კლიჩკო-ჩისორას ბრძოლა უკრაინელი მოკრივის ტრავმის გამო გაუქმდა
უკრაინელი მძიმეწონოსანი მოკრივის ვლადიმირ კლიჩკოს და ბრიტანელი დერეკ ჩისორას დაპირისპირება უკრაინელის ტრავმის მიზეზით გაუქმდა.

კლიჩკო-ჩისორას ბრძოლის გადადების შესახებ ბრიტანელი მძიმეწონოსნის პრომოუტერმა ფრენკ უორენმა განაცხადა. მისი თქმით, 8 დეკემბერს შეატყობინეს, რომ კლიჩკომ ზურგი დაიშავა და ჩისორას წინააღმდეგ რინგზე გასვლას ვერ შეძლებს. უორენის თქმით, ამ ამბავმა ბრიტანელი მოკრივე ძალიან გაანაწყენა, რადგან კლიჩკოსთან ბრძოლას მოუთმენლად ელოდა.

ბრძოლის ჩაშლის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-იც ადასტურებს, რომელიც კლიჩკოს მრჩევლის შელი ფინკელის ცნობას ეყრდნობა. მან განაცხადა, რომ ექიმების აზრით კლიჩკოს ტრავმა სერიოზულ საშიშროებას არ წარმოადგენს, მაგრამ უკრაინელის რინგზე გასვლას მაინც აბრკოლებს. ფინკელის თქმით, კლიჩკოს გამოჯანმრთელებას ორი თვე მაინც დაჭირდება.

კლიჩკო-ჩისორას ბრძოლა მანჰეიმში 11 დეკემბერს უნდა შემდგარიყო. უკრაინელს მძიმე წონაში IBF-ის (კრივის საერთაშორისო ფედერაცია) და WBO -ს (მსოფლიო საკრივო ორგანიზაცია) ვერსიებით მსოფლიო ჩემპიონის ტიტული უნდა დაეცვა. ჩისორასთვის, რომლის აქტივში 14 ბრძოლიდან 14 გამარჯვებაა, კლიჩკო პროფესიულ კარიერაში პირველი სერიოზული მეტოქე უნდა ყოფილიყო.

მოკრივეთა წარმომადგენლებმა ბრძოლის ახალი თარიღის შესახებ მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.

მომზადებულია Boxingscene.com-ის მიხედვით

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა