გერმანიის ნაკრების თავკაცმა იოაჰიმ ლიოვმა ხოტბა შეასხა თავის გუნდს, რომელიც მშვენიერი სამუნდიალო კამპანიის მიუხედავად...

გერმანიის ნაკრების თავკაცმა იოაჰიმ ლიოვმა ხოტბა შეასხა თავის გუნდს, რომელიც მშვენიერი სამუნდიალო კამპანიის მიუხედავად, მესამე ადგილს დასჯერდა. პრესკონფერენციაზე ლიოვმა ჯერ მოკლედ მიმოიხილა მატჩი.

"ორივე გუნდს უნდოდა გამარჯვება, ორივე გუნდს ჰქონდა ჩინებული შანსები, მაგრამ როგორც კი ჩვენ სრულად ავამუშავეთ რესურსები, დავინახეთ გერმანიის ნაკრების ძალა. ბედნიერი ვარ, რომ თამაშის შემოტრიალება შევძელით, რადგან ჩვენ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება. ვიცოდით, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის მუნდიალის გამარჯვებით დასრულება. მართალია, ჩვენი ობიექტივი 11 ივლისს იოჰანესბურგის "სოკერ სიტიზე" (სადაც ფინალი უნდა გაიმართოს) თამაში იყო, მაგრამ... დღევანდელი საღამოც ძალზე სასიხარულო იყო. ეს მუნდიალი ჩვენთვის უდავოდ დასამახსოვრებელი და მრავალმხრივ აღსანიშნავი იქნება. ბიჭებმა მართლაც უდიდესი შრომა გასწიეს, მათ ყველაფერი დადეს მოედანზე... ნუ დაგავიწყდებათ, რომ ბევრ მათგანს, გასაგები მიზეზების გამო, აკლდა ამგვარი ტურნირებისთვის საჭირო გამოცდილება... თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, არ შემიძლია, არ ვიყო ამაყი. მოედანზეც და მოედნის მიღმაც, რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ წარმატებისთვის და სამშობლოში თავაწეულები ვბრუნდებით".

შემდეგ ლიოვს ჰკითხეს, ხომ არ ფიქრობს პოსტის დატოვებაზე: "გუნდი მესამე ადგილზე გავიდა და თუ მთელ ტურნირს გადახედავ, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პოზიტიური შედეგი. რაც შეეხება იმას, ვრჩები თუ არა პოსტზე, ამ წუთში ვერაფერს გეტყვით. მჭირდება რამდენიმე მშვიდი დღე, რათა ყველაფერ ავწონ-დავწონო და სწორი გადაწყვეტილება მივიღო".

გერმანიის ნაკრები შეაქო ურუგვაელთა თავკაცმა ოსკარ ტაბარესმაც: "მათ მშვენივრად ითამაშეს. კარგად აკონტროლებდნენ ბურთს ორივე ნახევარზე და რაც მთავარია, უკეთესად გამოიყურებოდნენ ჩვენს საჯარიმოში, თან ნაკლები შეცდომაც დაუშვეს. თუმცა ჩემი გუნდიც კარგი იყო, დღეს ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერი ოპონენტის წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში, თანაც საკმაოდ მაღალ დონეზე. დღესაც გვქონდა შანსი, მოგვეგო თამაში, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. და ეს არის ფეხბურთი - იგებს ის, ვინც თავის შანსს უკეთ იყენებს".

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს