი ელით, ევროთასზე ჰოლანდიურ "გრონინგენს" მიიღებენ. მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

იტალიის მეორე ლიგაში ნიკა მეტრეველის "რიმინიმ" "იმოლას" უმასპინძლა და სწორედ იმ ანგარიშით დაამარცხა, როგორითაც საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი (2009 წლის გადამწყვეტ მატჩში) - 86:84.

ნიკა "იმოლასთან" მატჩის განაცხადში იყო, თუმცა არ უთამაშია.

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა