ფორმულა 1-ის ფრანგულმა საჯინიბომ "რენომ" სახელის შეცვლის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

ფორმულა 1-ის ფრანგულმა საჯინიბომ "რენომ" სახელის შეცვლის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. როგორც გუნდის მფლობელები ამბობენ, 2011 წელს მას Lotus Renault GP Team ერქმევა. ეს ცვლილება იმით არის განპირობებული, რომ გუნდის წილი "ლოტუსის" ჯგუფმა შეიძინა, რომელიც, თავის მხრივ მალაიზიურ კონცერნ "პროტონს" ეკუთვნის.

2010 წელს "რენოს" საავტომობილო გუნდის აქციათა დიდ ნაწილს ჟერარ ლოპესის კომპანია Genii Capital ფლობდა, თავად კომპანია "რენოს" კი მხოლოდ 20 პროცენტი ეკუთვნოდა. ფრანგული პრესის ცნობით, გიგანტმა ავტომწარმოებელმა ეს 20 პროცენტი Genii Capital-ს მიჰყიდა, მან კი, თავის მხრივ, აქციათა ნაწილი "ლოტუსს" გადასცა. ამასთან ცნობილი გახდა, რომ ფრანგული ავტოქარხანა ფორმულა 1-ში მაინც დარჩება, ოღონდ საჯინიბოებისთვის ძრავების მიმწოდებლის რანგში.

"მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ 2011 წელს ახალი სახელწოდება გვექნება - Lotus Renault GP, - განაცხადა ლოპესმა. - ძალიან საინტერესოა გუნდისთვის ახალი ეპოქის დაწყება, რომელიც "ლოტუსის" ჯგუფთან თანამშრომლობას და ამასთან, "რენოსთან" უახლოეს სეზონებში მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნებას ითვალისწინებს".

გუნდმა უკვე წარმოადგინა ახალი ფერები - "რენოსთვის" ტრადიციულ ყვითელ ფერს შავი და ოქროსფერი შეცვლის. სწორედ ასეთ ფერებში გამოდიოდა "ლოტუსის" გუნდი გასული საუკუნის 70-80-იან წლებში, როცა მისი სატიტულო სპონსორი თამბაქოს მწარმოებელი ცნობილი ბრენდი - John Player Special იყო.

"ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ ჩვენ "ლოტუსი" ვართ და ჩვენ დავბრუნდით", - განაცხადა "ლოტუსის" ჯგუფის ხელმძღვანელმა დენი ბაჰარმა.

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს