ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ბუზერი ნამდვილი ხარია

ბუზერი ნამდვილი ხარია

NBA: კარლოსი "ჩიკაგოს" კვირანახევრის წინ დაბრუნდა, მაგრამ რეალური ძალა "ოკლაჰომასთან" გუშინდელ შეხვედრაში აჩვენა

კარლოს ბუზერი დაახლოებით კვირანახევრის წინ დაბრუნდა "ჩიკაგოს" შემადგენლობაში, მაგრამ სწორედ "ოკლაჰომასთან" გუშინდელ შეხვედრაში წარმოაჩინა თავისი რეალური შესაძლებლობები. საქმე მარტო სტატისტიკაში არ არის - 29 ქულა (21-დან 13 ზუსტი ტყორცნა) და 12 მოხსნა. მთავარი ისაა, რომ "ჯაზის" ყოფილი ფორვარდი "ხარების" ნამდვილ ლიდერად წარმოგვიდგა. რთულ მომენტებში, როცა დერიკ როუზს მაქსიმალურად ავიწროებდა რასელ უესტბრუკი, "ბულზის" გამთამაშებელი სწორედ ბუზერს ეძებდა და მეხუთე ნომერიც მუდმივად ამართლებდა ამ ნდობას.

თავიდან ამერიკული პრესა ამ მატჩს ორი ახალგაზრდა გამთამაშებლის დუელად ნათლავდა, რომლებიც ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა ათეულში შედიან, მაგრამ როუზმა და უესტბრუკმა დიდი ძალა შეალიეს ერთმანეთის მეურვეობას და შემოქმედებისთვის ბევრი დრო აღარ დარჩათ. ორივემ ცუდად ისროლა: უესტბრუკმა 18-დან 7 ჩააგდო და ექვსი შეცდომა დაუშვა, როუზმა - 13-დან 3 და 5 შეცდომა.

საინტერესოდ განვითარდა მოვლენები დასავლეთის ორი აუთსაიდერის - "კლიპერსისა" და "საკრამენტოს" შეხვედრაში. "მეფეები" მატჩის მსვლელობისას 17 ქულას აგებდნენ, მაგრამ იმდენი მოახერხეს, რომ საფინალო სირენამდე ორწუთნახევრით ადრე სამი ქულით დაწინაურდნენ - 91:87. დემორალიზებული "კლიპერსი" ერიკ გორდონმა გადაარჩინა - ბოლო 176 წამში ზედიზედ 9 ქულა დააგროვა, მისი გუნდი კი 11:0 გაიქცა და ამ მოგებით დასავლეთის ბოლო ადგილი "საკრამენტოს" გადაულოცა.

"მაიამიმ" ზედიზედ მეხუთე მატჩი იოლად მოიგო. "მილუოკისთან" გასვლით შეხვედრაში ფლორიდელები სტარტიდან საფინალო სირენამდე აკონტროლებდნენ სიტუაციას და მათ უპირატესობაში წამით არავის შეპარვია ეჭვი. ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი დუეინ უეიდი გახდა - 25 ქულა, თუმცა უფრო აღსანიშავია ამ მცველის 14 მოხსნა, რაც კარიერის რეკორდი გახლავთ. "დიდი ტრიოს" სხვა წევრებს რაც შეეხებათ, კრის ბოშმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 16 ქულა და 12 მოხსნა, ლებრონ ჯეიმსმა კი ყველა კომპონენტში გამოიჩინა თავი - 17 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი და თითო ჩაჭრა და დაფარება. აღსანიშნავია, რომ "მეფემ" სეზონში მხოლოდ მეოთხედ ვერ მიაღწია 20-ქულიან ზღვარს.

წინსვლას აგრძელებს მაიკ დ'ანტონის "ნიუ იორკ ნიქსი" - გუნდმა ბოლო 11 მატჩში მეათე გამარჯვებას მიაღწია. ამჯერად ნიუიორკელებს იოლი მეტოქე ჰყავდათ "მინესოტას" სახით, მაგრამ წარმატების მიღწევა გაუჭირდათ. "მგლები" კევინ ლავისა და მაიკლ ბიზლის წყალობით თითქმის სამი მეოთხედი ლიდერობდნენ, თუმცა ამ ორი კალათბურთელის ნეიტრალიზაციის შემდეგ საქმე კარგად წავიდა. რაც შეეხება ამარე სტაუდმაიერისა და კევინ ლავის დუელს, ის თითქმის ფრედ დასრულდა - ამარემ ერთი ქულით მეტი დააგროვა (34 33-ის წინააღმდეგ), სამაგიეროდ, ლავმა ათით მეტი მოხსნა შეასრულა (15 5-ის წინააღმდეგ).

კვირის მოთამაშეები

"ნიუ იორკ ნიქსის" მძიმე ფორვარდი ამარე სტაუდმაიერი და "ოკლაჰომა სიტის" მცველი რასელ უესტბრუკი გასულის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ.

აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატმა სტაუდმაიერმა გასულ კვირას ჩატარებულ სამივე შეხვედრაში მინიმუმ 30 ქულა დააგროვა და ორ მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა. ამარე საშუალოდ თამაშში 33.3 ქულას (თამაშიდან ტყორცნების სიზუსტე - 58.8%) და 11.7 მოხსნას აგროვებდა.

დასავლეთში საუკეთესო უესტბრუკმა "ოკლაჰომას" ოთხიდან სამ მატჩში გაამარჯვებინა. მის ანგარიშზე 25.5 ქულა, 7.5 მოხსნა, 10.0 შედეგიანი პასი და 3 ჩაჭრა მოდის. "ნიუ ჯერსისთან" მატჩის მესამე ოვერტაიმში უესტბრუკმა თავისი გუნდის თორმეტივე ქულა მიითვალა, სულ კი სამ ოვერტაიმში 21 ქულა დაგროვა. "ოკლაჰომას" სამივე მოგებულ შეხვედრაში რასელმა ორმაგი დუბი შეასრულა.

ინდიანა-ტორონტო 124:100

31:18, 37:26, 21:23, 35:33

ი: რაში (26), გრეინჯერი (21+9 მოხსნა+5 პასი), კოლისონი (17), ჰიბერტი (13+6 მოხსნა+6 პასი), მაკრობერტსი (12+7 მოხსნა+6 პასი), დანლივი (11+5 მოხსნა), პოუსი (11).

ტ: კალდერონი (21), ჯონსონი (15+9 მოხსნა), ბარბოზა (12+6 მოხსნა), კლეიზა (12), ბარნიანი (12).

ორლანდო-ატლანტა 74:80

19:19, 15:17, 19:18, 21:26

ო: კარტერი (18+8 მოხსნა), ჰოვარდი (14+13 მოხსნა), რედიკი (11), ბასი (10+7 მოხსნა), ლუისი (10).

ა: სმიტი (19+13 მოხსნა), ჰორფორდი (16+10 მოხსნა), კროუფორდი (15), ბიბი (13+7 პასი).

ნიუ იორკი-მინესოტა 121:114

32:36, 29:32, 31:18, 29:28

ნ-ი: სტაუდმაიერი (34+5 მოხსნა), ჩენდლერი (21+5 პასი), ფელტონი (18+11 პასი), გალინარი (17), უილიამსი (13), დაგლასი (11+6 მოხსნა).

მ: ლავი (33+15 მოხსნა), ბიზლი (25+6 მოხსნა), რიდნური (16), ტელფეირი (11), მილიჩიჩი (10).

ჩიკაგო-ოკლაჰომა 99:90

24:22, 29:26, 29:18, 17:24

ჩ: ბუზერი (29+12 მოხსნა), დენგი (19+8 მოხსნა), კორვერი (13), როუზი (11+9 პასი+5 მოხსნა).

ო: დურანტი (29+5 მოხსნა), კრსტიჩი (18+6 მოხსნა), უესტბრუკი (15+7 პასი+6 მოხსნა), ჰარდენი (13).

მილუოკი-მაიამი 78:88

21:25, 14:21, 24:23, 19:19

მილ: მაგეტი (20), ჯენინგსი (13), ბოგუტი (11+13 მოხსნა), სანდერსი (10).

მაი: უეიდი (25+14 მოხსნა+5 პასი), აროიო (18), ჯეიმსი (17+6 მოხსნა+6 პასი), ბოში (16+12 მოხსნა).

იუტა-მემფისი 94:85

20:16, 21:24, 29:25, 24:20

ი: უილიამსი (27+8 პასი), მაილზი (20), ბელი (14), ჯეფერსონი (12+10 მოხსნა).

მ: კონლი (19+5 პასი), გეი (18+8 მოხსნა), რენდოლფი (17+14 მოხსნა), მ. გასოლი (13+7 მოხსნა+5 პასი).

კლიპერსი-საკრამენტო 98:91

16:20, 34:24, 29:19, 19:28

კ: გორდონი (29+5 მოხსნა), გომესი (17+9 მოხსნა), ბლედსოუ (15), გრიფინი (13+11 მოხსნა+7 პასი).

ს: კასპი (21+10 მოხსნა), ევანსი (16), კაზინსი (15+7 მოხსნა), ლენდრი (15), ჯეტერი (11).

აღმოსავლეთი

თ მ წ %

1. ბოსტონი* 20 16 4 80.0

2. ორლანდო* 21 15 6 71.4

3. მაიამი 22 14 8 63.6

4. ჩიკაგო* 19 11 8 57.9

5. ატლანტა 22 14 8 63.6

6. ნიუ იორკი 22 13 9 59.1

7. ინდიანა 19 10 9 52.6

8. ტორონტო 21 8 13 38.1

9. კლივლენდი 20 7 13 35.0

10. მილუოკი 20 7 13 35.0

11. შარლოტი 20 7 13 35.0

13. ვაშინგტონი 19 6 13 31.6

14. ფილადელფია 20 6 14 30.0

15. ნიუ ჯერსი 21 6 15 28.6

დასავლეთი

თ მ წ %

1. სან ანტონიო* 20 17 3 85.0

2. დალასი 20 16 4 80.0

3. იუტა* 22 16 6 72.7

4. ლეიკერსი* 20 14 6 70.0

5. დენვერი 19 13 6 68.4

6. ნიუ ორლეანი 20 13 7 65.0

7. ოკლაჰომა 22 14 8 63.6

8. ფინიქსი 20 11 9 55.0

9. პორტლენდი 20 9 11 45.0

10. გ. სტეიტი 20 8 12 40.0

11. მემფისი 22 8 14 36.4

12. ჰიუსტონი 20 7 13 35.0

13. მინესოტა 21 5 16 23.8

15. კლიპერსი 22 5 17 22.7

14. საკრამენტო 19 4 15 21.1

ქულა

კევინ დურანტი (ოკლ) 27.4

კობი ბრაიანტი (ლეი) 26.5

ამარე სტაუდმაიერი (ფინ) 25.3

მონტა ელისი (გ-სტ) 25.2

დერიკ როუზი (ჩიკ) 24.9

დირკ ნოვიცკი (დალ) 24.9

ერიკ გორდონი (კლიპ) 24.3

ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 23.7

რასელ უესტბრუკი (ოკლ) 23.7

კარმელო ენტონი (დენ) 22.8

მოხსნა

კევინ ლავი (მინ) 15.3

ჟოაკიმ ნოა (ჩიკ) 12.2

დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 12.1

ბლეიკ გრიფინი (კლიპ) 11.8

პაუ გასოლი (ლეი) 11.6

მარკუს კემბი (პორ) 10.8

ლამარ ოდომი (ლეი) 10.3

კევინ გარნეტი (ბოს) 9.9

ანდრის ბიედრინში (გ-სტეიტ) 9.9

ემეკა ოკაფორი (ნ-ორლ) 9.6

პასი

რაჟონ რონდო (ბოს) 14.1

სტივ ნეში (ფინ) 10.4

კრის პოლი (ნ-ორლ) 10.4

დერონ უილიამსი (იუტ) 10.0

ჯეისონ კიდი (დალ) 9.0

ჯონ უოლი (ვაშ) 8.7

რასელ უესტბრუკი (ოკლ) 8.6

რეიმონდ ფელტონი (ნ-იორკ) 8.5

დერიკ როუზი (ჩიკ) 8.2

ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 7.3

ჩაჭრა

კრის პოლი (ნ-ორლ) 3.0

მონტა ელისი (გ-სტ) 2.4

რაჟონ რონდო (ბოს) 2.3

სტივენ კარი (გ-სტე) 2.3

ანდრე მილერი (პორ) 2.2

რასელ უესტბრუკი (ოკლ) 2.2

რეიმონდ ფელტონი (ნ-იორკ) 2.1

მაიკ კონლი (მემ) 2.1

მანუ ჯინობილი (ს-ანტ) 1.9

კორი ბრიუერი (მინ) 1.8

დაფარება

დარკო მილიჩიჩი (მინ) 2.7

ჯავალ მაკგი (ვაშ) 2.6

ენდრიუ ბოგუტი (მილ) 2.6

დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 2.4

ჯოშ სმიტი (ატლ) 2.3

სერჟ იბაკა (ოკლ) 2.2

პაუ გასოლი (ლეი) 2.1

ემეკა ოკაფორი (ნ-ორლ) 2.0

იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა

იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!