„ასტონ ვილაში“ ჟერარ ულიეს პოზიცია სერიოზულად შეირყა და უკვე ფანებიც ემტერებიან

„ასტონ ვილაში“ ჟერარ ულიეს პოზიცია სერიოზულად შეირყა. ფრანგი სულ სამი თვეა რაც ბირმინგემის გუნდს სათავეში ჩაუდგა, მაგრამ ფანები უკვე ემტერებიან და კლუბის ერთ-ერთი მაღალჩინოსანიც მათ უჭერს მხარს. განსაკუთრებული ქარტეხილი ულიეს ბოლო ტურში თავის ყოფილ გუნდთან „ლივერპულთან“ 3:0 წაგების შემდეგ დაატყდა თავს. კლუბის მეპატრონე რენდი ლერნერის მარჯვენა ხელმა ჩარლზ კრულაკმა თავისი აღშფოთება ინტერნეტში წერილის გამოქვეყნებით გამოხატა, მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ მიზეზი მხოლოდ დამარცხება იყო. ბირმინგემელები მწვრთნელის ინტერვიუებმა გააღიზიანა. მათ მოეჩვენათ, რომ ულიე ლივერპულელებს, როგორც თამაშამდე ასევე თამაშის შემდეგ, ზედმეტად ეფერებოდა.

კერძოდ, შეხვედრის დაწყების წინ „ვილას“ თავკაცი ყველას დასანახად შეეხო ცნობილ ფირნიშს „ეს ენფილდია“; შემდეგ, ტრიბუნაზე მის საპატივცემულოდ გამოფენილი პლაკატი შეამჩნია და ლივერპულელ ფანებს გულითადად მიესალმა და ვერ გააცნობიერა, რომ ამას ყივნასა და თოვლში მის გასამხნევებლად ჩამოსული 1 500 ბირმინგემელი გულშემატკივრის წინაშე აკეთებდა. ამას მოჰყვა საკუთრივ თამაში, რომელიც, როგორც მოგახსენეთ, „ასტონ ვილამ“ 3:0 წააგო და ბოლოს, საღამო პრესკონფერენციამ დააგვირვინა, სადაც ულიემ „ჩაროზად“ ასეთი რამ თქვა:

„თუ მაინცდამაინც 3:0 უნდა წამეგო, მერჩივნა ეს ჩემს ყოფილ გუნდთან მომხდარიყო, რადგან „ლივერპული“ ძალიან მიყვარს“.

ამ ნათქვამმა განსაკუთრებული მღელვარება გამოიწვია. „ასტონ ვილასთან“ დაკავშირებულ საიტებზე ფორუმები აგრესიული შინაარსის წერილებით გაივსო. ყველას გაახსენდა, რომ სექტემბრის მერე, ანუ რაც ულიემ მარტინ ო’ნილი შეცვალა, გუნდმა მხოლოდ ორი თამაში მოიგო, ბოლო პერიოდი კი საერთოდ კოშმარული გამოდგა: „ლივერპულთან“ წაგებამდე, „ქარლინგის“ თასზე ხომ საერთოდ შეურაცხმყოფელი რამ მოხდა - „ვილამ“ თანაქალაქელ „ბირმინგემთან“ წააგო და შეჯიბრებას გამოეთიშა. გეხსომებათ, იმ შეხვედრას მასობრივი არეულობებიც მოჰყვა. ამიტომაც აღშფოთდა ვიეტნამის ომის მონაწილე კრულაკი, რომელმაც დაწერა:

„იმ ადამიანებს, რომლებიც ჟერარ ულიეს სამსახურიდან გაგდებას ითხოვენ, ამის სრული უფლება აქვთ. ეს ხალხი ბილეთებში ფულს იხდის და შესაბამისად მოთხოვნებსაც აყენებს“.

კრულაკის განცხადების წინა დღეს კი „ასტონ ვილას“ საიტზე თავად ულიეს ტექსტი გამოჩნდა. მწვრთნელი ამბობდა:

„ყველას გული სტკივა ბოლოდროინდელი შედეგების გამო. მე და ჩემი შტაბი მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველა ღონეს ვხმარობთ. რაც შეეხება „ენფილდ როუდზე“ თამაშის მერე ნათქვამს, ის არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელეს. მე ვთქვი, რომ წლების წინ „ლივერპულში“ მუშაობამ დიდი სიამოვნება მომანიჭა და ეს განცდა დღემდე მომყვება. ძალიან კარგად მესმის „ვილას“ ფანების. ისინი იმედგაცრუებულნი არიან, მაგრამ თუკი გუნდის შედეგები ვინმეს გულს სტკენს, ეს უპირელეს ყოვლისა მე ვარ. ამასთან, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ რთულ პერიოდს დავძლევთ. ჩემი ამოცანა „ასტონ ვილაში“ წარმატებული ეპოქის დაწყებაა და ამ საქმეს ჯარისკაცული ერთგულებით შევასრულებ“.

თითქოს, მწვრთნელმა ამაზე უკეთესი რა უნდა თქვას, მაგრამ კრულაკს ულიემ გული ვერ მოულბო.

„მისი თავდადებისა და შრომის ნაყოფი ორშაბათ საღამოს ლივერპულში დავინახეთ – ცოფებს ყრიდა ყოფილი სამხედრო – რაც ითქვა და მოხდა იმას აღარაფერი ეშველება. ამის გამოსწორება შეუძლებელია. თუმცა, „ვილა პარკზე“ ერთი ადამიანიც კი არ არის კარგად რომ არ ესმოდეს რა ეტაპზე ვართ ახლა. სეზონის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ წინ არის და პირსახოცის გადაგდებას ნამდვილად არ ვაპირებთ“.

ცნობილი გახდა, რომ შექმნილ მდგომერეობაზე მეპატრონე ლერნერმა და კლუბის აღმასრულებელმა შეფმა პოლ ფულკნერმა ულიესა და მის ასისტენტ გარი მაკალისტერთან რესტორანში სადილობისას ილაპარაკეს. ულიემ სცადა ლერნერისთვის აეხსნა, რომ ორშაბათს ის დაბრუნდა სტადიონზე, სადაც წლების წინ გულის შეტევაც კი მოუვიდა, საოპერაციო შეიქნა და ამ ყველაფრის გახსენებამ ემოცია მოუზღვავა, მაგრამ ახლა მდგომარეობის გამოსწორებას აპირებს. არსად თქმულა, რომ ლერნერსა და ულიეს შორის ამ საუბრისას რაიმე გაუგებრობა წარმოიშვა და ფრანგი შესაძლოა თანამდებობიდან ახლავე მოხსნან. პირიქით, ამერიკელ მილიონერსა და მწვრთნელს სატრანსფერო თემებზეც კი ულაპარაკიათ. ულიეს ლერნერისთვის საიანვრო სურვილები გაუმხელია. მესაკუთრეს თურმე აინტერესებდა, რამ განაპირობა ის, რომ გუნდი, რომელიც შარშან პრემიერლიგაში მე-6 ადგილზე გავიდა, ახლა ასეთ დღეშია. რაც შეეხება გილშემატკივარს, ის, რასაკვირველია, მდგომარეობის დაუყოვნებლივ გამოსწორებას ითხოვს.

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა