ქართველი თავდამსხმელის გადაბირებას აზერბაიჯანის ნაკრების მესვეურები აქამდე უშედეგოდ ცდილობენ

კარგა ხანია გიორგი ადამია აზერბაიჯანის პრემიერლიგაში თამაშობს. აღდამის "ყარაბაღის" ქართველ თავდამსხმელს კიდევ ერთხელ შესთავაზეს აზერბაიჯანის ეროვნულ გუნდში თამაში. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ადამია აზერბაიჯანულ ლიგაში კარგად ნაცნობი და გამოკვეთილი ფიგურაა. გიორგის გუშინ ბაქოში სწორედ ამ თემაზე სალაპარაკოდ დავუკავშირდით.

- გავიგეთ, რომ კიდევ ერთხელ შემოგთავაზეს აზერბაიჯანის ნაკრებში თამაში.

- აზერბაიჯანის ნაკრებში თამაში ადრე ორჯერ შემომთავაზეს, მაგრამ ორჯერვე უარი ვთქვი. ახლახან ამ საკითხზე კიდევ ერთხელ ჩამომიგდეს სიტყვა. ვითარებიდან გამომდინარე ვგრძნობ, რომ ამ თემაზე უფრო კონკრეტულად კიდევ დამელაპარაკებიან.

- თქვენი პოზიცია როგორია. ძველ პასუხს ეტყვით, თუ ამჯერად დათანხმდებით, რადგან საქართველოს ნაკრებში არ გიძახებენ?

- ალალად ვამბობ, საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემთვის უმთავრესი და სხვა ყველაფერზე ფასეულია. ასე რომ არ იყოს, აზერბაიჯანელებს უარს არ ვეტყოდი და ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდში უკვე არაერთი მატჩი მექნებოდა ჩატარებული. ამიტომაცაა, რომ, როცა აქაურ ნაკრებში თამაშზე მელაპარაკებიან, ინიციატივას არ ვიჩენ. მართალი გითხრათ, გულის სირღმეში ჯერ კიდევ არ დამიკარგავს იმედი, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდში თამაში მომიწევს. ეს იმედი შარშან გარკვეულ მიზეზთა გამო უფრო გამიღვივდა, მაგრამ ჯერჯერობით ჩემი მოლოდინი არ მართლდება.

- რას გულისხმობთ?

- შარშან საქართველოს ნაკრები თემურ ქეცბაიამ ჩაიბარა. მასზე კარგის მეტი არაფერი მსმენია. ქეცბაია მაღალი დონის სპეციალისტად ჩამოყალიბდა და ეს ნაკრების შედეგებიდანაც ნათლად ჩანს. ეროვნულის თავკაცი სამართლიანი კაცია, ბევრმა მითხრა, ნაკრებში უკვე სხვა, უკეთესი ვითარებაა. ვინც თავს გამოიჩენს, თემური გარჯას არავის დაუკარგავსო. აქედან გამომდინარე, მეც იმედი მომეცა, რომ ამხანაგური მატჩისთვის მაინც გამომიძახებდნენ და თამაში მომიწევდა, მექნებოდა შანსი, რომ ჩემი შესაძლებლობები მეჩვენებინა. ნოემბერშიც მქონდა იმედი, მაგრამ...

- სლოვენიასთან ამხანაგურ მატჩზე ამბობთ?

- აქედან თვალს ვადევნებ ქართულ საფეხბურთო ცხოვრებას, ქართულ ტელეარხებს და პრესას. ჩემს მეგობრებთანაც ხშირად მაქვს კონტაქტი, ისინი ქართულ ფეხბურთში საქმიანობენ. ლატვიასთან მატჩის შემდეგ გავიგე, რომ სლოვენიაში ჩვენი ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით ითამაშებდა. მეც იმედი მომეცა, რომ გამომიძახებდნენ, სანაკრებო დღეების დაწყებამდე, ბოლო საათამდე ველოდი გამოძახებას, მაგრამ.... ისე ნურავინ გამიგებს, რომ რადგან აზერბაიჯანის ნაკრებში თამაშს მთავაზობენ, ამით ვსპეკულირებ. არა, ასე ნამდვილად არ არის, მინდა, ყველამ კარგად გამიგოს. ეს ჩემთვის ძალზე მტკივნეული თემაა და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ. კვლავაც იმედი მაქვს, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში მომიწევს. უახლოეს მატჩში იქნება ეს თუ მოგვიანებით, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ჯერ კიდევ მაქვს იმედი.

- ანუ აზერბაიჯანელებს კიდევ ერთხელ ეტყვი უარს?

- ასე გამოდის. სამშობლოს ნაკრებში თამაშის იმედი რომ არ მქონდეს, უკვე ვიქნებოდი ბერტი ფოგთსის გუნდში.

- საქართველოს ნაკრების მატჩებს თვალს ვადევნებო, თქვით. ეროვნულ გუნდზე რას გვეტყვით?

- აშკარად ჩანს, რომ უკეთესობაა, თანაც საგრძნობი. რვამატჩიანი წაუგებელი სერია პატარა საქმე ნამდვილად არ არის. უკვე ამაყად და იმედიანად ვუყურებ ჩვენი ნაკრების მატჩებს.

- შენი თანაკლუბელი ანდრეის რუბინსი ლატვიის ნაკრების წევრია. ალბათ, ლატვია-საქართველოს მატჩზეც ისაუბრეთ...

- რიგაში ჩვენი ნაკრების მატჩამდე რუბინსი მეუბნებოდა, უნდა მოგიგოთო. თამაშის მერე რომ ვნახე, გახარებული იყო, ქულა მაინც ხომ ავიღეთ და შინ არ წავაგეთო.

- კლუბზეც ვთქვათ, თქვენი გუნდი რეზო ძოძუაშვილის "თურანმა" გამოთიშა თასის გათამაშებიდან.

- სათამაშო უპირატესობა ჩვენი იყო, საგოლე მომენტებიც მეტი გვქონდა, მაგრამ ბურთი ვერაფრით გავიტანეთ. მთელი 90 წუთი და კიდევ ორი დამატებითი ტაიმის განმავლობაში ვუტევდით, მაგრამ... ბოლოს საქმე პენალტებამდე მივიდა. "თურანში" გიორგი ჭედიამ ითამაშა და პენალტების სერიაში მეც გავიტანე და მანაც. თუმცა ჩემმა თანაკლუბელმა გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი გააცუდა და 3:4 დავმარცხდით.

- მატჩის შემდეგ ძოძუაშვილმა რა გითხრათ?

- ძალიან გახარებული იყო. მეოთხედფინალში გასვლა მივულოცე და წარმატებები ვუსურვე. მაგრად ვანერვიულეთ ერთმანეთი, მაგრამ დღეს ჩემი დღე ყოფილაო, ძოძუაშვილმა მითხრა.

- ამ თამაშამდეც შეხვდით ქართველებს.

- ჩემპიონს, კახა ცხადაძისა და გიორგი ჩიხრაძის "ინტერს" 1:0 მოვუგეთ. ძირითადში მეკარე ლომაია და დათო ოდიკაძე იყვნენ. მეორე ტაიმში ოდიკაძე კახა მჟავანაძემ შეცვალა, ვალერი აბრამიძეს კი თამაშმა არ მოუწია. ისეთი თამაში იყო, მოგება-წაგება არც ერთი გუნდისთვის გამორიცხული არ იყო, მაგრამ შევძელით და მოვიგეთ.

- ამ სეზონში რა მიზნისთვის იბრძვის "ყარაბაღი"?

- მოწინავე ექვსეულში უნდა მოვხვდეთ, საბოლოოდ კი ევროტურნირის ერთ-ერთი საგზური გვინდა მოვიპოვოთ. კარგი იქნება, თუ საპრიზო სამეულში ვიქნებით. ამჟამად მეექვსე ადგილზე ვართ, მაგრამ მეოთხეზე მყოფ "ინტერს" მხოლოდ სამი ქულით ჩამოვრჩებით.

- სეზონის ბოლოს კლუბთან კონტრაქტი გიმთავრდებათ. გავიგეთ, რომ თქვენით ერთ-ერთი თურქული კლუბია დაინტერესებული. რას აპირებთ?

- დამთავრდება სეზონი და ვნახოთ. "ყარაბაღში" თავს კარგად ვგრძნობ და შესაძლოა, კონტრაქტი გავაგრძელო. თუ არა და, აზერბაიჯანში მიცნობენ და აქ სხვა გუნდში გადასვლა პრობლემა არ იქნება. თუმცა თურქულ ლიგაში უკეთესი დონეა და ვნახოთ. ტრანსფერზე ჯერ არ ვფიქრობ.

- კარგა ხანია აზერბაიჯანში თამაშობთ. ამბობენ, რომ მადაური ჩემპიონატის დონე სწრაფად იზრდება. მაინც რაშია წარმატების საიდუმლო?

- აქაურ ფეხბურთში დიდი ფული რომ ჩაიდო, ყველამ კარგად იცის. ერთადერთი პრობლემა გაზონია და უკვე დაიწყეს კიდეც ხელოვნურსაფრიანი მოედნების მოწყობა. "ინტერი" და "გაბალა" ასეთ საფარზე თამაშობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

CIS&lIN
sagol sagol adam egre gaagrzele midiii :) :* :* :*
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს