ქართველმა გულშემატკივარმა საბა შარშან გაიცნო, როდესაც 19-წლამდელთა ნაკრების მცველი "ზენიტის" დუბლშემადგენლობაში ათამაშეს

ქართველმა გულშემატკივარმა საბა კვირკველიას სახელი გასულ წელს გაიგო, როდესაც 19-წლამდელთა ნაკრების ტანმაღალი (197 სმ) ცენტრალური მცველი პეტერბურგის "ზენიტის" დუბლშემადგენლობაში ათამაშეს.

მაშინ დავინტერესდით საბას ვინაობით, პერსპექტივით და ახლა სამშობლოში მყოფი ახალგაზრდა ქართველის ინტერვიუდან გაიგებთ, რომ ეს ინტერესი შემთხვევითი არ იყო - კვირკველიას სამ ცნობილ კლუბში გადასვლას სთავაზობენ.

- როგორც შევიტყვეთ, "ზენიტიდან" წამოსვლას აპირებ.

- ჯერ არ წამოვსულვარ, "ზენითან" კონტრაქტი 31 დეკემბერს მიმთავრდება და მერე გადაწყდება, კარიერას რომელ კლუბში გავაგრძელებ. თუმცა საინტერესო წინადადებები მივიღე.

- დანამდვილებით ვიცით, რომ რუსეთის და ჰოლანდიის კლუბებში მიგიწვიეს.

- ეს დასამალი არც არის, "ვიტესსა" და ყაზანის "რუბინში" მიწვევენ.

- რას აპირებ, "ზენიტში" დარჩენას თუ ამათგან რომელიმეში გადასვლას?

- ჩემი მენეჯერი რევაზ ჩელებაძეა და როგორც გადაწყვეტს, ისე იქნება.

- თავად წამოსვლა გსურს თუ დარჩენა?

- წამოსვლა იმიტომ არ მინდა, რომ "ზენიტსაც" და ქალაქსაც ძალიან შევეჩვიე, მაგრამ ჩემ მენეჯერს ვუჯერებ, ვიცი, ცუდს არ მირჩევს. დარჩენა დამოკიდებულია იმაზეც, როგორ მოიქცევა "ზენიტი" - თუ სათანადოდ დამაფასებს, დავრჩები, თუ არა - წავალ.

- დაფასებაში რას გულისხმობ - ფინანსურ მხარეს თუ სპორტულს?

- ჩემთვის ახლა ფინანსურ მხარეზე მნიშვნელოვანი სპორტულია. 18 წლის ვარ და მთავარია, პერსპექტივა მქონდეს. ამიტომ, ისეთ გუნდში მირჩევნია გადასვლა, სადაც ძირითადში მოვხვდები და ვითამაშებ.

-"ზენიტის" ძირითადში მოხვედრის შანსს არ გაძლევენ?

- ძირითად გუნდში ვვარჯიშობ, მაგრამ შანსი 50/50-ზეა. ისეთი გუნდი მირჩევნია, სადაც შანსი 80/20-ზე მექნება და გამოვჩნდები.

- "ზენიტში" კი ამ შანსს ვერ ხედავ?

- ერთი პრობლემა ისაა, რომ ქართველი ვარ. პოლიტიკური მოტივები არაფერ შუაშია, ქართული ფეხბურთის რეიტინგია დაბალი. "ზენიტში" ექვსი თვე მოსამზადებელი ეტაპივით მქონდა. როცა დავიდოვმა შანსი მომცა, ვფიქრობ, კარგადაც გამოვიყენე - "კრილია სოვეტოვთან" მესამე ადგილისთვის მატჩში მათამაშა.

- "ვიტესი" რუსულ კლუბებზე ნაკლებად შეძლებულია, მაგრამ ჰოლანდიურ ფეხბურთში ბევრად მეტი პერსპექტივაა.

- რა თქმა უნდა, ჰოლანდიას ძალიან საინტერესო პირველობა აქვს, "ვიტესი" ფინანსურადაც წელში გამართული კლუბია და რუსებზე უკეთეს პირობებსაც კი მთავაზობს.

- ჟორდანიას გუნდშიც დუბლებში თამაშს გთავაზობენ?

- არა, "ვიტესის" მთავარ გუნდზეა ლაპარაკი, ისევე, როგორც "რუბინის" შემთხვევაში. ამიტომ დავფიქრდი გუნდის შეცვლაზე, თორემ დუბლებში თამაში რომ მაკმაყოფილებდეს, "ზენიტში" დავრჩებოდი, სადაც მშვენივრად ვგრძნობდი თავს, მაგრამ არ ვიცი, ძირითადში მოხვედრის რა შანსი გამაჩნია.

- მართლაც გაურკვევლობაში ხარ.

- დავიდოვს მოვწონვარ და ვიცი, რომ ძირითადში ჩემი გადაყვანის მომხრეა. დუბლების მწვრთნელის პოზიციაზე კი ბევრია დამოკიდებული. თუმცა "ზენიტი" ჩემპიონი გახდა, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძოლებს და ამბიციური გუნდის ძირითადში 18 წლის გამოუცდელი ბიჭის მოხვედრა ძნელია. ამიტომ არ ვიცი, "ზენიტში" რა შანსი მაქვს. თუმცა ყურბან ბერდიევი სწორედ ძირითადში მიწვევს, "რუბინი" კი არანაკლებ ამბიციური კლუბია. ამასვე ვიტყვი "ვიტესზე".

- სეზონს წარმატებულად თვლი?

- პირველივე რუსულ სეზონში დუბლშემადგენლობების პირველობის ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე. სხვათა შორის, ყაზანის "რუბინის" დუბლებთან 0:1 წავაგეთ და ამის მიუხედავად, შეხვედრის დასრულებიდან ერთ საათში რევაზ ჩელებაძეს "რუბინის" მთავარი მწვრთნელი ყურბან ბერდიევი დაუკავშირდა და უთხრა, ეს ბიჭი გვინდაო. მოკლედ, რუსეთში გამიცნეს და ურიგო სეზონი ნამდვილად არ იყო.

- რუსეთში დუბლშემადგენლობებსაც დიდ ყურადღებას აქცევენ?!

- ყველა იმ მატჩს ადევნებენ თვალს, სადაც საინტერესო ფეხბურთელი ეგულებათ. დუბლებში თავიდან ხუთი შეხვედრა შეცვლაზე მათამაშეს და მთავარ მწვრთნელ ანატოლი დავიდოვს დავუმტკიცე, რომ თამაში შემეძლო. მენდო კიდეც და ბოლო რვა მატჩი ძირითადში შეუცვლელად მათამაშა.

- შენი ლაპარაკიდან ჩანს, რომ პეტერბურგში ქართველობის გამო პრობლემები არ შეგქმნია.

- არანაირი პრობლემა, პოლიტიკაზე გუნდში ლაპარაკიც არ ყოფილა, გადაბრუნებული სიტყვაც არავის უკადრებია, რადგან "ზენიტი" ძმური ოჯახივით არის და ახალწვეულებს კარგად ექცევიან. ბევრი ეროვნების ფეხბურთელები შევიკრიბეთ, ქართველი, აფხაზი, ოსი, თურქი, შვედი, ცხადია, რუსები და კარგის მეტი არაფერი მახსენდება. დუბლებში აფხაზი იგორ ჩემინავა და ოსი როლანდ გიგოლაევი თამაშობენ. გიგოლაევი რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრია, ჩემინავა კი 19-წლამდელების. ყველაზე ახლოს მათთან ვარ, ვძმაკაცობთ. გიგოლაევი თბილისში დაბადებულ-გაზრდილია და რუსეთში მერე გადავიდა. ბიჭებს პეტერბურგის ქართულ რესტორანში ხშირად ვპატიჟებდი ხინკალზე, მწვადსა და ხაჭაპურზე და ძალიან მოსწონდათ. მოკლედ, გუნდში ძმაკაცები შევიძინე და დისკომფორტზე ლაპარაკი ზედმეტია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე