საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის ასპარეზობაში ორი ტური დარჩა

ორი ტურიც და თბილისის ჭადრაკის სასახლეში დამთავრდება საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის ასპარეზობა, რომლის მონაწილენიც უმაღლესი ეშელონის 5 საგზურისთვის იბრძვიან. გუშინ დაძაბულად წარიმართა ლიდერთა ჯგუფის პაექრობები. დაზავდნენ ნინო ბაციაშვილი და მერი არაბიძე, სოფიო გვეტაძე და მირანდა მიქაძე, ხოლო მაკა ფურცელაძემ და სოფიო ნიკოლაძემ შავი ფიგურებით, შესაბამისად, ანა გავაშელსა და ქეთი წაწალაშვილს სძლიეს; ანა შამათავამ ნინო კეკელიძე დაამარცხა. ამდენად, შვიდი ტურის შემდეგ 5,5-5,5 ქულით არაბიძე, ფურცელაძე და ბაციაშვილი მეწინავეობენ. მათ ნახევარ-ნახევარი ქულით მიქაძე, ნიკოლაძე, გვეტაძე და შამათავა ჩამორჩებიან.

მე-7 ტურის შეხვედრათა შედეგები:

ნინო ბაციაშვილი-მერი არაბიძე 0,5:0,5, სოფიო გვეტაძე-მირანდა მიქაძე 0,5:0,5, ანა გავაშელი-მაკა ფურცელაძე 0:1, ქეთი წაწალაშვილი-სოფიო ნიკოლაძე 0:1, ანა შამათავა-ნინო კეკელიძე 1:0, ნატო იმნაძე-ალექსანდრა ვახანია 0,5:0,5, ლიზი ტრაპაიძე-მადონა ბოკუჩავა 0:1, ლიკა კობეშავიძე-მარიამ თევზაძე 1:0, თეკლა მაჭარაშვილი-სოფიო გუგეშაშვილი 1:0, თათია კოხრეიძე-დეა გოგიშვილი 0:1, ნინო ხომერიკი-მარიამ ვალიშვილი 1:0, ნანა მელაძე-მარიამ შუბითიძე 1:0, ადა კაკუტია-ელენე პეტრიაშვილი 1:0, ნინო გოგოხია-მაია მუმლაძე 1:0, ქეთი ჭუმბურიძე-დალი ნანეიშვილი 1:0.

დღეს ბოლოსწინა ტურში ლიდერთაგან ითამაშებენ: არაბიძე-ფურცელაძე, მიქაძე-ბაციაშვილი, ნიკოლაძე-გვეტაძე, ბოკუჩავა-შამათავა. საგზურების მფლობელებიც, ალბათ, მათ შორის გამოვლინდება.

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა