ფეხბურთი ხშირად ლოგიკას არ ექვემდებარება - ეს კონკრეტულ თამაშზეც შეიძლება ითქვას და ფეხბურთელის კარიერაზეც.

ფეხბურთი ხშირად ლოგიკას არ ექვემდებარება - ეს კონკრეტულ თამაშზეც შეიძლება ითქვას და ფეხბურთელის კარიერაზეც. ამ შემთხვევაში, სწორედ მოთამაშეებზე უნდა მოგითხროთ, რომლებმაც თითქოს ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ უმაღლესი მწვერვალები დაეპყროთ, მაგრამ გარჯა ბოლომდე არ დაუფასდათ. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა და თუ რაიმე შეიცვალა, არც ამას გამოგაპარებთ. დღეს სამ ფეხბურთელზე მოგითხრობთ, რომლებსაც არც ნიჭი აკლიათ და არც თამაში დაეწუნებათ, მაგრამ დღემდე ჩრდილში არიან მოქცეულნი.

ფედერიკო ბალცარეტი (პალერმო, 29 წლის)

ფედერიკო ტურინში დაიბადა და "ტორინოს" სკოლაში ჩამოყალიბდა ფეხბურთელად. თუმცა, მალევე "გრანატადან" გაუშვეს როგორც უპერსპექტივო მოთამაშე და იცით სად ამოჰყო თავი? - "იიუვენტუსში". ბალცარეტი თვით ფაბიო კაპელოს მოეწონა, რომელიც მაშინ სწორედ "ვეკია სენიორას" ედგა სათავეში. ფედერიკომ საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი და კაპელოც ენდობოდა, მაგრამ ტიფოზევბის მხრიდან სერიოზულ პრობლემას გადააწყდა. მეტიც, საერთოდ ქალაქში აღარ დაედგომებოდა, რადგან "იუვეს" გულშემატკივრებმა როგორც "ტორინოს" აღზრდილი აითვალწუნეს, "ტორინოს" ქომაგებმა კი მოღალატის იარლიყი მიაეკერეს. არადა, ბალცარეტი სერია B-ში ჩაჰყვა "იუვეს" და ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ გუნდის შემადგენლობაში. ის, რომ "ვეკია სენიორამ" პირველივე წელს დაიბრუნა ადგილი ელიტაში, ამაში მასაც მიუძღვოდა საკმაოდ დიდი წვლილი. მიუხედავად ამისა, "ბიანკონერის" მესვეურებმა სინანულის გარეშე გაასხვისეს ფედერიკო "ფიორენტინაში" და მასში 3.5 მილიონი ევრო აიღეს. ეს ამბავი ფეხბურთელმა ძალიან განიცადა, რადგან იმ პერიოდში მისი მეუღლე ფეხმძიმედ იყო და ტურინის დატოვებამ მას სერიოზული საყოფაცხოვრებო პრობლები შეუქმნა. ამიტომ, "ვიოლაში" ბევრი ვერაფრით წარმოჩინდა და ძალიან მალე, "პალერმოში" ამოჰყო თავი.

უკვე ოთხი წელია, რაც სიცილიაშია და გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. საიმედოა უშუალო ფუნქციების შესრულებისას და კარგად ერთვება შეტევებში. შედეგად, ჩეზარე პრანდელის ყურადღება დაიმსახურა და იტალიის ეროვნულ ნაკრებში მიიღო მიწვევა. და მაინც, ბალცარეტი დაჩაგრულ ფეხბურთელთა შორის უნდა მოვიხსენიოთ, რადგან მისი შესაძებლობების მოთამაშეს გაცილებით უფრო ამბიციურ გუნდში შეუძლია დამკვიდრება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ "იუვენტუსში" თავი საიკმაოდ კარგად წარმოაჩინა, ტურინელებმა მხოლოდ და მხოლოდ 3.5 მილიონ ევროში გაცვალეს.

ჯანდომენიკო მესტო (ჯენოა, 28 წლის)

რეჯიო კალაბრია ის რეგიონია, რომელიც იტალიას მუდმივად ამარაგებდა ნიჭიერი ფეხბურთელებით. თავად განსაჯეთ, იმ გუნდში, რომელმაც 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, რეჯიოდან ექვსი ფეხბურთელი თამაშობდა - პლუს მარჩელო ლიპი, რომელიც ასევე ამ კუთხის შვილია. რეჯიოელია ჯანდომენიკო მესტოც, მოთამაშე, რომელსაც აპენინებზე ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მან ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლები და ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. გამოირჩევა მაღალი სისწრაფით, ტექნიკური არსენალით და ძლიერი დარტყმით. თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში დაცვაში, ნახევარდაცვასა და თავდასხმაშიც კი, ოღონდ აუცილებლად ფლანგზე. დიახ, მესტო ფლანგის მოთამაშეა და ბოლო პერიოდში, მუდმივად გარემარბის პოზიციაზე ირჯება.

ვინც წლებია სერია A-ს ადევნებს თვალს, მესტო ჯერ კიდევ "რეჯინადან" ემახსოვრება. დაუოკებელი ფლანგის მოთამაშე, რომელიც აწიოკებდა მეტოქე მცველებს და მშობლიური გუნდის უდავო ლიდერი გახლდათ. 2005 წელს ეროვნულ ნაკრებშიც კი მიიღო გამოძახება, თანაც მარჩელო ლიპის დროს, ეს კი სახუმარო ამბავი არ გახლავთ. მაესტროს თავისი ფეხბურთელები ჰყავდა, თავისი წრე და იშვიათად რომ ვინმე გარედან გამოეძახებინა. სწორედ ასეთი იშვიათთაგანი გახლდათ ჯანდომენიკო, რომლის სანაკრებო კარიერა საბოლოო ჯამში მაინც არ აეწყო. "რეჯინამ" უმაღლესი ლიგა დატოვა და მესტო "უდინეზეში" გადაბარგდა, რის შემდეგაც "ჯენოაში" ამოჰყო თავი. ჯანპიერო გასპერინიმ მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე გაამწესა და მას შემდეგ, მუდმივად ძირითად შემადგენლობაშია. აწიოკებს მცველებს და არის, თუმცა მისით რომელიმე გრანდის დაინტერესების შესახებ დღემდე არაფერი გვსმენია - ეს ამბავი ერთობ გასაკვირია.

პასკუალე ფოჯა (ლაციო, 27 წლის)

დღეს, ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ იტალიურ ფეხბურთში ფანტაზისტების ნაკლებობაა. ანუ, ისეთი ფეხბურთელების, რომლებსაც თამაშის საკუთარ თავზე აღება შეუძლიათ და არაორდინალური ქმედებით გამოირჩევიან. სწორედ ასეთ მოთამაშეთა კატეგორიას უნდა მივაკუთვნოთ პასკუალე ფოჯა, ნეაპოლელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად "ლაციოს" ღირსებას იცავს. ვისაც ფოჯას თამაში აქვს ნანახი, არ შეიძლება რომ მისი ფინტებით, დრიბლინგის უნარით და შესანიშნავი გადაცემებით არ მოიხიბლოს. მიუხედავად ამისა, მუდმივად სათადარიგოთა სკამზე უწევს ჯდომა და მხოლოდ იმ გუნდებში ენდობიან ბოლომდე, რომლებიც სატურნირო ცხრილის ფსკერზე არიან და გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა. ასე იყო თავის დროზე "კალიარიში", "რეჯინაში" "ასკოლიში".

2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, იტალიის ეროვნულ ნაკრებს ამხანაგური მატჩი ჰქონდა დაგეგმილი ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნულ გუნდთან. მარჩელო ლიპიმ ყველასათვის მოულოდნელად განაცხადში პასკუალე ფოჯაც შეიყვანა და შემდეგ, ძირითად შემადგენლობაშიც გაამწესა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის თამაში ფოჯას ბენეფისად იქცა - საგოლე გადაცემა მიითვალა აქტივში, ბრწყინვალე გოლი გაიტანა და არაერთი ულამაზესო სოლორეიდი გამოაცხო. იტალიელი ჟურნალისტები წერდნენ, რომ ფოჯას დაბევებული ჰქონდა ადგილი მუნდიალზე გასამგზავრებელ ფეხბურთელთა სიაში, თუმცა ლიპიმ კიდევ ერთხელ გააკვირვა ყველა და პასკუალე განაცხადს მიღმა დატოვა. მარჩელოს უბრალოდ ძალიან უვარს დინების საწინააღმდეგოდ ცურვა და როგორც ჩანს, ფოჯას სამხრეთაფრიკაში გამგზავრების შანსიც ამას შეეწირა.

[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა