საკუთარ მოედანზე "ბოლონია" ძალიან კარგად თამაშობს და ეს გუშინდელ, სერია A-ს გადადებულ პაექრობაში კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

საკუთარ მოედანზე "ბოლონია" ძალიან კარგად თამაშობს და ეს გუშინდელ, სერია A-ს გადადებულ პაექრობაში კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ალბერტო მალეზანის შეგირდებმა "კიევოს' უმასპინძლეს და კერკეტი მეტოქე მინიმუმალური ანგარიშით დამარცხეს. გადამწყვეტი გოლი შეხვედრის უკანასკნელ წუთზე გავიდა და რაღა თქმა უნდა, თავი მარკო დი ვაიომ გამოიჩინა. ვეტერანი ფორვარდი მართლაც შესანიშნავ ფორმაშია, რაზეც ამ სეზონში მის მიერ გატანილი ცხრა გოლი ნათლად მეტყველებს. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ "ბოლონიას" საშინაო თამაშებზე ერთი ბანერი მუდმივად გამოფენილია, რომელზეც დი ვაიოს სურათი და შემდეგი წარწერაა გამოსახული: "ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი". ტრადიციაში კი ის იგულისხმება, რომ "ბოლონიას" ყოველთვის ჰყავდა გამოკვეთილი ლიდერი, ფეხბურთელი, რომელსაც საკუთარ თავზე შეეძლო თამაშის აღება და რაც მთავარია, გოლების გატანა. ალბათ ყველას გახსოვთ, რომ ერთ დროს ასეთი ფუნქცია ლეგენდარულ რობერტო ბაჯოს ჰქონდა აღებული და საქმეს შესანიშნავად ართმევდა თავს. იგივეს თქმა შეიძლება ჯუზეპე სინიორიზე, კიდევ ერთ საოცარ ფეხბურთელზე, რომელიც ასევე "ბოლონიას" სული და გული იყო. და აი, ბოლო წლებში, გუნდის ლიდერი მარკო დი ვაიო გახლავთ, კიდევ ერთი უბერებელი ფორვარდი, რომელიც მეორე ახალგაზრდობას განიცდის.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ორმხრივ იერიშებში წარიმართა და ყველაზე ლოგიკური შედეგი მაინც ფრე იქნებოდა. თუმცა, საფეხბურთო ღმერთმა ასე ინება და სამი ქულა მასპინძლებს დარჩათ. ამ გამარჯვებით, მალეზანის შეგირდებმა 19 ქულა დააგროვეს და საგრძნობლად გაიუმჯობესე სატურნირო მდგომარეობა. 15 ტურის შემდეგ, "ბოლონია" მეცამეტე ადგილზეა და ის ერთი საჯარიმო ქულა რომ არა, სულაც მეთორმეტეზე იქნებოდა.

ბოლონია-კიევო 2:1

ბოლონია (4-3-1-2): ვივიანო - ესპოზიტო, ბრიტოსი, მორასი, მორლეო - პერესი (75. კაზარინი), მუდინგაი (66. სილიგარდი), დელა როკა - ეკდალი - ხიმენესი (80. მეჯორინი), დი ვაიო.

კიევო (4-3-1-2): სორენტინო - სარდო, ანდრეოლი, ცეზარი, მანტოვანი - რიგონი, გუანა (80. ბენტივოლიო), მარკოლინი - კონსტანტი (69. ბოლიაჩინო), პელისიერი, მოსკარდელი (63. გრანოჩე).

გოლები: 1:0 ბრიტოსი (40), 1:1 ცეზარი (49), 2:1 დი ვაიო (90).

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 15 10 3 2 26-12 33

2. ლაციო 15 9 3 3 20-12 30

3. იუვენტუსი 15 7 6 2 29-15 27

4. ნაპოლი 15 8 3 4 24-16 27

5. ინტერი 15 6 5 4 20-14 23

6. სამპდორია 15 5 8 2 18-12 23

7. პალერმო 15 7 2 6 25-20 23

8. რომა 15 6 5 4 20-20 23

9. ჯენოა 15 6 3 6 13-14 21

10. კიევო 15 5 5 5 17-16 20

11. უდინეზე 15 6 2 7 17-17 20

12. ფიორენტინა 15 5 4 6 15-15 19

13. ბოლონია 15 5 5 5 16-20 19

14. კატანია 15 4 6 5 16-16 18

15. პარმა 15 4 6 5 13-17 18

16. კალიარი 15 4 5 6 16-15 17

17. ბრეშა 15 3 3 9 11-19 12

18. ჩეზენა 15 3 3 9 10-20 12

19. ლეჩე 15 3 3 9 13-31 12

20. ბარი 15 2 4 9 10-24 10

ბოლონიას დაკლებული აქვს ერთი ქულა

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს