მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გუშინ მეორე რაუნდის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა

მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე (ანტაკია, თურქეთი) გუშინ მეორე რაუნდის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა. გვეიმედებოდა, რომ ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე, რომელმაც შავი ფიგურებით წააგო პირველ ტურში ჩინელ ჟაო სიუსთან, მეორეში რევანშს აიღებდა, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო - მეტოქეები 25-ე სვლაზე დაზავდნენ, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ მომდევნო ეტაპზე ჩინელი გავიდა.

ნანა ძაგნიძე გუშინწინ ყაიმზე შეუთანხმდა 2001 წლის ევროპის ჩემპიონ ელმირა სკრიპჩენკოს (საფრანგეთი). გუშინაც თითქმის უბრძოლველად მეტოქეებმა მე-9 სვლაზე მოაწერეს ზავს ხელი.

საკმაოდ დაძაბული გამოდგა მსოფლიოს ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკისა და სოფიო ხუხაშვილის შეხვედრა. წარმატების მისაღწევად ორივე მხარეს ცდა არ დაუკლია, მაგრამ ამაოდ - მოწინააღმდეგენი აქაც მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს. ორივე წყვილში გამარჯვებულს დღევანდელი ტაიბრეიკები გამოავლენს.

ჩემპიონატზე სენსაციად მოინათლა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის, მსოფლიოს რეიტინგში მესამე ადგილზე მყოფი ტატიანა კოსინცევას მარცხი ელენა დემბოსთან. საერთოდაც, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები ამ შეჯიბრებაზე ჯერჯერობით მხოლოდ კოსტენიუკის იმედად დარჩნენ.

მე-2 რაუნდის განმეორებითი შეხვედრების შედეგები და საერთო ანგარიშები:

ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2507)-სოფიკო ხუხაშვილი (საქ. 2430) 1:1 (0,5:0,5 0,5:0,5)

სიაოვენ ჟანი (ჩინეთი, 2339)-რუან ლუფი (ჩინეთი, 2480) 1:1 (1:0, 0:1)

მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2462)-ბეთულ ილდიზი (თურქეთი, 2225) 2:0 (1:0,1:0)

ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი, 2525)-ტატიანა შადრინა (რუსეთი, 2384) 2:0 (1:0, 1:0)

ელენა დემბო (საბერძნეთი, 2454)-ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2581) 1,5:0,5 (0,5:0,5, 1:0)

მაია ჩიბურდანიძე (საქართველო, 2502)-ჟაო სიუ (ჩინეთი, 2474) 1,5:0,5 (0,5:0,5, 0:1)

ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2551)-ელმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი, 2460) 1:1 (0,5:0,5, 0,5:0,5)

ელიზაბეტ პეტცი (გერმანია, 2474)-ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2514) 1:1 (0:1,1:0)

იოვანკა ჰოუსკა (ინგლისი, 2421)-ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2600) 0,5:1,5 (0,5:0,5, 0:1)

მარი სებაგი (საფრანგეთი, 2494)-ანა ზატონსკიხი (აშშ, 2478) 0:2 (0:1, 0:1)

ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2530)-ევგენია ოვოდი (რუსეთი, 2387) 1,5:0,5 (0,5:0,5, 1:0)

ბაირა კოვანოვა (რუსეთი, 2380)-იუ ვენიუნი (ჩინეთი, 2524) 0,5:1,5 (0:1, 0,5:0,5)

ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2591)-მარია რომანკო (რუსეთი, 2414) 1,5:0,5 (0,5:0,5, 1:0)

ჟუ ჩენი (ყატარი, 2477)-მონიკა სოჩკო (პოლონეთი, 2495) 1:1 (0,5:0,5, 0,5:0,5)

ჰუან ქიანი (ჩინეთი, 2402)-ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2548) 1:1 (1:0, 0:1)

ჰოანგ თან თრანგი (უნგრეთი, 2473)-კატერინა ლახნო (უკრაინა, 2522) 1:1 (0,5:0,5, 0,5:0,5)

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...