ვლადიმერ კლიჩკო და დერეკ ჩისორა 11 დეკემბერს დაგეგმილი ბრძოლის წინ ერთმანეთს დაემუქრნენ

გერმანიის ქალაქ მანჰაიმში 11 დეკემბერს გასამართი ბრძოლის წინ პირველი ოფიციალური პრეს-კონფერენცია გამართეს სუპერმძიმე წონაში WBO-სა და IBF-ის ჩემპიონმა, უკრაინელმა ვლადიმერ კლიჩკომ და მისმა ბრიტანელმა მოწინააღმდეგემ დერეკ ჩისორამ.

ტრადიციულად, როგორც ასეთ პრესკონფერენციებს ახასიათებს, მოკრივეებს შორის სიტყვიერი ორთაბრძოლა გაიმართა და მასში აშკარად მოგებული უკრაინელი მოკრივე გამოვიდა.

ვლადიმერმა გაიხსენა ჩისორას წინააღმდეგ სასამართლო პროცესი და ჭკუა დაარიგა ინგლისელ "ჯენტლმენს", რომ ქალების ცემა არ არის ღირსეული საქციელი. "ჩისორასგან განსხვავებით, მე ქალებს არ ვურტყამ. ის, ვინც ამას აკეთებს, ხელმოცარული ადამიანია. კრივი რინგზეა საჭირო. ჩისორას შინ ტიტულის გარეშე გავუშვებ".

ამასთან, უმცროსმა კლიჩკომ "სპორტული თვალსაზრისით" შეაქო თავისი მომავალი მეტოქე და მას WBA-ის ჩემპიონზე დევიდ ჰეიზე უკეთესი მოკრივე უწოდა: "ჩისორა საკუთარ თავს ჩხუბისთავს უწოდებს. მე ვიტყოდი, რომ ის დევიდ ჰეიზე უკეთესია. ახალგაზრდაა, მონდომებული, მოტივირებული და თავადაც არ იცის, რას უნდა ელოდოს საკუთარი თავისგან. ეს შეიძლება უპირატესობა იყო მისთვის და ხიფათი ჩემთვის. ცოტათი შემეშინდა კიდეც და მაშინვე საწვრთნელ ბანაკში სავარჯიშოდ გავიქეცი. მაგრამ ახლა 100 პროცენტით ვარ მზად ბრძოლისთვის. შაბათს ჩისორა ახლოდან გაიცნობს ჩემს მუშტებს".

კლიჩკოს ვალში არც დერეკ ჩისორა: "როცა 11 დეკემბერს არენაზე მოხვალთ, ისინიც კი ვინც ვერ მიტანთ, საბოლოოდ შემიყვარებთ. მე გადავარჩენ კრივს ამ ბიჭებისგან. კლიჩკოებს უნდა წავართვა ყველაფერი, რაც აქვთ. მათ ნამდვილ ომს მოვუწყობ. თითქმის ყველა ოპონენტთან ჯებით მუშაობს და ამის ხარჯზე იგებს. მოაშორეთ მისი ჯები და კლიჩკოსგან არაფერი დარჩება. ეს ბინძური ბრძოლა იქნება. ვაპირებ ვცემო და დავამცირო მეტოქე".

გარდა ამისა, ჩისორამ საკმაოდ მკვეთრი განცხადება გააკეთა ვლადიმერ კლიჩკოს მეგობარი გოგონას ჰეიდენ პანეტიერის მისამართით. "მე მას ვკითხე, ვინ უყვარს უფრო მეტად - თავისი მეგობარი თუ ტიტულები? და მან პასუხი ვერ გამცა. მას შემდეგ, რაც მისი მეგობარი გოგონა ჩემს კრივს ნახავს, შესაძლოა, ჩემს გამო მოატოვოს ვლადიმერი".

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა