"ჰაპოელის" ქართველი ნახევარმცველი კლუბთან კონფლიქტის შემდეგ ნელ-ნელა რიგდება

ლადო დვალიშვილის ჰაიფას "მაქაბისთან" მატჩში აშქელონის "ჰაპოელის" ქართველი ნახევარმცველი ზურაბ მენთეშაშვილი რომ გააძევეს და დააჯარიმეს, ამაზე უკვე ვწერდით. ისიც გაცნობეთ, რომ ზურა 20 ათასი შეკელით დააჯარიმეს. მენთეშაშვილმა ფინანსური სანქცია უსამართლოდ მიიჩნია და სასამართლოში იჩივლა. ამას კლუბის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა - ჩვენებურს და მის თანაკლუბელ ერან ლევის კარისკენ მიუთითეს. თუმცა საქმეში კლუბის მეპატრონე პროსპერ აზგი ჩაერია და როგორც ჩანს, ამან შედეგი გამოიღო. ებრაულ ვებგვერდებზე გავრცელებული ინფორმაციები სწორედ ამას მოწმობს.

"იერუსალიმის "ბეითართან" სტუმრად 0:4 წაგებულ მატჩში აშკელონის "ჰაპოელმა" ზურაბ მენთეშაშვილის გარეშე ითამაშა. იგი განაცხადში არ ყოფილა და ამ შეხვედრაში ნათლად გამოჩნდა, რომ გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელია. ამის შემდეგ "ჰაპოელსა" და ქართველს შორის ურთიერთობა დათბა, მენთეშაშვილმა უკვე განაახლა ვარჯიში და "ბნეი ახნინთან" შაბათის მატჩისთვის ემზადება", - წერს საიტი Ashelon-news.co.il-ი.

თუმცა ზურას ამბავზე სხვა წყაროები სხვას წერენ.

"ქართველმა ნახევარმცველმა ზურაბ მენთეშაშვილმა გაცხარებისა და მიუღებელი საქციელის გამო ბოდიში მოიხადა. ის კვლავ აშკელონის "ჰაპოელში" ითამაშებს. თუმცა როდემდე, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია. მართალია, "ჰაპოელთან" მას ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება კონტრაქტი, მაგრამ მაისის ბოლომდე აშკელონში მისი დარჩენა ძალზე საეჭვოა. ერან ლევისგან განსხვავებით, რომელით კვლავაც პროტესტის ფორმას აგრძელებს და გუნდში აღარ ვარჯიშობს, ქართველმა კონფლიქტის მოსაგვარებლად ნაბიჯი კი გადადგა, მაგრამ ჯერ არ იცის, ამას სათანადოდ უპასუხებენ თუ არა. მენთეშაშვილი კვლავ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და თითქმის გადაწყვეტილია, რომ შაბათს, "ბნეი ახნინთან" მატჩში ითამაშებს. მის გარეშე აშკელონელებს ძალიან გაუჭირდათ. გადაწყვეტილია, რომ ზამთრის შესვენებამდე მენთეშაშვილი "ჰაპოელში" დარჩება. მისი მომავალი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელზე ლაპარაკს ჯერჯერობით ბევრი ერიდება.

მოუწევს თუ არა ქართველს 20 ათასი შეკელის გადახდა თუ ეს სანქცია უკვე მოუხსნეს? ისევ უჩივის მენთეშაშვილი კლუბს თუ გარიგება შედგა და სარჩელი გაუქმდა? ამ კითხვებზე პასუხი ჯერ უცნობია. შესაბამისად, უცნობია მოგვარდა თუ დაკონსერვდა ეს კონფლიქტი", - ეს შეფასებები Ynet.co.il-სა და სხვა ებრაულ საიტებზე მოვიძიეთ.

10 ქულით მე-13 ადგილზე მყოფი აშკელონის "ჰაპოელი" 11 დეკემბერს, ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლაში "ბნეი ახნინს" უმასპინძლებს, რომელიც ორი საფეხურით ქვემოთაა. ამის გარდა, ზამთრის შესვენებამდე ისრაელის მთავარ ლიგაში კიდევ ერთი მატჩი დარჩა - აშკელონელები 18 დეკემბერს "აშდოდს" სტუმრად ეთამაშებიან. წესით, ამ მატჩამდე თუ არა, მერე მაინც უნდა გაირკვეს მენთეშაშვილის საკითხი - დარჩება ის აშკელონში თუ მართლაც სამშობლოში ბრუნდება "ზესტაფონში" სათამაშოდ?

ხვიჩა სასტარტოში, ენრიკე სხვებს დაასვენებს - ქართველები "ბერნაბეუზე", "კამპ ნოუსა" და "მარადონაზე"
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"