"კოპენაჰგენის" მთავარი მწვრთნელის აზრით, მისი გუნდი პლეიოფში დამსახურებულად გავიდა
"კოპენაჰგენის" მთავარი მწვრთნელი სტალე სოლბაკენი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში "პანათინაიკოსთან" 3:1 გამარჯვების შემდეგ სიხარულს არ მალავდა. დანიურმა გუნდმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და პლეიოფში გავიდა. კლუბის თავკაცის აზრით, "კოპენჰაგენმა" ეს უფლება გააზრებული თამაშით და დაცვაში საიმედო მოქმედებით სრულიად დაიმსახურა.

"ტურნირის სტარტზე მხოლოდ სიურპრიზების მოწყობა შეგვეძლო. ჯგუფური ეტაპის დასასრულს ორი მატჩპოინტი გვქონდა, რის გამოც ჩვენზე ზეწოლა გაძლიერდა. ამჟამად გახარებული ვარ და თავს მსუბუქად ვგრძნობ. გავბედავ და ვიტყვი, რომ ჩემპიონთა ლიგაში, შესაძლოა, ერთერთი საუკეთესო დაცვითი ხაზი გვყავს. ამავე დროს თანმიმდევრულ ფეხბურთს ვთამაშობთ. მიმაჩნია, რომ ჩემმა გუნდმა ჯგუფში მეორე ადგილი სამართლიანად დაიკავა. "პანათინაიკოსი" ორჯერ დავამარცხეთ და ვფიქრობ, ორი მატჩის ჯამში "რუბინზე" ძლიერები ვიყავით. მეოთხედფინალში გასვლა თუ გვსურს კარგი იქნება"რეალთან" და ინგლისის სამივე წამყვან გუნდთან შეხვედრას ავცდეთ. ჩემი აზრით, ბრძოლის გაგრძელების უკეთესი შანსი გვექნება თუ კენჭისყრა მეტოქედ "შალკეს", "ტოტენჰემს" ან "შახტარს" გვარგუნებს", - განაცხადა სოლბაკენმა.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო