მალე ქუთაისის საფეხბურთო სკოლებში ყველა ასაკის ბავშვების ტესტირება დაიწყება

ბოლო დღეებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს გოგა გახოკიძე ქუთაისის "ტორპედოს" სპორტულ დირექტორად დაინიშნა. ჩვენთვის ცნობილია, რომ "ვისოლის" ხელმძღვანელებმა კლუბის მართვა რამდენიმე ცნობილ პიროვნებას შესთავაზეს, მაგრამ საბოლოოდ ”ტორპედოს" მენეჯმენტში ცვლილება არ მომხდარა, ამდენად, გუნდის მენეჯერის თანამდებობა ვაკანტური გახლავთ.

საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი კი, რომელიც ამჟამად სამენეჯერო სააგენტოს ხელმძღვანელობს, სპორტული დირექტორის როლში წარმოუდგენელი არ ჩანდა - გახოკიძეს გონიერ, ავტორიტეტულ და სანდო ადამიანად იცნობენ. თუმცა გოგამ ”ტორპედოში" დანიშვნა უარყო:

- ქუთაისში სპორტულ დირექტორად არ დავნიშნულვარ, შესაძლოა, ეს ხმები იმიტომ გავრცელდა, რომ კლუბში მუშაობა ჩვენი სააგენტოს მენეჯერმა დათო ყენიამ დაიწყო და მისით კმაყოფილი არიან.

- ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი სააგენტო ”ტორპედოსთან" თანამშრომლობს?

- პარტნიორობის სურვილი არის, მაგრამ ჯერ ოფიციალურად არაფერია გარკვეული. უბრალოდ, მე ”ვისოლის" ვიცე-პრეზიდენტ ლევან ფხაკაძესთან ვმეგობრობ და შესაძლოა, ინფორმაცია ამის გამო გავრცელდა.

დათო ყენიამ, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ ჟურნალისტი გახლდათ, დაგვიდასტურა, რომ ”ტორპედოში" დაიწყო მუშაობა:

- დიახ, ასეა, ნოემბრიდან ქუთაისის ”ტორპედოს" სელექციონერად დამნიშნეს და ფეხბურთელების შერჩევა მევალება როგორც უმაღლესი ლიგის, ასევე დუბლებისა და ჭაბუკთა ლიგის გუნდებისთვის.

- სელექციას მხოლოდ ”ვისოლის" კუთვნილ კლუბ ”ავაზაში" აწარმოებთ, თუ სხვა სკოლებშიც?

- ”ავაზა-ვისოლი" ჩვენი სკოლაა და, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი ენიჭება, მაგრამ ქუთაისის საფეხბურთო სკოლებში ყოველთვის ზრდიდნენ საინტერესო ფეხბურთელებს და მათთან პარტნიორობაზე უარის თქმა სისულელე იქნება. ბოლოს და ბოლოს, მათი მუშაობის მიზანია, ფეხბურთელი ”ტორპედოს" და საქართველოს ნაკრებს გაუზარდონ. მთავარია, თანამშრომლობის სურვილი თავად ჰქონდეთ.

მალე ქუთაისის საფეხბურთო სკოლებში ყველა ასაკის ბავშვების ტესტირებას დავიწყებთ. ქუთაისური ფეხბურთი ტალანტებით არის ცნობილი და იმედია, საინტერესო ფეხბურთელებს აუცილებლად აღმოვაჩენთ.

- თქვენ სამენეჯერო კომპანიასაც წარმოადგენთ და რომელიმე ევროპულ კლუბთან პარტნიორობას ხომ არ გეგმავთ?

- სააგენტოს თავკაცებს, გოგა გახოკიძეს და გიორგი ქინქლაძეს ევროპაში კარგად იცნობენ და მათი პარტნიორი მენეჯერები ცნობილ კლუბებთან თანამშრომლობენ. ცხადია, ეს კავშირები ”ტორპედოსაც" გამოადგება. მაგალითისთვის შემიძლია დავასახელო ”ანდერლეხტი", ”ბრიუგე", ”ტვენტე", პსვ, ”ვიტესი".

- ამ კლუბებიდან რომელიმეში ტორპედოელის წაყვანას ხომ არ აპირებთ?

- ამ ეტაპზე კლუბის წამყვანი მოთამაშეების გასხვისებაზე ლაპარაკი ნაადრევია, რადგან ”ტორპედოს" მიზანი ჩემპიონატში ღირსეული გამოსვლაა. პირიქით, ახლა გაძლიერებაზე უფრო ვფიქრობთ, ვიდრე მოთამაშეთა გაშვებაზე.

- გუნდის გაძლიერება ახსენეთ - ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ვის დამატებას აპირებთ?

- რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი მოვინიშნეთ, მაგრამ ჯერ მათზე ლაპარაკი ადრეა.

შემთხვევით ვისარგებლეთ და გახოკიძეს ქართველი ფეხბურთელების შესაძლო ტრანსფერებზეც დავეკითხეთ: "რამდენიმე ფეხბურთელის ტრანსფერზე ვმუშაობთ, მაგრამ ჯერ კონკრეტული არაფერია. 100 პროცენტით ჯერ არავის საქმე გადაწყვეტილა და აქედან გამომდინარე, ვისთან რა მოლაპარაკებას ვაწარმოებთ, ამას ვერ ვიტყვი. მაგალითად, ჰოლანდიაში ფეხბურთელი რომ წაიყვანო, ეს კლუბს უნდა უღირდეს, რადგან 18-დან 21 წლამდე ფეხბურთელს მინიმუმ 260 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს, შემდეგ კი - გაცილებით მეტი. ამიტომ, ეკონომიკური კრიზისის პირობებში კლუბები ფეხბურთელების აყვანაზე მკაცრ მოთხოვნებს გვიყენებენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე