24 წლის ქართველმა მცველმა შესაძლოა, კარიერა მეორე ბუნდესლიგში გააგრძელოს

24 წლის გიორგი ფოფხაძე, რომელიც ახლახან დანიურ "ვიბორგს" დაშორდა, თავისუფალი აგენტია და შესაძლოა, კარიერა მეორე ბუნდესლიგში გააგრძელოს. ის ახლა გერმანიაში, "ოსნაბრიუკშია" ტესტირებაზე. ამაზე კლუბის ოფიციალური ვებგვდერდიც წერს.

"ქართველმა მცველმა გიორგი ფოფხაძემ შესაძლოა, "ოსნაბრიუკის" უკანა ხაზი გააძლიეროს. ის თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში თამაშობდა, 7 დეკემბერს პირველად ივარჯიშა კარსტენ ბაუმანის გუნდში. მწვრთნელი ამბობს, რომ, რომ ქართველი რამდენიმე დღე ივარჯიშებს გუნდში და მისი საკითხი ამის შემდეგ გადაწყდება".

ჩვენებურზე უფრო მეტს წერს გერმანული ვებგვერდი Noz.de: "2006 წელს ბერძნული "ოლიმპიაკოსიდან" დანიურ "ვიბორგში" გადასული ფოფხაძე გერმანელმა აგენტმა "ოსნაბრიუკის" მწვრთნელ კარსტენ ბაუმანს კარგად დაუხასიათა. ბაუმანმა ნახა ქართველის თამაშის ჩანაწერი და ის ტესტირებაზე მიიწვია. მისი თქმით, ფოფხაძეს დაცვის მარცხენა ფრთის გარდა ცენტრალურ მცველადაც შეუძლია თამაში. სავარაუდოდ, ბაუმანი ქართველის საკითხს კვირის ბოლომდე გადაწყვეტს", - წერს Noz.de.

გიორგი ფოფხაძეს ეროვნულ ნაკრებში 7 მატჩი აქვს ჩატარებული. Transfermarket.co.uk-ის მონაცემებით, ფოფხაძის სატრანსფერო ფასი 250 ათასი ევროა. მის შესაძლო გუნდს, "ოსნაბრიუკს" დაცვაში უჭირს. კარსტენ ბაუმანის გუნდი მეორე ბუნედსლიგის 18 გუნდს შორის მე-14 ადგილზეა და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა