მსოფლიოს ყოფილი მერვე ჩოგანი მომავალ წელს უიმბლდონზე დაბრუნებას აპირებს

მსოფლიოს ყოფილი მერვე ჩოგანი, ავსტრალიელი მარკ ფილიპუსისი მომავალ წელს უიმბლდონზე დაბრუნებას აპირებს. ამის შესახებ 34 წლის ჩოგბურთელის მეგობარი აცხადებს, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია. შეგახსენებთ, რომ უიმბლდონის ყოფილმა ფინალისტმა 2007 წლის სეზონის სტარტზე დაიზიანა მუხლი და მას შემდეგ ATP-ის ოფიციალურ ტურნირებში მონაწილეობა არ მიუღია.

პირველად პროფესიულ ტურში დაბრუნების შესახებ ფილიპუსისმა ოქტომბერში არიზონას ვეტერანთა ტურნირის მოგების შემდეგ მიანიშნა. "ვეტერანთა ტურნირებზე გამოსვლამ ისევ შემაყვარა სპორტი", - განაცხადა მარკმა ფინალში ჯიმ კურიეს დამარცხების შემდეგ.

"ის უიმბლდონზე დაბრუნებას ფიქრობს. წლების განმავლობაში შეიცვალა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და საქმისადმი პროფესიული მიდგომა. მარკი კარგად აცნობიერებს იმას, რომ ბოლომდე ვერ შეძლო ჩოგბურთში თავისი პოტენციალის რეალიზება და კიდევ შეუძლია დაუმტკიცოს გულშემატკივრებს თავისი შესაძლებლობები", - ამბობს ფილიპუსის მეგობარი.

ამერიკელმა ენდი როდიკმა სექტემბერში ფილიპუსისთან ხუთდღიანი ვარჯიშის შემდეგ განაცხადა, რომ ავსტრალიელს შეუძლია ATP-ის ტურში დაბრუნება: "ეჭვგარეშეა, რომ მას შეუძლია პროფესიულ დონეზე თამაშის განახლება და რამდენიმე მატჩის მოგება. ერთადერთი, რამაც შეიძლება ამაში ხელი შეუშალოს, ძველი ტრავმებია".

კარიერის განმავლობაში გამომუშავებული 7 მილიონის მიუხედავად, ფილიპუსისს მატერიალური პრობლემები შეექმნა. ბანკროტად გამოცხადების შემდეგ მარკს მელბურნში საკუთარი სახლის დაგირავება მოუწია. თუმცა ფული არ არის ავსტრალიელის სავარაუდო დაბრუნების მიზეზი.

"მას შეუძლია ვეტერანთა ტურში გამოსვლით ნახევარი მილიონი გამოიმუშავოს. ტურში დაბრუნება - მისი ცხოვრების ოცნებაა. ის ბევრს ვარჯიშობს და შესანიშნავ განწყობაზეა", - დაამატა ინკოგნიტო წყარომ.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
[VIDEO] იყო თუ არა მაკარიძის კარში დასანიშნი პენალტი და გასაუქმებელი ტიბუეს გატანილი? - "იბერია 1999"-მა "კოპენჰაგენთან" მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
სამი დებიუტანტი - რამაზ სვანაძემ ნოემბრისთვის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ისტორიაში - კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
დანა უაითმა ოქტაგონზე ილია თოფურიას დაბრუნების დრო დაასახელა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს