ქართველ მკლავჭიდელებს ამერიკის საელჩომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წასასვლელად ვიზები არ მისცა

საქართველოს მკლავჭიდელებმა წლეულს მოსკოვში ევროპის ჩეპიონატზე ოთხი ოქროს და ამდენივე ვერცხლის მედალი მოიპოვეს. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ მსოფლიოს ჩემპიონი გენადი კვიკვინია, ნიკა წერეთელი, ვალან გაბრავა და ერეკლე გურჩიანი, რომელიც ახლახან საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

ჩვენი სპორტსმენები მთელი სეზონის განმავლობაში მონდომებით ემზადებოდნენ წლის უმთავრესი შეჯიბრებისთვის - მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელიც დღეს ნევადის შტატის ქალაქ ნესქვიტში (ლას ვეგასთან ახლოს) აიღებს სტარტს. სპორტის სამინისტრომ ქართველი მკლავჭიდელები დროულად დააფინანსა. ოკეანის გაღმა გასამგზავრებლად თითქოს ყველაფერი მზად იყო, მაგრამ ამერიკის საკონსულომ გენადი კვიკვინიას, გიორგი თვალიაშვილს, ვასილ დაუთაშვილს, ვალენ გაბრავას, ვახტანგ ბერიძეს, ირაკლი დავითულიანს, აპოლონ ბერიძეს, ალეკო აბუთიძეს, ნიკა წერეთელსა და დელეგაციის ხელმძღვანელ ერეკლე გურჩიანს ვიზების გაცემაზე უარი უთხრა.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა ქართველ სპორტსმენებს ათი წლის წინანდელი ამბავი გაუხსენეს - თქვენი საძმოს წევრები - მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონები ვახტანგ მუსელიანი და მამუკა ბაჯიშვილი ამერიკაში დარჩნენო საცხოვრებლად. გუშინ როგორც ერეკლე გურჩიანმა განგვიმარტა, ეს სპორტსმენები მაშინ მსოფლიოს ჩემპიონატიდან თბილისში დაბრუნდნენ, მაგრამ ერთწლიანი ვიზის უფლებით ისარგებლეს და ამერიკაში იქაური მკლავჭიდის ფედერაციის დახმარებით გაემგზავრნენო სამუშაოდ.

თუმცა, მას შემდეგ ჩვენი ათლეტები 2006 წლამდე არაერთხელ ყოფილან საასპარეზოდ ოკეანის გაღმა და წასვლაზე პრობლემები არასდროს შექმნიათ. ამჯერად ბიჭები ისე კარგად იყვნენ მომზადებული, უმედლოდ, ალბათ, არავინ დარჩებოდა. ამის საშუალება კი არ მიეცათ. შეჯიბრებაზე საქართველოდან მხოლოდ ერთი ახალგაზრდა ათლეტი თორნიკე ალავიძე მოსინჯავს ძალებს. ამერიკის ერთწლიანი ვიზა მას კარგა ხნის წინათ აუღია.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ქართველ სპორტსმენებს უცხოეთში მნიშვნელოვან შეჯიბრებაზე გასამგზავრებლად გზას რომ უღობავენ. დროული მიხედვა სჭირდება, სანამ ქრონიკული ხასიათი მიუღია.

tolika
ამერიკელებმა იცოდნენ, რომ მოვუგებდით და სპეციალურად გააკეთეს მაგი.
gio
რატო აკეთებენ ასე ეს პიდარასტები? უპატრონო ქვეყანა ვართ, ყველას ვკიდივართ რატო ვერ გავიგეთ!
ylisshvili amerikosebi
ეგ მასონი მწოველები ეგენი
intereli
სხბები არ ვიცი და კვიკვინია და გაბრავა სიძე მოყვარე არიან, ორივეს ჩემი უახლოესი მეგობრები არიან და რა კარგ ფორმაში იყვნენ... ფუი ამერის დედაც და მივაყოლე რუსეთიც და კიდევ ბევრი...
ბებერიკუ
ერთი (რუსეთი) შეწვი, მეორე (აშშ) მოხარშე... ერთი ოხერია ორივე
Shoda
ვუძახოთ მეგობრები ამერიკელებს. ახია ჩვენზე. ეხლა ხომ მაინც უნდა გავიგოთ ხალხო, რა სულიერების პატრონ ერთან გვაქვს საქმე???
Shoda
ვუძახოთ მეგობრები ამერიკელებს. ახია ჩვენზე. ეხლა ხომ მაინც უნდა გავიგოთ ხალხო, რა სულიერების პატრონ ერთან გვაქვს საქმე???
ფინალში რუსი დაამარცხა - ვახტანგ ახობაძე მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა!
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ვახტანგ ახობაძემ ყირგიზი მეტოქე მეორედაც დაამარცხა!
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა