<p>"მანჩესტერი" ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ვალენსიასთან" უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს <br> ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩის წინ "ვალენსიასთან" "მანჩესტერი იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი ამბობს, რომ ამ დაპირისპირებაში ძალების დაზოგვას არ აპირებს. მანჩესტერელთა თავკაცის თქმით, ჯგუფში პირველი ადგილის შენარჩუნება გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.</p><p>"ერთის მხრივ, კარგია, რომ "ბლექპულთან" მატჩი გადაიდო და ტრავმებისთვის თავის არიდება მოვახერხეთ, მაგრამ ფეხბურთელები არჩევდნენ - ეთამაშათ. ასე კი მატჩებს შორის ათდღიანი პაუზა გამოგვივიდა. საჭიროა პირველი ადგილი აუცილებლად შევინარჩუნოთ, რათა შემდეგ რაუნდში ისეთ გრანდებთან შეხვედრამ არ მოგვიწიოს, როგორებიც "ბარსელონა", "ბაიერნი" ან "რეალია". "ვალენსიასთან" უძლიერესი შემადგენლობით ვითამაშებთ. იმის მიუხედავადაც კი, რომ ექვსი დღის შემდეგ "არსენალთან" გვიწევს თამაში.</p><p>"ვალენსიასთან" თამაში ისტორიულად გვიჭირს. ყოველი მატჩი რთული გამოდის და ვფიქრობ, ამჯერადაც ასე იქნება. შევხედავთ, რას შემოგვთავაზებს მეტოქე. შაბათს "რეალთან" მათ დაცვაში ძალიან კარგად ითამაშეს, თითქმის არ უტევდნენ, მაგრამ მეტოქეს საკუთარ კართანაც ცოტა სახიფათო მომენტის შექმნის საშუალება მისცეს. იქამდე კი "ვალენსია" "ვილიარეალთან" გასვლით მატჩში ხუთი თავდამსხმელით მოქმედებდა და გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა", - განაცხადა ფერგიუსონმა.</p>
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა