უკრაინელი ფეხბურთელი ფეხბურთიდან წასვლასა და მარჩელო ლიპიზე საუბრობს
კიევის "დინამოს" ცნობილმა ფეხბურთელმა ანდრეი შევჩენკომ განაცხადა, რომ პროფესიონალურ კარიერას ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს, რომელიც პოლონეთსა და უკრაინაში ჩატარდება.

34 წლის შევჩენკოს თქმით, მისი მიზანი "ევრო 2012-ზე თამაშის შემდეგ კარიერის დასრულებაა". ამას გარდა, "მილანისა" და "ჩელსის" ყოფილი თავდამსხმელისთვის უახლოეს სეზონებში კიევის "დინამოში" ასპარეზობა დიდ იმედებს უკავშირდება.

"ოქროს ბურთის" 2004 წლის მფლობელმა უკრაინის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე მარჩელო ლიპის შესაძლო მოსვლასთან დაკავშირებითაც გამოთქვა აზრი. იტალიელი სპეციალისტის თავკაცობით იტალიის ნაკრები 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

"მიმაჩნია, რომ ლიპი უდიდესი მწვრთნელია. მან უმაღლეს შედეგებს მიაღწია: მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მწვრთნელისთვის დიდი მიღწევაა. ამიტომ , თუ საუბარია ისეთ მწვრთნელზე, როგრიც ლიპია, მასთან მუშაობა მხოლოდ სასიამოვნო თუ იქნებოდა", - განაცხადა უკრაინის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა (45 გოლი 100 მატჩში).

კარიერა შევჩენკომ "დინამოში" დაიწყო (117 მატჩი, 60 გოლი). საუკეთესო წლები უკრაინელმა ფორვარდმა "მილანში" გაატარა, სადაც 208 მატჩი ჩააატარა და 127 გოლი გაიტანა. "ჩელსიში" თამაში შევჩენკოს ვერ აეწყო (48 თამაში, 9 გოლი) და 2009 წელს კიევში დაბრუნდა.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა