თურქულ ანტაკიაში გუშინ მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დღე ტაიბრეიკებს დაეთმო

თურქულ ანტაკიაში გუშინ მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დღე ტაიბრეიკებს დაეთმო. ოცდახუთწუთიან პარტიას შვიდ წყვილში უნდა გამოევლინა მომდევნო ეტაპზე გამსვლელთა ვინაობა. გერმანელმა ელიზაბეტ პეტცმა (2474) ორივე შანსი გამოიყენა და საბოლოოდ 3:1 აჯობა პოლონელ იოლანტა ზავადსკას (2368). ჩინელმა სიაოვენ ჟანმა (2339) ასეთივე ანგარიშით რეიტინგში მასზე 140 პუნქტით მაღლა მდგარ სომეხ ლილით მკრტიჩიანს (2479) სძლია. გამილა ბაგინსკაიტე (აშშ, 2336)-რუან ლუფი (ჩინეთი, 2480) 1,5:2,5 (1:1, 0:1, 0,5:0,5); ჰუან ქიანი (ჩინეთი, 2402)-ანა უშენინა (უკრაინა, 2460) 2,5:1,5 (1:1, 1:0, 0,5:0,5); ჰოანგ თან თრანგი (უნგრეთი, 2473)-იისინ დინი (ჩინეთი, 2370) 2,5:1,5 (1:1, 0,5:0,5, 1:0); ბათჰუიაგ მონგონთუული (მონგოლეთი, 2409)-ელენა დემბო (საბერძნეთი, 2454) 1,5:2,5 (1:1, 0,5:0,5, 0:1).

ყველაზე დიდხანს ევროპის 2001 წლის ჩემპიონის - ელმირა სკრიპჩენკოს (საფრანგეთი, 2460) და ადელა-ქრისტინა ფოიშორის (რუმინეთი, 2403) შეხვედრა გაგრძელდა. კლასიკური პარტიების ყაიმით დამთავრების შემდეგ სწრაფ ჭადრაკში მოსინჯეს ძალები. მეტოქეებმა თითო შანსი გამოიყენეს - ისევ ფრე 1:1. მცირეოდენი შესვენების შემდეგ დიდოსტატები კვლავ მიუსხდნენ 64-უჯრიან დაფებს. ამჯერად 5-5 წუთით ყოველ სვლაზე 10-10 წამის დამატებით. მე-5 პარტია, რომელშიც ფოიშორი თეთრებით თამაშობდა, ყაიმით დამთავრდა, მეექვსეში კი სკრიპჩენკომ გატეხა რუმინელის წინააღმდეგობა და 51-ე სვლაზე გაიმარჯვა, რითაც მე-2 ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა, აქ კი ნანა ძაგნიძეს დაუპირისპირდება.

მსოფლიოს ჩემპიონატს 64-დან ტიტულის 32 მაძიებელი შემორჩა. დღეს ისინი მე-2 რაუნდის პირველ პარტიებს გაითამაშებენ. მეტოქეები ასე დაწყვილდნენ:

ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2507)-სოფიკო ხუხაშვილი (საქართველო, 2430),

რუან ლუფი (ჩინეთი, 2480)-სიაოვენ ჟანი (ჩინეთი, 2339),

ბეთულ ილდიზი (თურქეთი, 2225)-მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2462),

ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი, 2525)-ტატიანა შადრინა (რუსეთი, 2384),

ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2581)-ელენა დემბო (საბერძნეთი, 2454),

მაია ჩიბურდანიძე (საქართველო, 2502)-ჟაო სიუ (ჩინეთი, 2474),

ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2551)-ელმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი, 2460),

ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2514)-ელიზაბეტ პეტცი (გერმანია, 2474),

ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2600)-იოვანკა ჰოუსკა (ინგლისი, 2421),

მარი სებაგი (საფრანგეთი, 2494)-ანა ზატონსკიხი (აშშ, 2478),

ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2530)-ევგენია ოვოდი (რუსეთი, 2387),

იუ ვენიუნი (ჩინეთი, 2524)-ბაირა კოვანოვა (რუსეთი, 2380),

ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2591)-მარია რომანკო (რუსეთი, 2414),

მონიკა სოჩკო (პოლონეთი, 2495)-ჟუ ჩენი (ყატარი, 2477),

ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2548)-ჰუან ქიანი (ჩინეთი, 2402),

კატერინა ლახნო (უკრაინა, 2522)-ჰოანგ თან თრანგი (უნგრეთი, 2473).

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"