<p>"გასაკვირი არაა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი ფიქრებით უკვე არაბეთის გაერთიანებულ ემირატებშია" <br> "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა "ვერდერთან" 0:3 წაგებული მატჩის შემდეგ არიარა, რომ შეხვედრის შედეგი თავიდანვე არცთუ ძალიან აღელვებდა. ესპანელი სპეციალისტის თქმით, ამ მატჩს ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის თავის გამოჩენის საშუალებად განიხილავდა. ბენიტესი დარწმუნებულია, რომ მილანური გუნდის ტრავმირებული ლიდერების დაბრუნებასთან ერთად გუნდის საქმეები წინ წავა.</p><p>"მატჩის წინ გვესმოდა, რომ მოგება გვჭირდებოდა და "ტოტენჰემის" წაფორხილების იმედი უნდა გვქონოდა. ვაცნობიერებდით, რომ რთული იქნებოდა პირველ ადგილზე გასვლა, ამიტომ გადავწყვიტეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის გამოცდილების მიღების საშუალება მიგვეცა. მათი მოქმედებით კმაყოფილი ვარ, დაამტკიცეს, რომ საკმაოდ მომწიფებულები არიან ამ დონეზე სათამაშოდ. სეზონში ჩვენი ერთერთი სამიზნე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატია. გასაკვირი არაა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი ფიქრებით უკვე არაბეთის გაერთიანებულ ემირატებშია. ჩვენთვის გადამწყვეტი "ტვენტესთან" მატჩი გახდა, როცა პლეიოფში გასვლა გავინაღდეთ. არ ვანიჭებდი დიდ მნიშვნელობას როგორი შედეგით დამთავრდებოდა ეს მატჩი. ამჯამად ლაზარეთში რამდენიმე მოთამაშე იმყოფება და ვეცადეთ ახალი დანაკარგებისთვის თავი აგვერიდებინა. დარწმუნებული ვარ, რომ მალე გუნდს საქმეები უკეთ წაუვა. როცა ჟულიო სეზარი, დიეგო მილიტო, მაიკონი და სხვები დაბრუნდებიან, სულ სხვა თამაშს ვითამაშებთ", - განაცხადა ბენიტესმა.</p>
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს