მაკლარენი ბოსნიელის სასჯელს ასაიდუმლოებს

თითქოს „ვოლფსბურგს“ ის არ ეყოფოდა, რომ ბუნდესლიგაში ძალიან ცუდად ასპარეზობს, გერმანიის ექს-ჩემპიონს ახლა ახალი პრობლემა დაემატა, უფრო სწორად, ძველი პრობლემა ისევ აქტუალური გაუხდა. ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა, ისევ ედინ ჯეკოა - „მგლების“ გოლუხვი თავდამსხმელი, რომელსაც დიდი ხანია, რომელიმე სუპერგრანდში გადასვლა უნდა და არც მთხოვნელები აკლია, მაგრამ „ვოლფსბურგი“ არ უშვებს. უფრო სწორად, ძალიან ძვირად, მინიმუმ 40 მილიონ ევროდ აფასებს.

ჯეკოს გარშემო ატეხილი დისკუსიის შესახებ კომენტარი „ვოლფსბურგის“ დამრიგებელმა სტივ მაკლარენმაც გააკეთა. ინგლისელი სპეციალისტის თქმით, მისთვის აბსოლუტურად გასაგები და მისაღებია ის, რომ ბოსნიელი გოლეადორი „ვერდერთან“ მატჩის მერე ძალიან გაბრაზებული იყო, რადგან პენალტი ვერ გამოიყენა, მერე კი, შეცვლის დროს მაკლარენს ხელი არ ჩამოართვა. „ამაში გასაკვირი არაფერია. პირიქით, ძალიან მიხარია, რომ ფეხბურთელი წარუმატებლობის გამო გაბრაზდა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ყოველთვის ძალიან მონდომებულია. ფეხბურთი სპორტის ემოციური სახეობაა მე არც იმის გამო გავბრაზებულვარ, რომ ხელი არ ჩამომართვა,“ - განუცხადა მაკლარენმა „კიკერს“.

მაკლარენს არ უთქვამს, დაეკისრება თუ არა ჯეკოს ჯარიმა - ჩვენ ასეთ დეტალებს არ ვახმაურებთ, ეს კლუბის საიდუმლოაო. „ფაქტი ის არის, რომ პრობლემა მოგვარდა, თემა კი ამოწურულია,“ - ამბობს სტივი. თვითონ ჯეკო კი კომენტარის გაკეთებას თავს არიდებს.

ისე, თვითონ მაკლარენიც საკმაოდ მძიმე წნეხის ქვეშაა მოქცეული, რადგან „ვოლფსბურგის“ ხელმძღვანელებს ნამდვილად არ აკმაყოფილებთ ის, რომ გუნდი, რომელსაც ჯერ კიდევ გასულ სეზონში მოქმედი ჩემპიონის სტატუსი ჰქონდა, დღეს მე-13 ადგილზეა და ბოლო ცხრა მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვს მოგებული. მაგრამ როგორც ჩანს, შეფები სტივს ჯერ კიდევ ენდობიან. შესაბამისად, მაკლარენი თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. ინგლისელი თავის შეგირდებს პირველ წრეში დარჩენილ ორ ტურში („კაიზერსლაუტერნთან“ და „ჰოფენჰაიმთან“) ექვსი ქულის მოპოვებას სთხოვს.

ამასობაში, „მგლების“ მენეჯერი დიტერ ჰიონესი აცხადებს, რომ ჯეკოს კონტრაქტიდან იმ პუნქტის ამოშლა უნდა, რომლის გამოც ბოსნიელ თავდამსხმელზე მითქმა-მოთქმა არ წყდება. საუბარია პუნქტზე, რომლის მიხედვით, ჯეკოს „ვოლფსბურგის“ დატოვება იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მისი მსურველი კლუბი 40 მილიონ ევროს გადაიხდის. ჰიონესი ჯეკოს დათანხმდებას ახალი პირობებით აპირებს: ხელფასის წელიწადში ექვს მილიონამდე გაზრდა, რაც ედინს „ვოლფსბურგის“ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს.

ჰაინალი თხებში?

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ იანვარში დორტმუნდის „ბორუსიას“ უნგრელი გამთამაშებელი ტამაშ ჰაინალი გაცილებით მოკრძალებულ კლუბში, „კიოლნში“ გადავა. მიზეზი ის არის, რომ ჰაინალს „ბორუსიაში“ ძალიან იშვიათად ათამაშებენ - გუნდის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ჰაინალზე მეტად ზაფხულში ნაყიდ იაპონელ ტალანტ შინჯი კაგავას ენდობა, რომელიც ბრწყინვალე სეზონს ატარებს. შესაბამისად, უნგრელ ნახევარმცველს ძირითად შემადგენლობაში დაბრუნების შანსი ფაქტობრივად არ აქვს. „კიოლნერ ექსპრესის“ ინფორმაციით, 29 წლის ჰაინალმა „კიოლნს“ უკვე თანხმობა უთხრა.

შვაინშტაიგერი: დორტმუნდს ვჯობივართ!

მიუხედავად იმისა, რომ დორტმუნდის „ბორუსია“ მიუნხენის „ბაიერნს“ ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 17 ქულით უსწრებს, ბავარიელთა ნახევარმცველ ბასტიან შვაინშტაიგერს მიაჩნია, რომ რეკორდმაისტერი „ბორუსიაზე“ გაცილებით ძლიერი გუნდია. „მართალია, დორტმუნდელები დიდი სხვაობით გვისწრებენ და ჩვენც მოგვიგეს, მაგრამ მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ „ბაიერნი“ „ბორუსიაზე“ უკეთესი გუნდია. ცხადია, BVB-საც აქვს თავისი პლუსები. მაგალითად, დორტმუნდელები ძალიან სწრაფები და აგრესიულები არიან, მაგრამ ჩვენ „ვესტფალენშტადიონზე“ მაინც დაუმსახურებლად წავაგეთ (0:2),“ - უთხრა შვაინშტაიგერმა „ბილდს“.

როგორც იცით, 26 წლის შვაინის რეკორდმაისტერთან კონტრაქტი 2012 წელს უმთავრდება, რის გამოც მის გარშემო უკვე დიდი დისკუსიაა ატეხილი. „3-4 კარგი ვარიანტი მაქვს, სადაც შეიძლება კარიერა გავაგრძელო. ცხადია, „ბაიერნიც“ მათ შორისაა,“ - ამბობს შვაინშტაიგერი.

ლაბადია შტუტგარტში?

მას მერე, რაც კრისტიან გროსი გაათავისუფლეს, „შტუტგარტს“ დროებით იენს კელერი წვრთნის. ამ სპეციალისტს ნამდვილად ჰქონდა იმის შანსი, რომ წარმატების მიღწევის შემთხვევაში, მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნა დაემსახურებინა, მაგრამ ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ კელერს ამის შანსი არ აქვს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, შვაბური კლუბის შეფები ორ ვარიანტზე ფიქრობენ: ან სერიოზულ დროებით მწვრთნელზე, რომელიც ზაფხულამდე იმუშავებს, ანაც რომელიმე თავისუფალ სპეციალისტთან ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმებაზე. „კიკერის“ ცნობით, ფავორიტი ბრუნო ლაბადიაა. ამავდროულად, „შტუტგარტის“ ხელმძღვანელებმა დაადასტურეს, რომ კრისტოფ დაუმზე არ ფიქრობენ.

ზე რობერტო ალბათ წავა

ბრაზილიელ ზე რობერტოს სეზონის ბოლოს „ჰამბურგთან“ კონტრაქტი უმთავრდება. ჩრდილოგერმანულ კლუბს 36 წლის ნახევარმცველთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება ძალიან უნდა, მაგრამ ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება სამშობლოში ან აშშ-ში სურს. „კიკერის“ ცნობით, ზე რობერტოს რამდენიმე ბრაზილიურ კლუბში და ნიუ იორკის „რედ ბულში“ ეპატიჟებიან.

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...