სერია A-ს XV ტური ოთხ დღეზე იყო გაწერილი და შესაბამისად, იტალიელ ჟურნალისტებს მისი შეჯამება დაუგვიანდათ

სერია A-ს XV ტური ოთხ დღეზე იყო გაწერილი და შესაბამისად, განვლილი ბატალიების შეჯამება იტალიელ ჟურნალისტებს ერთი დღით დაუგვიანდათ. "გაძეტა დელო სპორტმა" ტურის სიმბოლური ნაკრები გამოავლინა, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ...

ტურის სიმბოლური ნაკრები

სირიგუ (პალერმო) - რანოკია (ჯენოა), ბრიტოსი (ბოლონია), მექსე (რომა) - გუბერტი (სამპდორია), სიმპილისიო (რომა), ერნანესი (ლაციო), ბოატენგი (მილანი) - სარატე (ლაციო), კვალიარელა (იუვენტუსი), კრესპო (პარმა).

აღსანიშნავია, რომ მეოთხეჯერ მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში "ლაციოს" შემტევი ნახევარმცველი ერნანესი. მართლაც შესანიშნავ სეზონს ატარებს ბრაზილიელი და ის, რომ "ბიანკოჩელესტე" სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზეა, მისი დამსახურება ძალიან დიდია. უკანასკნელ ტურში გატანილი გოლით გამოიჩინა თავი და თანაც, ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით თვით "ინტერის" კიპერი დაამწუხრა. მესამეჯერ მოხვდა სიმბოლურში "ჯენოას" უკანახაზელი ანდრეა რანოკია. ახალგაზრდა მცველზე იტალიაში უდიდეს იმედებს ამყარებენ და თუ ასე გააგრძელა, სულ მალე ალბათYევბროპული ფეხბურთის რომელიმე გრანდში ამოყოფს თავს. მიუხედავად იმისა, რომ "რომამ" ორი ქულა დაკარგა, ამ გუნდის ორი ფეხბურთელი მოხვდა სიმბოლურ გუნდში: მცველი ფილიპ მექსე და ნახევარმცველი ფაბიო სიმპილისიო. ამ უკანასკნელმა დუბლი გაახერხა და ყველაფერი გასაგებია, აი მექსეზე კი რა მოგახსენოთ - როგორც ჩანს, გაშვებულ ორ გოლში მისი ბრალეულობა არ ყოფილა. შეტევის წინა ხაზზე სამი ფეხბურთელია: "ინტერის" მორიგი მარცხის ერთ-ერთი შემოქმედი მაურო სარატე, მეორე ახალგაზრდობა გახსნილი ერნან კრესპო და "იუვენტუსის" მთავარმეგოლე ფაბიო კვალიარელა - ამ უკანასკნელზე ქვემოთ ვისაუბრებთ...

ტურის გმირი

"კატანიას" საკუთარ მოედანზე თამაში არ ჰქონდა წაგებული მანამ, სანამ იქ ფაბიო კვალიარელა და მისი "იუვენტუსი" არ ჩავიდა. კვალიარელაზე კი იმად შევაჩერეთ ყურადღება, რომ სწორედ მისი დუბლის წყალობით დაამარცხა ტურინულმა გრანდმა კერკეტი მეტოქე. ანგარიში 1:1 იყო, როდესაც ფაბიომ გამოიდო თავი და სიცილიური გუნდის კარი ორჯერ დალაშქრა. აქვე უნდა ვთქვათ - რომ არა მსაჯთა აშკარა შეცდომა, კვალიარელა ჰეთთრიკის ავტორი იქნებოდა. დიახ, ფაბიომ მესამედაც შეარხია კუნძულელთა კარის ბადე, მაგრამ ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტთა წინაშე "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა წარსდგა და შემდეგი განაცხადა: "ამ თამაშის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ჩვენი მთავარი ამოცანა ფაბიო კვალიარელას გამოსყიდვა უნდა იყოს. შესანიშნავად ჩაჯდა ახალი "იუვეს" კონცეფციაში და მასთან აუცილებლად უნდა გავაფორმოთ გრძელვადიანი ხელშეკრულება".

ტურის ციფრები და ფაქტები

"პალერმოს" ნეაპოლში 1951 წლის შემდეგ არ მოუგია;

"ლაციოს" 2003 წლის შემდეგ არ ჰყავდა "ინტერი" დამარცხებული;

მიმდინარე სეზონში, "ბოლონიამ" პირველად გაიმარჯვა გასვლით პაექრობაში;

ერნან კრესპოს სერია A-ში 150 გოლი აქვს გატანილი.

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა