თურქულ ანტაკიაში გუშინ მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე რაუნდის პირველი ტური გაიმართა

თურქულ ანტაკიაში გუშინ მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე რაუნდის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა. ჩვენი ყურადღება, ცხადია, ქართველი დიდოსტატების პარტიებისკენ იყო მიპყრობილი. Uუპირველესად სოფიკო ხუხაშვილისა და მსოფლიოს ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკის ორთაბრძოლა გვინდა გამოვყოთ. ჩვენებურმა თეთრებით ტიტულოვანი მეტოქის წინააღმდეგ შოტლანდიური დაცვა გამოიყენა. ჭადრაკის ფედერაციაში გულშემატკივართა კლუბის გახსნაზე სტუმრად მყოფმა ტელე-რადიოკომენტატორმა ჯამლეტ ხუხაშვილმა იხუმრა – სოფიომ 1999 წელს შოტლანდიაში ევროპის მაქაბიადა მოიგო და ეს დებიუტიც, ალბათ, ამიტომ გამოიყენაო.

პაექრობა 25-ესვლამდე გაგრძელდა. ვერც ერთმა მხარემ უპირატესობას ვერ მიაღწია და მეტოქეებმა ზავს მოაწერეს ხელი. Aასევე, ყაიმზე შეთანხმდნენ, ოღონდ 33-ე სვლაზე, ევროპის 2001 წლის ჩემპიონი ელმირა სკრიპჩენკო და ნანა ძაგნიძე. რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა მაია ჩიბურდანიძემ ჟაო სიუსთან შეხვედრისას და იძულებული გახდა, 42-ე სვლაზე საათი გაეჩერებინა. როგორც ვხედავთ, ჩვენებურთა გუშინდელი შედეგები სახარბიელო ვერ არის, თუმცა საგანგაშო არაფერია, რადგან მეტოქეები დღეს განმეორებით დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და დანაკარგის ანზღაურებაც შეიძლება...

გაუწყებთ მე-2 რაუნდის პირველი ტურის შედეგებს:

სოფიკო ხუხაშვილი (საქ. 2430)-ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2507) 0,5:0,5,

რუან ლუფი (ჩინეთი, 2480)-სიაოვენ ჟანი (ჩინეთი, 2339) 1:0,

ბეთულ ილდიზი (თურქეთი, 2225)-მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2462) 0:1,

ტატიანა შადრინა (რუსეთი, 2384)- ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი, 2525) 0:1,

ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2581)-ელენა დემბო (საბერძნეთი, 2454) 0:1,

ჟაო სიუ (ჩინეთი, 2474)-მაია ჩიბურდანიძე (საქართველო, 2502) 1:0,

ელმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი, 2460)-ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2551) 0,5:0,5, ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2514)-ელიზაბეტ პეტცი (გერმანია, 2474) 0:1,

ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2600)-იოვანკა ჰოუსკა (ინგლისი, 2421) 1:0,

ანა ზატონსკიხი (აშშ, 2478)- მარი სებაგი (საფრანგეთი, 2494) 1:0,

ევგენია ოვოდი (რუსეთი, 2387)-ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2530) 0:1,

იუ ვენიუნი (ჩინეთი, 2524)-ბაირა კოვანოვა (რუსეთი, 2380) 0,5:0,5,

მარია რომანკო (რუსეთი, 2414)-ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2591) 0:1,

მონიკა სოჩკო (პოლონეთი, 2495)-ჟუ ჩენი (ყატარი, 2477) 0,5:0,5,

ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2548)-ჰუან ქიანი (ჩინეთი, 2402) 1:0,

ჰოანგ თან თრანგი (უნგრეთი, 2473).-კატერინა ლახნო (უკრაინა, 2522) 0,5:0,5.

შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა