მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ანა ივანოვიჩმა 2011 წლის იანვრისთვის ტურნირების განრიგი გამოაქვეყნა.

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ანა ივანოვიჩმა 2011 წლის იანვრისთვის ტურნირების განრიგი გამოაქვეყნა. სერბი ჩოგბურთელი სამ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ივანოვიჩი ამ თვის ყოველ კვირას მხოლოდ ჩოგბურთით იქნება დაკავებული. 1-9 იანვარს ივანოვიჩი ნოვაკ ჯოკოვიჩთან ერთად ჰოფმანის თასზე გამოვა, რის შემდეგაც სიდნეიში ითამაშებს, ბოლოს კი მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობაში ჩაერთვება.

"ჰოფმანის თასზე გამოსვლა სეზონის კარგი დასაწყისი იქნება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნოვაკმა და ბიჭებმა დევისის თასი მოიგეს. ეს დამატებით მოტივაციას შეგვძენს გუნდურ პირველობებში, - განაცხადა ივანოვიჩმა. - გარდა ამისა, ეს ტურნირი ბევრ დადებით ემოციას იძლევა. დარწმუნებული ვარ, ჩემი მელბურნელი ნათესავები ჩამოვლენ პერტში, მე კი ძალიან მომწონს ახლობელი ადამიანების თვალწინ თამაში".

23 წლის ივანოვიჩმა ისიც გაამხილა თუ რა მიზნები აქვს დასახული კარიერაში. მისი აზრით, სათანადო მომზადების პირობებში მას შეუძლია 2011 წელს ავსტრალიის ღია პირველობის მოგება.

"ჩოგბურთში ჩემი მთავარი მიზანი - ავსტრალიის ღია პირველობის, უიმბლდონისა და ოლიმპიური თამაშების მოგებაა. თუ კარგად მოვემზადები, დარწმუნებული ვარ მომავალ წელს მელბურნში შანსი მექნება. გამარჯვების კანდიდატი ბევრია, ასე რომ, ეს ძალიან საინტერესო ტურნირი იქნება", - ამბობს ანა.

ამასობაში გაირკვა, რომ მსოფლიოს კიდევ ერთი ყოფილი პირველი ჩოგანი სერენა უილიამსი 2011 წელს გაზაფხულზე აპირებს კორტზე დაბრუნებას. ჩოგბურთელი, რომელსაც ივლისის შემდეგ არ უთამაშია, დღემდე თაბაშირით დადის. სერენასთვის სახვევი იმდენად მშობლიური გახდა, რომ ის "სვაროვსკის" კრისტალებით მორთო.

"იმედი მაქვს, გაზაფხულისთვის შევძლებ კარიერის განახლებას", - ამბობს უმცროსი უილიამსი.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
5:0 - კლოპის გერმანიამ ჩავის ნიდერლანდები გაანადგურა და ჯგუფის გამარჯვებული გახდა
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია