ლევანის გამოჯანმრთელებამ ქართველ ქომაგებთან ერთად "ხუმარების" მრისხანე თავკაციც გაახარა

ტრავმით გამოწვეული იძულებითი შესვენების შემდეგ ლევან ყენიამ "შალკეში" ვარჯიში რომ განაახლა, უკვე გამცნეთ. როგორც ჩანს, ყენიას გამოჯანმრთელებამ ქართველ ქომაგებთან ერთად "ხუმარების" მრისხანე თავკაცი ფელიქს მაგათიც გაახარა. დასტურად გერმანულ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მცირე წერილიც გამოდგება ერთობ მყვირალა სათაურით - "მაგათს ყენიასი ეიმედება".

"ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ლევან ყენია მწყობრშია და კვლავაც "შალკეში" ვარჯიშობს. გუნდის ძირითადში დასაბრუნებლად მას დიდი ბრძოლა მოუწევს, მაგრამ ქართველ ტალანტს სჯერა საკუთარი თავის და დიდი გამოცდისთვის მზად არის".

ქართველზე, რომელმაც ბოლოს "შალკეში" შარშან 25 ოქტომბერს "ჰამბურგთან" მატჩში (3:3) ბოლო 13 წუთი ითამაშა ითამაშა, გუნდის თავკაცი დიდ იმედს ამყარებს. მაგათი იმედოვნებს, რომ მომავალი წელი ყენიასთვის წარმატებული იქნება.

აი რას ამბობს იგი 20 წლის ქართველ ნახევარმცველზე:

"ყენიას ამ სეზონში არ უთამაშია და მოხარული ვარ, რომ გამოჯანმრთელდა. მას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ჩვენი გუნდისთვის. ვიმედოვნებ, ყენია მალე აღიდგენს ფორმას და ძირითადში დაკარგული ადგილის დაბრუნებას შეეცდება. წლეულს კიდევ დაგვრჩა მატჩები, მაგრამ არ მინდა, ვიჩქარო. იმედი მაქვს, ლევანი იანვარში უკვე მზად იქნება და თურქეთში მოსამზადებელ შეკრებაზე ჩვეულად დაიტვირთება".

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა